ხუთშაბათი, 19.06.2025, 04:15
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივლისი » 17 » გიგა ნასარიძის "საქართველო არ იყიდება" - 40 ათასიანი რეკლამა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
09:34
გიგა ნასარიძის "საქართველო არ იყიდება" - 40 ათასიანი რეკლამა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
ფასიანი პოლიტიკური რეკლამა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუების ამონარიდებს მოიცავს, უკვე რამდენიმე დღეა, "რუსთავი 2"-ის და "იმედის" ეთერში გადის. რეკლამის ავტორი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, წარსულში შოუმენი, სცენარისტი გიგა ნასარიძეა.

მისი თქმით, ვიდეორგოლების მიზანი საზოგადოებისათვის ბიძინა ივანიშვილის ნამდვილი სახის გამოაშკარავებაა - ივანიშვილის, რომელიც საბჭოთა კავშირის დაბრუნებას ცდილობს.

ორგანიზაცია "საქართველო არ იყიდება" გიგა ნასარიძემ ოფიციალურად 10 ივლისს დაარეგისტრირა. ორგანიზაციაში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ვიდეორგოლები კი იმ ადამიანების შემოწირულობებით შუქდება, ვისაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა არ მოსწონს. შემოწირული თანხა კი საკმაოდ მაღალია. კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, "რუსთავი 2"-ის და "იმედის" სამაუწყებლო ბადეში რეკლამის განთავსება 40 ათასი ამერიკული დოლარი დაჯდა.


ნანახია: 869 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 1
0  
1 ბიბი   (17.07.2012 10:04) [Материал]
ნუთუ, ახლა ამაზე არ უნდა იჩივლოს ბიძინამ? უფლება ხომ აქვს, როგორც საფრანგეთის მოქალაქემ?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025