პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შეხვედრებს
პოლიციის თანამშრომლები დაესწრებიან. ამის შესახებ უწყებათაშორისი კომისიის
"სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის"
სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ, უშიშროების საბჭოს
მდივანმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. "გვექნება შესაძლებლობა პოლიტიკურ
ძალებს შორის ინფორმაციის გაცვლისა მომავალი დაგეგმილი საარჩევნო
შეხვედრების თაობაზე, რათა იყოს შესაძლებლობა, იქ, სადაც იქნება ამის
საფრთხე, პოლიციის ადგილზე ყოფნის", - განაცხადა ბოკერიამ. მისივე თქმით, პოლიტიკურ ძალებს ხშირად თავად არ ჰქონდათ შეკრების ადგილებში პოლიციის ყოფნის სურვილი. "თუმცა
დღეს ამ დისკუსიის შედეგად ვართ მისული შეთანხმებამდე, რომ შესაძლებლობა
იქნება ადგილზე პოლიციის ყოფნის და საერთოდ, იქნება მკაფიო განწყობა
პოლიტიკური ძალების მხრიდან საკუთარი საარჩევნო კამპანიის დროს
ძალადობისაგან თავის შეკავების", - განაცხადა ბოკერიამ. რაც შეეხება
"ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც
წინასაარჩევნოდ ქცევის წესებს განსაზღვრავს, ბოკერიას განცხადებით, ეს
დოკუმენტი წინასაარჩევჩნო კლიმატზე დადებითად იმოქმედებს.
|