"სტატისტიკური მონაცემების გაყალბებას არჩევნებამდე მივყავართ"
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა ფონდმა მსოფლიოში დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. რომ ჩავხედე, გული მომეწურა და თავში მხოლოდ ერთადერთი აზრი ამომიტივტივდა: "ჩვენ გადავშენდებით!"
გაეროს სპეციალური ფონდის 2011 წლის მონაცემებით, 2050 წლამდე სომხეთში მოსახლეობა გაიზრდება 7%-ით, აზერბაიჯანში - 34%-ით, ხოლო საქართველოს მოსახლეობა, გაზრდას ვიღა ჩივის, 28%-ით შემცირდება.
ანზორ თოთაძე, დემოგრაფი:
- დიდი ხანია განგაშის ზარებს ვარისხებ, რომ ვიღუპებით, მაგრამ არავის ესმის. მგონი, ვერც კი აცნობიერებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ერი გადაშენების გზაზეა. ასეთ მძიმე დემოგრაფიულ ვითარებას რამდენიმე მიზეზი აქვს, უმთავრესი კი უმძიმესი ეკონომიკური პირობებია. გაეროს სპეციალურმა ფონდმა ამ მონაცემებთან ერთად სხვა მონაცემებიც გამოაქვეყნა, რომელთა თანახმადაც საქართველოში საშინელი სიღატაკეა და 600 000 კაცი დღეში მხოლოდ 2 ლარზე ნაკლები თანხით ირჩენს თავს.
- მაშინ საიდან მოდის სტატისტიკური მონაცემები, რომ ქვეყანას შვიდპროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს? - მართალია, ხელისუფება გვიყიჟინებს რომ ეკონომიკური მაჩვენებლები იზრდება, მაგრამ ჩვენი ყოფა ყოველგვარ ყიჟინსა და სტატისტიკაზე უტყუარი მონაცემია. თანაც, გაერო უფრო ავტორიტეტული ორგანიზაცია მგონია, ვიდრე ჩვენი სტატისტიკური მაჩვენებლები. მის მონაცემებში მითითებულია, საქართველოში მოსახლეობის 13% (600 000 კაცი) დღეში 2 ლარზე ნაკლები შემოსავლით ცხოვრობს.
ასეთ პირობებში შობადობის გაზრდაზე ლაპარაკიც ზედმეტია. გარდა ამისა, გაერო აქვეყნებს კიდევ ერთ მონაცემს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული დემოგრაფიასთან. ამიერკავკასიაში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რეპროდუქციული მკურნალობისა და მშობიარობის ხარჯებს ორსულები და მშობიარეები ანაზღაურებენ. დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ყველაზე უარესი პირობები პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ გვაქვს. დეკრეტული შვებულებისას სომხეთში ორსული ქალი 2.700 ლარის ეკვივალენტს იღებს, აზერბაიჯანში - 8.462 ლარის, რუსეთში - 7.300-ის, ჩვენთან კი მშობიარე ქალებს სახელმწიფო 600 ლარზე მეტს არ აძლევს. გაეროს მონაცემებით, სომხეთში ყოველ მშობიარეზე სახელმწიფო 350 ამერიკულ დოლარს გამოყოფს და აქედან 60% ეძლევა სამედიცინო პერსონალს, რომ უფრო კარგად მოუაროს მშობიარეს, აზერბაიჯანში ორსულის ყველა მომსახურებას, მათ შორის - ბავშვის დაბადებისა და მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ამ მხრივ ყველაზე ცუდი მდგომარეობა საქართველოშია - უმრავლესი რეპროდუქციული მომსახურება ფასიანია. თუ აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა დაუყოვნებლივ არ გავატარეთ, გადავშენდებით.
- ხელისუფლება აცხადებს, რომ კი არ ვიკლებთ, ვიმატებთ. - ტყუილია, ტყუილი! Mმარკ ტვენი ამბობდა, არსებობს სიცრუე, საშინელი სიცრუე და ზღვარგადასული სტატისტიკაო. ის, რაც დღეს ჩვენს სტატისტიკაშია ასახული, საშინელ სიცრუეზე უარესია! ოფიციალური მონაცემებით, 2008-2009 წლებში მოსახლეობა უცბად 7-7 ათასით გაიზარდა. ასეთი ზრდა მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე არ ყოფილა. ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ასეთი რამ წარმოუდგენელია. თუ გაიზრდება მოსახლეობა, მაქსიმუმ 1-2 ათასით. თანაც, ასეთი დემოგრაფიული აფეთქება კრიზისისა და ომის წლებს დაემთხვა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დემოგრაფიული მონაცემები ყალბია.
დემოგრაფებმა ერთი ამბავი რომ ატეხეს, მაშინ 5 ათასი ბავშვით შეამცირეს შობადობის მაჩვენებელი. ოფიციალურ მონაცემებს სტატისტიკის დეპარტამენტი სამოქალაქო რეესტრის მონაცემების საფუძველზე აქვეყნებს. სამოქალაქო რეესტრი ან მაამებლურ პოლიტიკას ატარებს ან უდიდეს არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე.
ოფიციალური სტატისტიკის გარდა არსებობს შეფასებითი მონაცემებიც. შეფასებითი და ოფიციალური მონაცემები ერთმანეთისაგან განსხვავდება. ოფიციალური მონაცემებით 2011 წელს საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონ 469 ათასი კაცი იყო, შეფასებითი მონაცემებით - 3 მილიონ 785 ათასი.
- რატომ უნდა ვენდოთ შეფასებით Mმონაცემებს და არა ოფიციალურ სტატისტიკას? - მონაცემები გაერთიანებული ერების ფონდის დაკვეთით კეთდება და მას ილიას უნივერსიტეტის პროფესორები ადგენენ, რომლებიც ხელისუფლებისადმი ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევიან. მათი შეფასებითაც კი საქართველოს მოსახლეობა 3 785 000 არ აღემატება. ამ მონაცემებს აქვს საყოველთაოდ მიღებული კანონზომიერებანი. როცა ვამბობთ, რომ შეფასებითი მონაცემები უფრო სანდოა, ვგულისხმობ, რომ აქ ყველა კანონზომიერება, სხვადასხვა მონაცემი შეჯერებული და პროფესიონალურად არის დათვლილი. მსოფლიოში არსად მომხდარა, რომ 1 000 სულ მოსახლეზე 140 ახალშობილი დაბადებულიყოს. შობადობითG გამორჩეულ ქვეყნებშიც კი ეს მონაცემი 1 000 სულ მოსახლეზე 50-60 ახალშობილს არ აჭარბებს. ჩვენ მიჩვეული ვართ პიარს, მაგრამ ეს პიარი აღარ არის, ბატონებო, ვის ვატყუებთ, ვის?! ჩვენ გადაშენების გზაზე ვართ, გაეროს მონაცემები ამას მოწმობს და რა დემოგრაფიულ აფეთქებზეა ვლაპარაკობთ?! სამხრეთ კავკასიაში დემოგრაფიული ბალანსი იცვლება და პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს - როცა ერი ძალიან მცირდება რიცხობრივად, ის ვერ იცავს ეროვნულ ინტერესებს.
1926 წელს სამხრეთ კავკასიის მოსახლეობის მთელ რაოდენობაში საქართველოს მოსახლეობის წილი 45% იყო, აზერბაიჯანის - 19, სომხეთის - 15%. გაეროს სპეციალური ფონდის მონაცემებით, მალე ამიერკავკასიაში აზერბაიჯანელი მოსახლეობის რაოდენობა იქნება 63%, საქართველოსა და სომხეთის მოსახლეობა კი 18-18%, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვეღარ დავიცათ ეროვნულ ინტერესებს...
მონაცემების გაყალბება მხოლოდ პიარს არ უკავშირდება. მას საბოლოოდ არჩევნებამდე მივყავართ. ის, რომ თითქოს მოსახლეობის რიცხოვნობა იზრდება, ხელს უწყობს ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურ გაზრდას, რაც გაყალბებულ არჩევნებზე მიუთითებს.
2050 წლამდე სომხეთში მოსახლეობა გაიზრდება 7%-ით, აზერბაიჯანში - 34%-ით, ხოლო საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება(!!!)
აზერბაიჯანში 34%-ით გაზრდილა და ჩვენთან 28%-ით შემცირებულა. გასაჭირი აიძულებს ხალხს შვილები არ იყოლიოს. ბავშვებს რჩენა ხომ უნდათ. თანაც ბევრი წასულია და დაუოჯახებლები უცხოეთშივე ქმნიან ოჯახებს. საკუთარი ნებით უკან თითქმის არავინ ბრუნდება.
ბიძინა ივანიშვილი: "დევნილების მდგომარეობა უფრო ადრე უნდა გახდეს უკეთესი, ვიდრე – საქართველოს სხვა მოსახლეობის" 14:24 16.09.2012 კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დევნილების მდგომარეობა უფრო ადრე უნდა გახდეს უკეთესი, ვიდრე საქართველოს სხვა მოსახლეობის.
ამის შესახებ ივანიშვილმა "მეცხრე არხის" ახალი საარჩევნო პროექტის, ტელე-ხიდის "ხაზზეა საქართველოში" სტუმრობისას სენაკიდან დასმული კითხვის - როგორ აპირებს ივანიშვილი დევნილთა პრობლემების მოგვარებას საპასუხოდ განაცხადა.
"დღეს საქართველოში დევნილების მდგომარეობა კატასტროფულია. გასაგებია, რომ საქართველოს მოსახლეობას მთლიანობაში უჭირს, მაგრამ დევნილები კატასტროფულ მდგომარეობაში არიან. მე მათთან ორჯერ მქონდა შეხვედრა. ჩვენ ვგეგმავთ დევნილებთან ძალიან ფართო მასშტაბის შეხვედრას, თუ მოვახერხეთ ორგანიზება, 27 სექტემბრისთვის გვაქვს დაგეგმილი და იქაც კარგად გაგაცნობთ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ დევნილებთან მიმართებაში. ჩვენი პრიორიოტეტია, რომ დევნილების პრობლემების მოგვარება წინმსწრებად მოვახდინოთ. საერთოდ, ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს იმას, რომ ერთის ხარჯზე მეორე არ უნდა განვითარდეს, მაგრამ მხოლოდ დევნილებთან მიმართებაში დავუშვით ჩვენ, რომ მათი მდგომარეობა წინმსწრებად განვითარდეს, რამდენადაც ეს ხალხი საკუთარ ქვეყანაში გაუბედურებელია. პირველ რიგში, ჩვენ დევნილებს დავუბრუნებთ ღირსებას. ესენი იმსახურებენ იმას, რომ მათი მდგომარეობა სხვებზე ადრე გაუმჯობესდეს. ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორ ღირსეულად ვექცევით საკუთარ ხალხს. ეს შექმნის იმის საფუძველს, რომ მათ დაიწყონ ფიქრი იმაზე, რომ დაუბრუნდნენ საკუთარ სამშობლოს და მოვახერხოთ რეალური გაერთიანება. დღეს კარგად მოგეხსენებათ, საქართველოდან ქართველები გარბიან და როგორ შეიძლება აფახაზები და ოსები დავარწმუნოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.
ისტორიის განმავლობაში საქართველოს სააკაშვილის ხელისუფლებაზე უარესი მთავრობა არ ჰყოლია, - ამის შესახებ, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა , ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ტელეკომპანია "მე-9 არხის" ეთერში განაცხადა. "როგორ შეიძლება ადამიანს დანაშაულად ჩაუთვალო ის, რომ წინა ხელისუფლებაში მსახურობდა. უარესი ხელისუფლება, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლებაა, საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში არ ახსოვს. როგორ შეიძლება პოლიტური დევნა განახორციელო პირზე მხოლოდ იმიტომ, რომ ის შევარდნაძის ხელისუფლებაში ან იმის წინა ხელისუფლებაში მსახურობდა. სხვათა შორის, მის რიგებშიც ბევრია ასეთი", - აღნიშნა ივანიშვილმა. რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებას, რომ "ქართულ ოცნებას" საქართველოს წარსულში დაბრუნება სურს, ივანიშვილის შეფასებით, ეს "სასაცილო" და "აბსოლუტურად უსაფუძვლოა". "სასაცილოა! ეს სააკაშვილის რიტორიკაა! ის თვითონ დაბრუნდა წარსულში და მისი მენტალიტეტი მხოლოდ წარსულია! რეალურად, ის თავისი იდეოლოგიით ფეოდალიზმს აფუძნებს. ტიპური ფეოდალური მენტალიტეტი აქვს სააკაშვილს და ამ დროს, ჩვენზე იძახის, რომ ქურდულ სამყაროს დავაბრუნებთ. რა თქმა უნდა, ეს ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა. სირცხვილია, რომ მე ხალხს პირობა მივცე იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უკან, სოციალიზმში არ დავაბრუნებ", - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა. მანვე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეების დაპირისპირებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის იდეოლოგიას დამშლელი და დამანგრეველი ხასიათი აქვს. "სააკაშვილს საქართველოს კუთხეების ერთმანეთთან დაპირისპირება უნდა. ამიტომაც ამ კაცის მოშორება აუცილებელია. მის იდეოლიგიას აქვს დამშლელი და დამანგრეველი ხასიათი", - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი - 1-ელ ოქტომბერს სირცხვილს დავასრულებთ
სირცხვილია, რომ განსხვავებულ აზრს ასე ებრძვის ხელისუფლება და დარწმუნებული ვარ, რომ 1-ელ ოქტომბერს ამ სირცხვილს დავასრულებთ , - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა "მეცხრე არხის" საარჩევნო პროექტში "ხაზზეა საქართველო" განაცხადა. მისი თქმით, უსაფუძვლო არ არის იმ ქალბატონის შიში, რომელმაც ტელეხიდის ფარგლებში სოფლიდან გაძევების შიშით კითხვა ვერ დასვა. "ყველაზე დიდი უბედურება, რაც მოახერხა დღევანდელმა ხელისუფლებამ ისაა, რომ საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობს. მათი სიცრუის აღარავის სჯერა და პირდაპირ ძალადობაზე არიან გადასულები. ამიტომაც უნდა მოვიდეს ხალხი არჩევნებზე, რომ გავისტუმროთ ეს მოძალადე ხელისუფლება. ნაცვლად იმისა, რომ დაეხმაროს საკუთარ მოსახლეობას, მხოლოდ ძალდატანებით ახერხებს მათ დამორჩილებას. უნდა მოვიშოროთ ეს მოძალადე ხელისუფლება. ვინც მათდამი ლოიალურად არ არიან განწყობილნი, უხსნიან პენსიას, სოციალურ დახმარებას, უამრავი მასწავლებელი გაათავისუფლეს, უამრავი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს, რადგან მათი მომხრეები არ არიან. სირცხვილია, რომ განსხვავებულ აზრს ასე ებრძვის ხელისუფლება და დარწმუნებული ვარ, რომ 1-ელ ოქტომბერს ამ სირცხვილს დავასრულებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მე ვფიქრობ, რომ ქუჩა არ დაგვჭირდება, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ტელეკომპანია "მე-9 არხის" ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ "ვერავინ ვერაფერს მოახერხებს". "არავითარი გაყალბება არ მოხდება და ძალიან დიდი ალბათობით არც ქუჩაში გამოსვლა დაგვჭირდება. საერთაშორისო დამკვირვებლები უხეშ დარღვევებზე თვალს არ დახუჭავენ და არ მოხდება უხეში დარღვევების გაფორმება. შესაბამისად, ყველაფერი კარგად არის. სააკაშვილს არავინ აპატიებს იმ უხეშ დარღვევებს, რასაც აპირებს. საერთაშორისო დამკვირვებლები და საერთაშორისო საზოგადოება ამაზე ხელს არ მოუწერს", - განაცხადა ივანიშვილმა. რაც შეეხება ქუჩას, "ქართული ოცნების" ლიდერის განმარტებით, ეს შეიძლება იყოს "ერთსაათიანი გამოსვლა". "არც ერთ შემთხვევაში, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, დაპირისპირება არ იქნება. არც ერთი მოქალაქე ჩვენი მხრიდან არ დაზარალდება", - აღნიშნა ივანიშვილმა და აქვე დასძინა, რომ არჩევნების შემდეგ ის ქართველი ხალხის გარდა არავისთან საუბარს და მოლაპარაკებას არ აპირებს. კოალიციის ლიდერმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მის გუნდსა და ხელისუფლებას შორის პარლამენტში ადგილების გადანაწილებასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმება არსებობს. მისი თქმით, არ შეიძლება ადამიანი ხალხის ნების ნაცვლად დღევანდელ ხელისუფლებას გაურიგდეს. "ინფორმაცია, რომ ჩვენ პარლამენტში ადგილებზე შეთანხმებულები ვართ, სიცრუეა, რადგან ხალხს არ ვუღალატებ არასდროს. ამ ინფორმაციას ავრცელებენ მათი სიცრუის მანქანები, რათა არ მივიდეს ხალხი არჩევნებზე, რადგან ყველაფერი მაინც შეთანხმებულიაო. როგორ შეიძლება სააკაშვილს კაცი მოელაპარაკოს და მას დაუჯეროს და ენდოს ხალხის ხმების და ნების საფასურად?! არავითარი 60/40-ზე და არავითარი შეთანხმება არ ყოფილა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი ხალხს პირობას აძლევს, რომ ქვეყანას სოციალიზმში არ დააბრუნებს 15:17 16.09.2012 კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილი ხალხს პირობას აძლევს, რომ ქვეყანას სოციალიზმში არ დააბრუნებს.
ამის შესახებ ივანიშვილმა "მეცხრე არხის" ახალი საარჩევნო პროექტის, ტელე-ხიდის "ხაზზეა საქართველოში" სტუმრობისას ერთ-ერთი თბილისელის მიერ დასმული იმ კითხვის საპასუხოდ, განაცხადა, რომლის თანახმად, ივანიშვილს მოქმედი ხელისუფლება წარსულში დაბრუნების სურვილში ადანაშაულებს.
"ეს სასაცილოა. ეს სააკაშვილის რიტორიკაა. თვითონ დაბრუნდა წარსულში და მისი მენტალიტეტი წარსულშია. რეალურად ის თავისი იდეოლოგიით ფეოდალიზმს აფუძნებს. ყველა რეგიონს სააკაშვილის ფეოდალები განაგებენ, სხვები კი მძიმე მდგომარეობაში არიან. ასეთ პირობებში რა საფუძველი აქვს თქვას, რომ ჩვენ წარსულს და ქურდულ მენტალიტეტს დავაბრუნებთ. ეს ბრალდება უსაფუძვლოა და ამაზე პასუხის გაცემაც სასაცილოა. მე ხალხს პირობას ვაძლევს, რომ მოვალ და ხალხს სოციალიზმში არ დავაბრუნებ. ეს არის ისევ სააკაშვილის იდეოლოგია, რომ როგორმე დაანაწევროს და რაიმე ნიშნით დააპირისპიროს საზოგადოება ერთმანეთს. როგორ შეიძლება, ხალხს დანაშაულად ჩაუთვალო ის, რომ წინა ხელისუფლებაში მსახურობდა?! ისტორიას რომ გადავხედოთ, უარესი ხელისუფლება საქართველოს არ ახსოვს, ვიდრე – სააკაშვილის ხელისუფლებაა. ჩვენ დანაშაულად ისიც არ მიგვაჩნია და ვაცხადებთ, რომ ვინც დღეს საჯარო სამსახურშია და სააკაშვილის იდეოლოგიას იზიარებს, მაგრამ კანონდარღვევა არ აქვს, ჩვენ მათ კარებს ვუღებთ. ისინი, როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვეულებრივ გააგრძელებენ მუშაობას ან მიიღებენ ახალ სამსახურს ჩვენთან. კიდევ ერთხელ შევახსენებ ხალხს, რომ 1 ოქტომბერი არის ძალიან კარგი დღე იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით არავინ იდევნებოდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.
ინციდენტი ზესტაფონში - ბიძინა ივანიშვილთან ტელეხიდის დროს სოფელ კვალითში შეკრებილ მოსახლეობასთან მოულოდნელად რეალ ტვ-ს ორი გადამღები ჯგუფი გამოჩნდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ჟურნალისტებმა მათ პროვოკაციული შეკითხვები დაუსვეს და ცდილობდნენ ხელი შეეშალათ პირდაპირი ეთერის მსვლელობისთვის. ამას მოყვა შელაპარაკება, რის შემდეგავ რეალ-ტივის ჟურნალისტმა თორნიკე კოშკაძემ ერთ-ერთ ადგილობრივ მაცხოვრებელს ხელი დაარტყა.