ხუთშაბათი, 19.06.2025, 13:05
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » აგვისტო » 28 » ილია მეორე: "არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის
06:14
ილია მეორე: "არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს განცხადებით, "არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს, რომ საქართველო განადგურდეს".

ამის შესახებ პატრიარქმა სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას ბრძანა. 

"გილოცათ ყველას მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლოს ლოცვა და მფარველობა არ მოგაკლოთ თქვენ და სრულიად მსოფლიოს, სრულიად საქართველოს. ქართველი ადამიანი რაღაც არაჩვეულებრივი ადამიანია და დაჯილდოვებულია ღვთისაგან მრავალი სათნობით, მრავალი სიკეთით. რა დავიმსახურეთ ჩვენ ამისთანა? თუნდაც ავიღოთ ის, რომ საქართველო გახდა  წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ვართ თუ არა ჩვენ ღირსნი ამისი? რა თქმა უნდა, არ ვართ, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ ნებითა ღვთისათა აირჩია ქართველი ერი, რომ საქართველო მისი მფარველობის ქვეშ ყოფილიყო. ასეთი ჩვენს ისტორიაში მრავალი საკითხია, მრავალი შემთხვევაა, როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ჩვენი ერი მოსპობისაგან, განადგურებისაგან გადაარჩინა. მრავალი ერი და ქვეყანა ყოფილა ჩვენზე ძლიერი, მაგრამ დღეს არ სჩანს მათი კვალიც. დრომ აღგავა პირისაგან მიწისა. მაგრამ როცა ადამიანს, ან ერს ეძლევა დიდი მადლი, უნდა ვიცოდეთ, გვახსოვდეს, რომ ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს. ადამიანი მუდამ კი არ უნდა სთხოვდეს უფალს, ღვთისმშობელს და წმინდანებს, არამედ უნდა მადლობდეს იმ დიდი წყალობისთვის, რომელსაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გვიგზავნის. მრავალი შემთხვევა ყოფილა, როცა ჩვენი ერი უფსკრულთან მისულა, უფსკრულის პირას დამდგარა, არა მარტო მისულა, არამედ ჩაუხედია შიგ, მაგრამ ამ დროს, როცა ძალიან უჭირდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა ეხმარებოდა ქართველ ხალხს და გადაარჩენდა ამ განადგურებისგან. დღესაც მრავალი სირთულეა მსოფლიოს წინაშე და მათ შორის ქვეყანათა შორის, საქართველოს წინაშე. მე მინდა, გითხრათ, რომ არ უნდა შეგვეშინდეს ამ განსაცდელის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს, რომ საქართველო განადგურდეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა გადააფარებს თავის კალთას საქართველოს. შემთხვევით არაა, რომ მრავალი ლოცვა დაწერილა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ. "დედაო ღვთისაო შენი ხვედრია ეს საქართველო დიდჭირნახული" და ასეთი მრავალია", - ბრძანა პატრიარქმა.
ნანახია: 988 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 3
0  
1 არალე   (28.08.2012 07:11) [Материал]
საქართველო, მთელი თავისი სახელმწიფოებრიობის მანძლზე, მუდმივად იდგა ფიზიკური განადგურების თუ ეთნიკური გაქრობის საფრთხის წინაშე, მაგრამ, მარიამ ღთისმშობელი იფარავდა თავის წილხვედრ ქვეყანას ყოველთვის და ასე იქნება მუდამ.

0  
2 ბიბი   (28.08.2012 09:03) [Материал]
სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 1
ბაბილინა

biggrin გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს, გვფარავდეს მისი მადლი და კალთა!!!

0  
3 ბიბი   (28.08.2012 09:05) [Материал]
ღვთის წყალობით და ღვთისმშობლის მფარველობით საქართველოს და ქართველ ხალხს გადაშენება არ გვიწერია!!!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აგვისტო 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025