ოთხშაბათი, 18.06.2025, 20:41
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » აგვისტო » 19 » დღეს ფერისცვალებაა
04:56
დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი , უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას აღავლენს, რომლის შემდეგადაც ხილს აკურთხებს. ტაძარში მღვდელმსახურები წაიკითხავენ წმინდა სახარებიდან ადგილს, სადაც თაბორის მთაზე უფლის ფერისცვალებაზეა მოთხრობილი.

ფერისცვალების დღესასწაული უფლის უდიდეს 12 დღესასწაულთა შორის არის. ამ დღეს უფალმა თაბორის მთაზე 3 მოციქულის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა, გაბრწყინდა. მას წმინდა მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადა, რომლებიც უფალს იერუსალიმში მის მომავალ ჯვარცმაზე ესაუბრებოდნენ, ზეციდან კი მოციქულებს ხმა მოესმათ: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მაგის ისმინეთ!".

ყოველ წელს თაბორის მთაზე ხილული სასწაული დღემდე აღესრულება - მთას ღრუბელი ადგება.


წყარო/Source: http://geo.ambebi.ge/sazogadoeba/59275-dghes-feriscvalebaa.html#ixzz23yqx0lx1
ნანახია: 964 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 5
0  
1 ეფემია   (19.08.2012 05:01) [Материал]

0  
2 ეფემია   (19.08.2012 05:43) [Материал]

0  
3 არალე   (19.08.2012 06:02) [Материал]
გილოცავთ ფერისცვალებას დიდგორელებო!
მისი მადლი შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს!

0  
4 ბიბი   (19.08.2012 10:15) [Материал]
ვულოცავ ფერისცვალების დღესასწაულს დიდგორელებს და სრულიად საქართველოს!!!

0  
5 ქაჯანა   (19.08.2012 10:23) [Материал]
გილოცავთ გილოცავთ

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აგვისტო 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025