ხუთშაბათი, 19.06.2025, 15:17
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივლისი » 17 » გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს დედამ ჩააბარა
09:29
გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს დედამ ჩააბარა

მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია გალის რაიონის სოფელ ბარღებიდან დედამ, რიმა ცხაკაიამ გადმოიყვანა და სამართალდამცავებს ჩააბარა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელოს მედია ორგანიზაცია "სმო.გე" ავრცელებს.

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ბექა ცობეხიას დაკითხვა ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში.
რეგიონული მედიასაშუალების ცნობით, ბექა ცობეხიას გალის რაიონში გადასვლაში ბიძა, დიმა ცხაკაია დაეხმარა, რომელიც აფხაზ კრიმინალებთან და ე.წ მილიციასთან დაახლოებული პირია. დიმა ცხაკაია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდაში ცხოვრობს.

"სმო.გე"-ს ინფორმაციით, ბექა ცობეხია თავდაპირველად სწორედ ცხაკაიამ შეიფარა.
მსახიობი გიორგი ფოჩხუა 13 ივლისს დაიღუპა. გარდაცვლილის ოჯახი მისი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს.
"გიორგი ფოჩხუა მოკლეს და ზღვაში შემდეგ გადააგდეს. ძიების ინტერესებიდან გამომდინარე ეჭვმიტანილის ვინაობას ვერ დაგისახელებთ და მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამართალდამცავები კომენტარს თავად გააკეთებენ", - ამის შესახებ გიორგი ფოჩხუას დამ, ელენე ფოჩხუამ "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდიდან სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, მას მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ გიორგი მეგობრებთან ერთად ანაკლიაში იმყოფებოდა. ზუგდიდისკენ მობრუნებულებს გზად გიორგის მამაკაცი გამოელაპარაკა და ძველი ნაცნობობა შეახსენა.

"თავი შეახსენა. რომელიღაც რესტორნის მეპატრონე ყოფილა. მეგობრები მოშორებით იდგნენ და გიორგის დაურეკეს, რომ ეჩქარა სახლში წასასვლელად. გიორგიმ უპასუხა, რომ 5 წუთში დაგეწევითო; მას შემდეგ ტელეფონს აღარ პასუხობდა", - განაცხადა ელენე ფოჩხუამ.

გარდაცვლილის დის ინფორმაციით, მიცვალებულს სახეზე დაზიანებები აღენიშნება. მისივე მოსაზრებით, გიორგი ფოჩხუა ჯერ ცემეს, მოკლეს, მერე ტანზე გახადეს და ზღვაში გადააგდეს.


ნანახია: 920 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 4
0  
1 ბიბი   (17.07.2012 09:55) [Материал]
ღმერთო, გაანათლე გიორგი ფოჩხუას სული! თანავუგრძნობ, კიდევ ერთჯერ, მის ოჯახს!
sad

ღმერთო, როგორ მეცოდება მკვლელიც და დედამისიც, 19 წლის ბიჭი, ნუთუ აცნობიერებს, რა ჩაიდინა, რამხელა ცოდვა დაიდო, რაც არ უნდა მიზეზი ყოფილიყო!... sad

0  
2 ლერა   (17.07.2012 12:05) [Материал]
არანაირი ტოლერანტობა მკვლელს, მე ვერ თანავუგრძნობ, შეუვალი ვარ.
არავის არა აქვს უფლება სხვისი სიცოცხლე შეამოკლოს, ახალგაზრდა კაცს მოუსპო სიცოცხლე და დატოვა პატარა ბავშვი უმამოდ, ცოტა გვყავს ქვრივი ქალები საქართველოში?? ჯერ ომმა მოსპო კაცთა მოდგმა და ეხლა ერთმენეთს ხოცავენ. sad sad
ეს დედამისი საინტერესოა, რუსთავი 2 - ის ჟურნალისტებსაც ასეთი სიანჩხლით დახვდებოდა???????

0  
3 ლერა   (17.07.2012 12:07) [Материал]
ჯერ მოკლა და მერე ზღვაში ჩააგდო, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იქნებ არც იყო მკვდარი და მერე წყალში გაიგუდა უგონოდ მყოფი.
სამუდამო პატიმრობის ღირსია. angry

0  
4 ბიბი   (17.07.2012 13:23) [Материал]
მართალი ხარ, ლერა, მკაცრად უნდა დაისაჯოს!!! არავითარი დანდობა, მიზეს ასახელებს შელაპარაკებას(?) ასე ადვილად კლავენ ერთმანეთს ''შელაპარაკების'' ნიადაგზე! რატომ იმძიმებენ სულს ასე, ახალგაზრდები? 19-20 წლის ბიჭი მკვლელია, საშინელებაა...

დედამისმა თავისი ხელით ჩააბარა პოლიციას, კარგად მოიქცა, სხვა გზა არც არსებობდა, მაგარამ, ხომ წარმოგიდგენია, რა დღეშია? საცოდავი ფოჩხუას დედისგან განსხვავებით, შვილი ჰყავს ცოცხალი, მაგრამ ასეთ სიცოცხლეს რა ფასი აქვს?

... თუმცა, ბრალი მისი ვინც მოკვდება, და უბედური დედამისი, თანაც ახალგაზრდა , სიცოცხლით სავსე, კარგი ადამიანი, მამა, მეუღლე, შვილი, ძმა...
აღარ შემიძლია ამდენი სამძიმრების წერა, ღმერთო, ნუთუ ასე საჭიროა ამდენი მსხვერპლი?!
რა ვიცი, რა ვთქვა, უკვე აღარ ვიცი... sad

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025