ოთხშაბათი, 18.06.2025, 12:54
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » თებერვალი » 3 » "ექიმები არასრულწლოვან პატიმრებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ"
10:16
"ექიმები არასრულწლოვან პატიმრებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ"

გიორგი ზერეკიძეს ტრაგიკული ბედი არგუნა ცხოვრებამ - 14 წლისა დააპატიმრეს, მოიხადა ხუთწლიანი სასჯელი, მაგრამ ორ თვეში ისევ დაკარგა თავისუფლება და გლდანის დაწესებულებაში მოხვდა. მამას - მამუკა ზერეკიძეს პროტესტი არ აპატიეს და მალე ისიც დააპატიმრეს, სამწუხაროდ, იგი ციხეში გარდაიცვალა, როგორც ამბობენ - დენის დარტყმით. "ბედნიერი ვარ, რომ უსამართლობამ არ გამაბოროტა, პირიქით, სააკაშვილი 14 წლის ბავშვს კრიმინალს რომ მეძახდა, ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო. ხალხის მხარდაჭერამ გადამარჩინა. სულ ვცდილობდი, სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის დამემტკიცებინა, რომ მათ, სურვილის მიუხედავად, ვერ გამტეხეს", - განგვიცხადა 21 წლის, ასე ვთქვათ, ციხეში დავაჟკაცებულმა ადამიანმა. პოლიტპატიმრად აღიარებული გიორგი ზერეკიძე შავი ზღვის უნივერსიტეტში დაეუფლება მომავალ პროფესიას და, ალბათ, იურიდიული ფაკულტეტიც შემთხვევით არ აურჩევია.

- ყველაფერი დაიწყო 2006 წელს, როდესაც წვრილმანი ხულიგნობისთვის ჩამსვეს ციხეში, დისტრიბუტორთან შევკამათდი და განზრახვის გარეშე, "ბრელოკის" დანით მკლავი გავუჩხაპნე, ღრმა ჭრილობა არ მიმიყენებია. 14 წლის ვიყავი და მამაჩემმა, ჰქონდა რა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, პოლიციის განყოფილებაში მიმიყვანა - ეგონა, როგორც არასრულწლოვანს, მხოლოდ საყვედურს მეტყოდნენ და ჩვეულებრივად განვაგრძობდი ცხოვრებას. თუმცა მოხდა სხვაგვარად - დამაკავეს და წამიყენეს უმძიმესი მუხლები. თავდაპირველად 10, საბოლოოდ კი 5 წელი მომისაჯეს.

- როგორ ახსნი სამართალდამცველთა მიერ გამოჩენილ ასეთ სიმკაცრეს?
- ის რეჟიმი მოქმედებდა შანტაჟით, ძალმომრეობით და უნდოდა, ადამიანები სხვებისთვის სამაგალითოდ დაესაჯათ. მათ ხალხს ჩემი თავი გააცნეს, როგორც ურჩხული, სახელმწიფოს მტერი და საზოგადოებისთვის საშიში. ამ ამბავს ჩემი ოჯახისა და ახალგაზრდების პროტესტი მოჰყვა, რის გამოც მიშა და მისი გუნდი გაღიზიანდნენ. სწორედ ამის შემდეგ უწოდა მან ინტელიგენციას "ჩარეცხილები" - ვინც კრიმინალ ზერეკიძეს იცავს, ისინი არიან ჩარეცხილებიო. ვაპირებ სარჩელის შეტანას სააკაშვილის და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, მათ შორის, გიორგი ღვინიაშვილის, რომელიც იმჟამად პროკურორი იყო და არასწორად იყო ჩართული ჩემს საქმეში - არ ჰქონდა უფლება, არასრულწლოვანის საქმე გამოეძიებინა და ფარული ჩანაწერები ეკეთებინა.

- როგორი იყო შენი ყოფა არასრულწლოვანთა კოლონიაში?
- ბედნიერი ვარ, რომ უსამართლობამ არ გამაბოროტა, პირიქით, სააკაშვილი 14 წლის ბავშვს კრიმინალს რომ მეძახდა, ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო. ხალხის მხარდაჭერამ გადამარჩინა. სულ ვცდილობდი, სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის დამემტკიცებინა, რომ მათი სურვილის მიუხედავად, ვერ გამტეხეს, თუმცა, სამწუხაროდ, მამას სიცოცხლე შეიწირეს. აუცილებლად დავადგენ, რით გარდაიცვალა მამაჩემი ციხეში. ექსპერტიზის დასკვნით, იგი გარდაცვლილია დენის დარტყმით.

- გიორგი, შენ შეძელი და პატიმრობაში გახდი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, თუმცა სწავლის გაგრძელების საშუალება არ მოგცეს.

- მამამ, როდესაც პატიმარი იყო, მთხოვა, ეროვნულ გამოცდებზე გავსულიყავი. 2010 წელს ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე. მინდოდა, უფლებები აღმედგინა. მამის დაკავების შემდეგ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ ბევრს ვკითხულობდი და ეს დამეხმარა მიზნის მიღწევაში. უნდა ითქვას, რომ მათ ჩემთვის ხელი არ შეუშლიათ. როდესაც ჩემი ქულები გამოქვეყნდა, სამინისტროში თურმე ბევრს ბჭობდნენ, რა ექნათ ჩემი წარსულისთვის. შაშკინის პირობა იყო ასეთი: ვინც კი მოხვდებოდა უმაღლესში, გაათავისუფლებდა. მე სამი თვეღა მქონდა მოსახდელი, მაგრამ ვერ მოახერხეს სააკაშვილისთვის ეცნობებინათ, რომ მის მიერ კრიმინალად შერაცხილმა ზერეკიძემ ჩააბარა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე და მოხვდა შავი ზღვის უნივერსიტეტში. ამის გამო შეფერხდა ციხიდან იმათი გამოსვლაც, რომლებიც ჩემთან ერთად ჩაირიცხნენ. საბოლოოდ, ისინი განთავისუფლდნენ, მე ციხეში დავრჩი.

- გიორგი, ფიქრობ, რომ მამას დაპატიმრება წინასწარ იყო ინსცენირებული?
- რა თქმა უნდა, მამას დაკავება იყო წინასწარ გათვლილი, კარგად დაგეგმილი პიარაქცია. მათ ეგონათ, რომ ამას ხალხში უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა ჩვენი ოჯახის მიმართ. ვინც წინა რეჟიმის მეთოდებსა და პოლიტიკას იცნობს, კარგად იცის, როგორ და რის ფასად მიმართავდა ის ამგვარ ხრიკებს. ყველამ იცის, როგორია ზერეკიძეების ოჯახი და ამის მტკიცებას არ დავიწყებ. აბსურდია, რომ მამა უცხოეთიდან ჩამოიტანდა 230 აბ სუბოტექსს, თანაც, რამდენიმე საბაჟოს გავლით. დედას დაპატიმრება უნდოდათ, მაგრამ მამამ დაიკისრა "დანაშაული". წინასწარ არ მინდა მკვლელობაზე ვილაპარაკო, მაგრამ მამას ალბათ ბევრი კომპრომატი ჰქონდა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და არ გამოვრიცხავ, რომ მან დააპირა ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა, რაც მისი მოშორების მიზეზი გახდა.

- გათავისუფლებიდან ორ თვეში ხელმეორედ დაგაპატიმრეს...
- ხუთწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, 2010 წლის დეკემბერში გავთავისუფლდი. ამის შემდეგ გადავწყვიტე, სამოქალაქო საზოგადოებაში აქტიურად ჩავბმულიყავი.
ვაპირებდი, ბნელით მოცული საქმეების სამსჯავროზე გამოტანას, იმის, რაც ხდებოდა ქართულ საპატიმროებში. მქონდა ბევრი ინფორმაცია, რა ხერხებით იმართებოდა საქართველოს ციხეები, უფრო სწორად - "გულაგები". როგორც ჩანს, ამ ინფორმაციამ მიაღწია მათ ყურამდე. ვიცი, რომ ჩვენი უბნის პოლიციის უფროსს ურეკავდა ზურაბ ადეიშვილი და ეუბნებოდა, ზერეკიძე კიდევ გარეთ როგორ გყავთ, დროზე დაიჭირეთო. ჩემი სიძე ორგანოს თანამშრომელია, ჩემ გამო ორჯერ დაითხოვეს სამსახურიდან და მისგან ვიცი, რომ იყო ასეთი ლაპარაკი. მეორე საქმე, რისთვისაც დამაკავეს, იყო სრული აბსურდი. ამას არც ჰქვია დაკავება - უნივერსიტეტიდან მომავალს, თავს ბანდა დამესხა, ჩამტენეს მანქანაში და განმიცხადეს, რომ დაპატიმრებული ვიყავი. მანამდე სულ მითვალთვალებდნენ, ფოტოებს მიღებდნენ, მჩხრეკდნენ, მხვდებოდნენ სადარბაზოსთან და არ მასვენებდნენ. მითხრეს, 20 იანვარს ჩაიდინე ხულიგნობა და მეზობელი ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყავიო.

დამიპირისპირეს მეზობლები - ნაცების მონები. მყავდა ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი, რომელიც ცნობილია, როგორც "საქმის მომგვარებელი". ეს ადვოკატი იმიტომ ავიყვანეთ, რომ თავისუფლებაზე ყოფნა და სწავლის გაგრძელება მინდოდა. ბოლოს მივხვდი, რომ ნაცების რეჟიმის პირობებში, ჩემი გარეთ თუ პატიმრობაში ყოფნა ერთმანეთისგან არაფრით იქნებოდა განსხვავებული. მომისაჯეს 8 წელი. ამჯერად მოვხვდი მე-8 დაწესებულებაში. ეს დიდი სტრესი და უიმედობა იყო, მაგრამ 1-ლი ოქტომბრის არჩევნებმა ყველაფერი შეცვალა. დიდი მადლობა ქალბატონ ეკა ბესელიას და იმ კომისიას, რომელიც მუშაობდა ჩვენი გათავისუფლებისა და სამართლიანობის აღდგენისთვის. მიშას და მისი ზონდერების სირცხვილია, რომ საქართველოში 190-ზე მეტი პოლიტპატიმარია.

- ციხის ცნობილ კადრებში იყო არასრულწლოვანთა კოლონიაში გადაღებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდი..

- მამაჩემის აქტიურობის გამო სამედიცინო ნაწილში ინტრიგანის შვილს მეძახდნენ და ვერაფერს მიბედავდნენ. მაგრამ ვიცი, რომ მედიკამენტებს იყენებდნენ არასრულწლოვანი პატიმრების დეგრადაციისთვის - მოწამვლა, გონებისა და პოტენციის დაქვეითება და ა.შ. ვიცი ადამიანი, რომელიც ამას ადასტურებს და ყველაფერს იტყვის. ექიმები ექსპერიმენტებს ატარებდნენ დირექციის და ადმინისტრაციის მითითებით იმ პატიმრებზე, რომლებსაც არ ჰყავდათ მომკითხავი და ამის გამო მათ პასუხს არავინ მოსთხოვდა. ეს ექიმები დღესაც იქ მუშაობენ. მათ აუცილებლად უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა. ასეთი მიდგომა ჰქონდათ თავის დროზე ფაშისტებს და მერე - ნაციონალებს. გაცნობიერებული მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა და არ მაქვს უფლება, არ გავამართლო იმ ადამიანების იმედი, რომლებიც ასე ამომიდგნენ მხარში. არ მინდა, რაც მე თავს გადამხდა, მომავალში სხვამაც გამოსცადოს. იქ გატარებულმა წლებმა კარგად დამანახვა, რა იყო მთავარი პრობლემა კოლონიაში მოხვედრილი ბავშვების მომავლისთვის. გადავწყვიტე, ჩამოვაყალიბო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად დაისახავს გისოსებს მიღმა მყოფი ბავშვების რეაბილიტაციას და საზოგადოებაში მათი სწორი გზით დაბრუნებას. ვეცდები, დავანახვო მათ, რომ ისინიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და აუცილებლად დაგვიბრუნდებიან ნათელი გონებით.­

ნანახია: 1024 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 11
0  
1 ლონდა   (03.02.2013 10:33) [Материал]
ეს ისეთი კარგი ადამიანი იქნება.. რამდენი ტანჯვა გამოაიარა ამ პატარა ბიჭმა და რისთვის? მხოლოს იმისთვის, რომ მიშას მანდატურები შეეყვანა სკოლებში, რომ ხალხი დაეშინებინა, რომ მომავალი თაობა ზომბებად ექცია, ამიტომ გაიწირა ეს ბავშვი.. ღმერთ,ა დალოცოს

0  
2 ამსო   (03.02.2013 12:07) [Материал]
ლონდი, ეს ბავშვი, როგორც შენ უწოდებ, თითქმის შენი ხნისაა biggrin

ვუსურვებ წარმატებებს. იმედია,ახლა მაინც გაუმართლებს smile

0  
3 ლონდა   (03.02.2013 12:37) [Материал]
ბავშვი ვიგულისხმე როცა 14 წლის იყო sad ეხლაც არაა ჩემი ხნის 21 წლისააა.. ბავშვია აბა რააა.. მეც ბავშვი ვარ . ძალიან ცოდო იყო, მე ვუყურებდი მის სასამართლოს, ბიჭი ლექსებს წერდა sad

0  
4 ამსო   (03.02.2013 13:12) [Материал]
21 წლის არანაირად არ არის ბავშვი, მაგ ხნის "ბავშვები" ოჯახს არჩენს საქართველოში, უცხოეთში კიდევ პროფესიას ეუფლება,როგორც დამოიკიდებელი (სრულწლოვანი) ადამიანი.
უნდა გმოვიდეთ კომუნისტური ცნობილებიდან,როდესაც 50 წლის კაცსაც ბავშვი ქვია.
შენ კიდევ მომხიბვლელი, ახალგაზრდა და გასათხოვარი ქალი ხარ.

tongue

0  
5 ლონდა   (03.02.2013 14:26) [Материал]
რავიცი 24 წლის გოგომ რომ მოკლა ბებია, მაშინ ბავსვია ბავსვიო და მე ვამბობდი რაღა დროს მაგის ბავშვობაა მეთქი. საპირისპიროს მიმტკიცებდით, ეხლა არაა ბავშვიო.. მოკლედ ყური საიტაც გვინდა იქით ვაბამთ biggrin

არა, ამსო მე ბავშვი ნამდვილად არა ვარ. იქ სიცილის სმაილიკის დადება დამავიწყდა, თორემ სხვანაირად გამოჩნდებოდა. მე 19 წლიდან დამოუკიდებელი ვარ და აქედან გამომდინარე ყოველტვის დიდად არვიქვამდი ჩემ თავვს.. აქაც ხომ ხედავ უფროსებთან უფრო მიადვილდება ურთიერთობა. უფრო მეტ სიბრძნეს ვიღებ მათგან.. ასე რომ.. 21 წლის ბავშვიც არსებობს და მოხუცებულიც უკვე გამოცდილებით.. სამწუხაროდ გიორგის ბავშვიობა 14 წლიდან დამტავრდა..

0  
6 ლონდა   (03.02.2013 14:27) [Материал]
ისე ადამიანი ბავშვად როცა გრძნობს თავს შინაგანად, ის არასოდეს ბერდება.. მე ვიცი რომ დავბერდები, მაინც ამ ჭკუისა დავრჩები tongue

0  
7 ფეფე   (03.02.2013 14:45) [Материал]
ლონდა გამარჯობა. tongue tongue tongue
ერთი გადავხედავ სტატიებს...

0  
8 ფეფე   (03.02.2013 14:52) [Материал]
ყოჩაღ ამ ბიჭს! ძალიან ჭკვიანი ბიჭი ჩანს და მე ასე მგონია "დიდი მომავალი" ელოდება.

0  
9 ლონდა   (03.02.2013 14:57) [Материал]
მეც ასე მგონია ფეფე.. ეს ბიჭი ძალიან ბევრს მიაღწევს, ძალიან ჭკვიანია .. მიშამ დასაჯა სამაგალითოდ, რომ სხვებში შიში ჩაეთესა, მაგრამ ნურას უკაცრავად.. ვერ გატეხა ეს ბავშვი ( კიდევ ბავშვი დავწერე :))) , მაგრამ ეგრეა 14 წლისა აბა რა არის? )

+1  
10 ლონდა   (03.02.2013 14:59) [Материал]


თუთბერიძის ბოლო პასადკა biggrin

0  
11 ბიბი   (03.02.2013 15:22) [Материал]
მოგესალმებით!
ამ ბიჭის ბავშვობა, სააკაშვილი და მისი პარტიის მსხვერპლია! ბავშვობა გაუმწარეს, მაგრამ საბედნიროდ ვერ დააჩოქეს, ვერ გატეხეს. ნაცმოძის რეჟიმმა რამდენი დააჩმორა, გააუბედურა, მოუსპო სიცოცხლე...
...ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს! ყოჩაღ, რომ ამდენი წამების შემდეგ, ფეხზე დგას და მომავლის იმედი აქვს!!! წარმატებებს ვუსურვებ!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025