ოთხშაბათი, 18.06.2025, 18:31
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » იანვარი » 17 » გარდაიცვალა მსახიობი გურამ საღარაძე
14:05
გარდაიცვალა მსახიობი გურამ საღარაძე
გარდაიცვალა მსახიობი გურამ საღარაძე 84 წლის ასაკში მსახიობი გურამ საღარაძე გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მსახიობმა, ნანული სარაჯიშვილმა განუცხადა, გურამ საღარაძე დღეს, დაახლოებით ერთი საათის წინ გარდაიცვალა.
"დღეს მხნედ იყო. რეზო მირცხულავას დაკრძალვაზეც იყო. შემდეგ სახლში მისულა. დივანზე წამოწვა და ასე ჩუმად გარდაიცვალა. ამბობენ, გული გაუჩერდაო",-აღნიშნა ნანული სარაჯიშვილმა.
საქართველოს სახალხო არტისტი გურამ საღარაძე 1929 წელს დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. მის მიერ შესრულებული როლებია: სოსო (ო. იოსელიანის "ადამიანი იბადება ერთხელ"), თესევსი, მასხარა და იულიუს კეისარი (შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", "მეფე ლირი" და "იულიუს კეისარი") , ჰეილი (მილერის "სეილემის პროცესი"), ტიპოტესკუ (კარაჯალეს "დაკარგული ბარათი"), დურსუნი და ჭეიშვილი (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე" და საბრალდებო დასკვნა), მინდია (გამსახურდიას "ხოგაის მინდია"), შე ფუ, თავადი ყაზბეგი, ეფრეიტორი, ბერი (ბრეხტის "სეჩუანელი კეთილი ადამიანი" და "კავკასიური ცარცის წრე"), ტომი (ტ. უილიამზის "შუშის სამხეცე"), გიორგი ჯაფარიძე (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), უჩა (თ. ჭილაძის "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის") და სხვა.
2006 წლის 13 ნოემბერს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა გურამ საღარაძის ვარსკვლავი.

http://www.interpressnews.ge/ge/kultura/226681-gardaicvala-msakhiobi-guram-sagharadze.html
ნანახია: 864 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 9
0  
1 ეფემია   (17.01.2013 14:06) [Материал]
რა სამწუხაროა... sad

0  
2 ეფემია   (17.01.2013 14:09) [Материал]

0  
3 ლონდა   (17.01.2013 14:10) [Материал]
ვიზიარებ, მაგრად შემეცოდა sad

სხვა თემებიც დადე რა ფეფუშ.. პაკოს მინდა ვუპასუხო და იმ ძველ თემაში არ მინდა, ქვემოთ წავა მერე.. და გელოდები როცა დადებ მერე ვუპასუხებ :*

0  
4 ეფემია   (17.01.2013 14:11) [Материал]
ეხლავე ლონდა.

0  
5 ამსო   (17.01.2013 14:17) [Материал]
ჭედავს საიტი თუ მე მეჩვენება? wacko

სალამი კიდევ ერთხელ smile

0  
6 არალე_   (17.01.2013 14:29) [Материал]
რა სამწუხაროა, კიდევ ერთი დიდი მსახიობი წავიდა sad
ნათელი დაადგეს!

0  
7 ამსო   (17.01.2013 14:40) [Материал]
ვუთანაგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს sad
კიდევ ერთინიჭიერი ადამიანი გამოაკლდა საქართველოს.

0  
8 ფეფე   (17.01.2013 15:02) [Материал]
სამძიმარი ქართულ საზოგადოებას ასეთი ნიჭიერი მსახიობის დაკარგის გამო. sad

0  
9 ბიბი   (17.01.2013 15:47) [Материал]
მეც ვიზიარებ,სამწუხაროა! sad ნათელში იყოს მისი სული! sad მიდიან და მიდიან კარგი მსახიობები, ახლებიდან კი, ჯერ ვერავინ ვნახე ჩემი მოსაწონი sad

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025