
"ასჯერ დავაბარე, უნდა გაიწმინდოს ეს არხი-მეთქი. არავინ ჩვენ ყურადღებას არ გვაქცევს. ეს არის გარემოს დაცვა, ეს არის ბუნება? ბუნება ასე უნდა იყოს?! რამდენჯერმე ვიჩივლეთ, განცხადება დავწერეთ, ბიუჯეტშიც ჩასვეს, რომ ეს არხი უნდა გაეწმინდათ. ჩაიჯიბეს ფულები და ეს არხი ისევ ისეა. ნასკებივით იცვლიან გამგებლებს, ვჩივი და არაფერს აკეთებენ", - აცხადებს გარემოს დაცვის მინისტრის ბებია.
გოგა ხაჩიძის უწყებას უმოქმედობაში ადგილობრივი მოსახლეობაც ადანაშაულებს. მათი თქმით, მდინარის კალაპოტი ნაგვისა და ქვეწარმავლების ბუდედაა ქცეული. მდინარის ჯებირები ასამაღლებელია და უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში მდინარიდან გადმოსული წყალი ეზოებს ტბორავს. სამი თვის წინ შოლის სანაპიროს მცხოვრებლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას განცხადებით მიმართეს, რომელსაც 150 მოსახლე აწერდა ხელს. თუმცა, როგორც თავად ამბობენ, განცხადებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.
ხაშურის გამგეობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის განცხადება განიხილეს. ვინაიდან მდინარე შოლი ხაშურის გამგეობის ბალანსზე არ ირიცხება, მათ მეპატრონე მოიძიეს და მდინარის კალაპოტის დასუფთავება სთხოვეს.
იხილეთ ვიდეო