ხუთშაბათი, 19.06.2025, 18:40
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » აგვისტო » 13 » გიგი უგულავა: „არ დავუშვათ წარსულის დაბრუნება , არ დავუშვათ აშენებულის დანგრევა“
05:18
გიგი უგულავა: „არ დავუშვათ წარსულის დაბრუნება , არ დავუშვათ აშენებულის დანგრევა“


როგორც თბილისის მერმა გიგი უგულავამ, თბილისში "ნაციონალური მოძრაობის” მაჟორატირობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, „”ნაციონალური მოძრაობის” კრედო ან გნებავთ დოქტრინა, მდგომარეობს შემდეგში: არ დავუშვათ წარსულის დაბრუნება , არ დავუშვათ აშენებულის დანგრევა, არასოდეს დავუჩოქოთ მტერს და მეტი სარგებელი მოვუტანოთ ხალხს."

"ხალხი დაფიქრდება, რა სარგებლობას მოუტანს "ნაციონალური მოძრაობა” მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას და ხალხს და საზოგადოება ამ სულისკვეთებით გააკეთებს არჩევანს. ჩვენი ამოცანაა, მეტი სარგებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, რაც ნიშნავს უკეთეს ჯანდაცვას, გაძლიერებულ სოფელს და დასაქმებულ ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის რთული, მაგრამ შესრულებადი ამოცანა, განსაკუთრებით კი იმ პრობებში, როდესაც ამ ყველაფერს წინაპირობად უდევს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთიანობა. არის თუ არა საქართველო უკეთესი ქვეყანა, ვიდრე იყო 8 წლის წინ? არის თუ თბილისი უკეთესი ქალაქი, ვიდრე იყო 8 წლის წინ და პრობლემების მიუხედავად არის თუ არა ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება დღეს უკეთესი, ვიდრე იყო 8 წლის წინ? ამაზე დადებითი პასუხი აქვს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას, უფრო მეტს, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია, ეს კი იმას ნიშნავს, ჩვენ მოქალაქეებს არ სურთ წარსულში დაბრუნება, წარსულზე ოცნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხალხი არ დაუშვებს აშენებულის დანგრევას, რომ ჩვენ ხალხს კარგად ესმის ის გამოწვევები და საფრთხეები, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემოა, მაგრამ არასდროს დათმობს თავისუფლებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხალხი ხედავს განვითარებას, მაგრამ სამართლიანად მოითხოვს კიდევ უფრო მეტს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ნანახია: 762 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 3
0  
1 არალე   (13.08.2012 09:30) [Материал]
ენა უნდა ამოაძრო ამ უნამუსოს
რა ააშენეს, რა გააკეთეს, ბუტაფორულ ფასადებში დამალული დაბზარული კედლები, თითისსისქე ასფალტი, რომელიც პირველივე ნიაღვარმა ამოყარა, ბერიასდროინდელი სანიაღვრე სისტემა, რომელიც მხოლოდ ნახევარმილიონიან ქალაქზეა გათვლილი თუ საავადმყოფოები, რომელსაც, სიძვირის გამო, სიახლოვევზე ვერ მიეკარება რიგითი მოქალაქე.
მარტო ამათ უყვართ სამშობლო, ხოლო ისინი, ანუ უმრავლესობა, ვინც არ იზიარებს ნაცმოძრაობის და მათი ლიდერის ინტერესებს და აზრებს, მტერია, მოღალატეა, რუსეთის აგენტია, დასახვრეტია.

0  
2 ლერა   (13.08.2012 14:07) [Материал]
ი.ნ.ხ angry

0  
3 ფეფე   (13.08.2012 16:11) [Материал]
ამათზე უკეთესად, გემოვნებით და ხარისხიანად კომუნისტებიც აშენებდნენ. კომუნისტებს კი არ ვაქებ, იმის თქმა მინდა, რომ ნაცები იმათზე უარესები არიან.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აგვისტო 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025