მთავარი » 2012»ივლისი»17 » გიგა ნასარიძის "საქართველო არ იყიდება" - 40 ათასიანი რეკლამა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
09:36
გიგა ნასარიძის "საქართველო არ იყიდება" - 40 ათასიანი რეკლამა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
ფასიანი პოლიტიკური რეკლამა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუების
ამონარიდებს მოიცავს, უკვე რამდენიმე დღეა, "რუსთავი 2"-ის და "იმედის"
ეთერში გადის. რეკლამის ავტორი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, წარსულში
შოუმენი, სცენარისტი გიგა ნასარიძეა. მისი თქმით, ვიდეორგოლების
მიზანი საზოგადოებისათვის ბიძინა ივანიშვილის ნამდვილი სახის
გამოაშკარავებაა - ივანიშვილის, რომელიც საბჭოთა კავშირის დაბრუნებას
ცდილობს.ორგანიზაცია "საქართველო არ იყიდება" გიგა ნასარიძემ
ოფიციალურად 10 ივლისს დაარეგისტრირა. ორგანიზაციაში გაწევრიანება
ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ვიდეორგოლები კი იმ ადამიანების
შემოწირულობებით შუქდება, ვისაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა
არ მოსწონს. შემოწირული თანხა კი საკმაოდ მაღალია. კერძოდ, ხელშეკრულების
თანახმად, "რუსთავი 2"-ის და "იმედის" სამაუწყებლო ბადეში რეკლამის
განთავსება 40 ათასი ამერიკული დოლარი დაჯდა.