ოთხშაბათი, 18.06.2025, 18:03
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 4 » ეჭვიანმა ქმარმა ცოლი გაასუქა
11:10
ეჭვიანმა ქმარმა ცოლი გაასუქა

ბრიტანელი დელვარ სინგხო, რომელიც საკვები პროდუქტების მწარმოებელ ქარხანაში მენეჯერად მუშაობდა, ცოლქმრული ღალატის აღკვეთის მიზნით, ცოლს რეგულარულად საკვებში სტეროიდებს უყრიდა.

შედეგად ქალი საშინლად გასუქდა, დაიწყო გამელოტება, ნიკაპზე, ზედა ტუჩსა და ზურგზე თმა ამოუვიდა.

ეს გარეგნული მეტამორფოზები ჯასპრიტ სინგხ ჯილს 2010-დან 2011 წლამდე ემართებოდა. ქალი ხშირად ჩიოდა საჭმლის მწარე გემოზე, მაგრამ ქმარი ჯასპრიტს აიძულებდა, კერძი ბოლომდე ეჭამა იმ მიზეზით, რომ საყვარელი ქმრის მიერ მომზადებულ სადილზე უარის თქმა ცოლისგან უპატივცემულობის ნიშანი იქნებოდა.

სიმართლე სრულიად შემთხვევით გაირკვა. ჯასპრიტის 15 წლის გოგონამ შემთხვევით დაინახა, როგორ უყრიდა მამა დედას საჭმელში წამალს. ბავშვმა, რა თქმა უნდა, ყველაფერი დედას უამბო. გაცეცხლებულმა ქალმა სამზარეულოს კარადის კარი გატეხა და ქიმიური პრეპარატები აღმოაჩინა.

რა თქმა უნდა, მაშინვე პოლიცია გამოიძახა. ეჭვიან ქმარს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით შინაპატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოსთან მამაკაცმა თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ არ სურდა, რქებდადგმული ქმრის როლში აღმოჩენილიყო. მისი აზრით, იდეალური ცოლი სახლში უნდა მჯდარიყო, მიეხედა ოჯახისთვის და შვილების აღზრდაზე ეზრუნა.

"დელვარ სინგხი ცოლზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენდა. ქალი გამუდმებით ქმრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა; ცოლს არ ჰქონდა მუშაობის უფლება და დამოუკიდებლად ტანსაცმლის არჩევის საშუალებაც. ამასთან, დელვარი გამუდმებით ღალატში სდებდა ცოლს ბრალს." - განაცხადა სასამართლოზე ერთ-ერთმა მოწმემ.

სპეციალისტების მტკიცებით, ეჭვიანობის ფსიქოლოგიის საფუძველში დევს შიში, საკუთარ თავში რწმენის არქონა, პარტნიორისადმი უნდობლობა, ეჭვი მის ერთგულებასა და საიმედოობაზე. ეჭვიანობის ნიადაგზე ადამიანი ხდება გაუწონასწორებელი, იწყებს პარტნიორის ყოველი ნაბიჯის კონტროლს.

ეჭვიანობის გრძნობისგან გათავისუფლების ერთადერთი საშუალებაა: საყვარელი ადამიანი უნდა გაუშვა, მისცე თავისუფლება. თუ ის დაბრუნდა, ესე იგი, ეს ბედია; თუ თავისუფლება არჩია - ეს იმას ნიშნავს, რომ ის არც არასოდეს ყოფილა თქვენი.
ნანახია: 886 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 351 2 3 »
0  
1 ლონდა   (04.09.2012 11:11) [Материал]
ცოტა განიტვირთეთ cool

...და არ ენდოთ ქმრებს.. ბოლობოლო ისინი თქვენი არანაირი ნათესავები არ არიან :))

გამარჯობათ..

0  
2 კატო   (04.09.2012 11:26) [Материал]
დედააააა. რა გადარჩნილი ვარ biggrin ჩემმა ქმარმა კვრცხის შეწვაც კი არ იცის biggrin

0  
3 ბიბი   (04.09.2012 12:04) [Материал]
გამარჯობათ! smile

კიდევ კარგი, ჩემი ქმარი აქ არ არის biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

კატო, კვერცხის შეწვაზე ადვილი, სტეროიდების ჩაყრაა, მაინც ფრთხილად იყავი, რა იცი, ეშმაკს არ ძინავს!!! wacko wacko wacko wacko tongue tongue tongue biggrin biggrin biggrin

0  
4 ბიბი   (04.09.2012 12:04) [Материал]
მე ქვემო, ძველ თემაში ვიყავი! smile

0  
5 ბიბი   (04.09.2012 12:06) [Материал]
ეჭვიანობის გრძნობისგან გათავისუფლების ერთადერთი საშუალებაა: საყვარელი ადამიანი უნდა გაუშვა, მისცე თავისუფლება. თუ ის დაბრუნდა, ესე იგი, ეს ბედია; თუ თავისუფლება არჩია - ეს იმას ნიშნავს, რომ ის არც არასოდეს ყოფილა თქვენი

0  
6 ბიბი   (04.09.2012 12:08) [Материал]
მართალია, თითქმის 11 წელია გაშვებული გვყავს ერთმანეთი, ვნახოთ, თუ დავბრუნდები biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

0  
7 ლონდა   (04.09.2012 12:32) [Материал]
პოლიტიკურ ახალ ამბებს ვერ ვდებ.. არ მცალია sad

ბიბი სალამი..

რა ვიცი იქნებ შემოვიდეს რომელიმე და დადოს: ფეფე, კობა, ტერი

თუ არადა დღეს განტვირთვის დღე გავაკეთოთ smile

0  
8 ლონდა   (04.09.2012 12:33) [Материал]
კაი აბა გავიქეცი :*

0  
9 ქაჯანა   (04.09.2012 12:51) [Материал]
სტარიჩოკ, აბა როგორ ხარ?? biggrin

0  
10 ფეფე   (04.09.2012 12:58) [Материал]
Gamarjobat**** londa, 20 wutshi viqnebi saxlshi da davdeb.

0  
11 avto77   (04.09.2012 13:16) [Материал]
სისულელეა,მაგ სიტყვების ავტორს ცოლი გაუბოზდა ცვეტში და აპრავდანიეს ეძებს smile

0  
12 avto77   (04.09.2012 13:19) [Материал]

0  
13 avto77   (04.09.2012 13:20) [Материал]
ისა,ლინკი ვიდეოდ როგორ ვაქციო?

0  
14 avto77   (04.09.2012 13:22) [Материал]
10 წუთში "რეცეპტი" დაიდოს,თუ როგორ ვაქციო ლინკი ვიდეოდ smile

0  
15 ფეფე   (04.09.2012 13:28) [Материал]
ეჭვიანობაც ამას ქვია. ან თვითონ რაღაში ჭირდება ასე დამახინჯებუ,ი ცოლი?

1-15 16-30 31-35
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025