მთავარი » 2012»ივლისი»5 » დიმიტრი შაშკინს ახალი მოადგილე ჰყავს– “კუდ”-ის ყოფილი უფროსი დათა ახლაია
10:26
დიმიტრი შაშკინს ახალი მოადგილე ჰყავს– “კუდ”-ის ყოფილი უფროსი დათა ახლაია
"კუდ”-ის ყოფილი უფროსი დათა ახლაია თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნულთან დაკავშირებით გაზეთ "ალიასთან” საუბარში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე საუბრობს. "ივერონი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურს ეკა ჭუმბურიძეს დაუკავშირდა კითხვით, თუ ვინ იმყოფება ამჟამად მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, თუმცა მან მოუცლელობის გამო პასუხს თავი აარიდა. შეგახსენებთ, რომ დათა ახალაია "კუდ”-ის უფროსის თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც მისი ძმა ბაჩოO ახალაია შსს მინისტრის პოსტზე წარადგინეს. ცნობისთვის, დათა ახალაიას გვარი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს. გირგვლიანის ოჯახი აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიების ხელმეორედ ჩატარებას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზემოთ აღნიშნული მკვლელობის საქმის გახმაურების შემდეგ, რასაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი აქციები მოჰყვა, საზოგადოებას ოფიციალურად ამცნეს, რომ დათა ახალაია თანამდებობიდან გადადგა, შს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე კი მიუხედავად იმისა, რომ უწყებაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაცია ოპერატიულად თავსდება, კუდ-ის ხელმძღვანლის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. შს სამინისტროს ვებგვერდის მონაცემებით აღნიშნულ თანამდებობაზე მოვალეობას ვაჟა ლილუაშვილი ასრულებდა, თუმცა 3 ივლისს ოფიციალურად დადასტურდა ის, რაც არაოფიციალურად ისედაც ცნობილი იყო, კერძოდ, დათა ახალაია პოსტს ამ დრომდე ინარჩუნებდა. 3 ივნისს კი ისევ შს სამინისტროს ვებ-გვერდის ცნობით, მან მისი ძმის ვანო მერაბიშვილის პოსტზე დანიშვნის შემდეგ გადადგომის შესახებ განცხადება ოფიციალურად დაწერა.
ადამიანის სისხლში ხელგასვრილი პიროვნებებით აივსო საქართველოს მთავრობა სადისტი ძმები ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ტანამდებბებზე დაინიშნენ, მაგათი ძმაკაცი და კლასელი, პროფესიონალი ჯალათი მეგის ქარდავა ალბათ სამინისტროს რომელიმე მაღალჩინოსნად მოგვევლინება მალე.
ახალი მმართველი კასტა გაჩნდა საქართველოში, საზღვარგარეთ განათლებამიღებული, მიშას ყურმოჭრილი მონებისა.
არალე, გამარჯობა! სწორად გათვალე, წინა თემაში დავდე მოსაზრებები მეგის ქარდავას შესაძლო სამსახურზე: კულუარულად უკვე ცნობილი ხდება, რომ ბაჩო ახალია თავდაცვიდან შსს-ში გადაიყვანს მეგის ქარდავას (როგორც ამბობენ მან უკე „ჩაალაგა ნივთები“), შტაბისა და ადმინისტრაციის უფროსებს, სპეცრაზმისა და სამხედრო პოლიციის თანამშრომლებს, თუმცა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, როგორ აიცილებს თავიდან ახალაია ბუნტს, ეს საკითხავია. ვინ ვინ, და ახალაიას ხასიათი სააკაშვილმა ნამდვილად იცის, თუ დავუშვებთ, რომ მერაბიშვილ-ახალაიას ტანდემს შორის შავმა კატამ გაირბინა (რაც, როგორც ამბობენ, პირად მოტივს უკავშირდება) მაშინ ორ მეტნაკლებად გავლენიან პირს შორის დაპირისპირება აშკარა გახდება და თქმა იმისა, თუ რას წარმოადგენს მერაბიშვილი პოლიციის გარეშე, სასაცილოც კი იქნება, თან – თუ თანამშრომლების განწყობას გავითვალისწინებთ.