ოთხშაბათი, 18.06.2025, 21:20
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » თებერვალი » 6 » დავით კირვალიძე - თურქეთიდან დაავადებული კარტოფილით სავსე კონტეინერი შემოვიდა
10:22
დავით კირვალიძე - თურქეთიდან დაავადებული კარტოფილით სავსე კონტეინერი შემოვიდა
დავით კირვალიძე - თურქეთიდან დაავადებული კარტოფილით სავსე კონტეინერი შემოვიდა სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით კირვალიძის ინფორმაციით, თურქეთიდან კარტოფილის კიბოთი დაავადებული კარტოფილით სავსე კონტეინერი შემოვიდა.  
როგორც კირვალიძემ დღეს სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული დაავადება საკარანტინოა. მინისტრის თქმით, ტვირთი დაყადაღებულია და სრულად განადგურებას დაექვემდებარება, ხოლო ფაქტის შესახებ იმპორტიორ ქვეყანას ეცნობება.
როგორც კირვალიძემ განმარტა, სურსათის ეროვნული სააგენტო ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, სურსათის უვნებლობის კოდექსში ცვლილებებს ამზადებს, რაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპრაკებისას ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.
მინისტრის განმარტებით, სააგენტომ რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირა, როდესაც ბაზარში საქონლის ხორცის ნაცვლად ვირის და ცხენის ხორცი შედიოდა.
ნანახია: 1108 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 1641 2 3 ... 10 11 »
0  
1 ლონდა   (06.02.2013 10:23) [Материал]
ვაიმე ღმერთო დაიფარე ჩვენი ხალხი, ვინ იცის რას ჭამენ angry

0  
2 ლონდა   (06.02.2013 10:24) [Материал]

0  
3 ლონდა   (06.02.2013 10:24) [Материал]
კარგი მინისტრია ირაკლი

0  
4 ლონდა   (06.02.2013 10:27) [Материал]
პრეზიდენტიც კარგი იქნებოდა ჩემი აზრით

0  
5 ლონდა   (06.02.2013 10:35) [Материал]
აუუ რა კაი ტიპია ირაკლიიი.. მიყვარს biggrin

0  
6 ამსო   (06.02.2013 10:36) [Материал]
დილა მშვიდბოისა ლონდა. რა ადრიანად დგები, რა ხდება?

0  
7 ამსო   (06.02.2013 10:38) [Материал]
http://www.youtube.com/watch?v=UeH01c6MEgQ

ეს შენ. ( მთლიანი ვიდეო როგორ დავდო ეგ არ ვიცი) smile

0  
8 ლონდა   (06.02.2013 11:00) [Материал]
არ ვდგები ამსო, ჯერ ისევ ლოგინში ვარ :))))))

0  
9 ლონდა   (06.02.2013 11:01) [Материал]

0  
10 ლონდა   (06.02.2013 11:02) [Материал]
კარგი სიმღერაა, სპასიბა ამსო :* smile

ვიდეოს ლინკს თავში და ბოლოში აი ასე დაუწერე და დაიდება მთლიანად. ლათინურად დაწერე ასე

[ვიდეო] მერე ლინკი [/ვიდეო]

ბოლოში / ეს დახრილი ხაზი დაუსვი

0  
11 ბიბი   (06.02.2013 11:13) [Материал]
დილა მშვიდობისა, ამსო და ლონდა! smile აქ ხართ? მე ქვემოთ მოგესალმეთ.
ლონდა, არ ვიცოდი, ახალი თემა თუ დადე smile

0  
12 ბიბი   (06.02.2013 11:14) [Материал]


https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=e-ETuu5iojk

0  
13 ბიბი   (06.02.2013 11:16) [Материал]
ლონდა, მოუსმინე ''აქცენტებს''? მე არ მომისმენია, რა მოხდა, ასეთი? წუხელ ბიძინას ვუსმენდი და მეტი ვეღარ შევძელი, დამეძინა sad
ახლაც არ მცალია და მერე მოვისმენ! smile

0  
14 ბიბი   (06.02.2013 11:17) [Материал]
" შვილი იხსენებს მამას ჰამლეტ გონაშვილს: 10 წლის ვხდებოდი, რომ დაიღუპა... ზაფხულის არდადეგებს ძირითადად დედულეთში, ლანჩხუთში ვატარებდით. იმ ზაფხულსაც იქ ვიყავით... კარგად მახსოვს, ახლობლები, რომ მოვიდნენ და წამოგვიყვანეს. წინა დღეს კონცერტი ჰქონდა კახეთში და მერე სახლში გაიარა. ბებიაჩემს, უთხოვია, ხეს ტოტები შემოაკაფეო. რომელ დედას არ აქვს უფლება, თუნდაც გზაზე დამდგარ შვილს რამე სთხოვოს, და რომელი შვილი არ მიაქცევს დედის ელემენტარულ თხოვნას ყურადღებას. დაქოქილი მანქანა ჩააქრო და გადმოვიდა... ხის ძირში რკინის „ლომი“ იყო ჩარჭობილი, სახედარს აბამდნენ ადრე. ხიდან, რომ ჩამოვარდნილა „ლომს“ დაეცა... გულის აორტა დაუზიანდა და იქვე გარდაცვლილა...
ერთხელ ასეთი რამეც მომხდარა, ფილარმონიაში რეპეტიციის დროს, უზარმაზარი განათების კონსტრუქცია ჩამოვარდნილა სცენაზე და ჰამლეტს რამდენიმე სანტიმეტრით ასცდენია. მაშინ გადარჩა...
ერთხელ კიდევ კახეთში დაგეგმილი კონცერტების წინ ბრმა ნაწლავს შეაწუხებია, დედაჩემმაც უთხრა, იქნებ არ წახვიდე კახეთში, ოპერაცია გაიკეთე და მერე ჩაატარე კონცერტიო. ექიმმა, ჰამლეტის მეგობარმა, დაამშვიდა დედაჩემი, საგანგაშო არაფერია, და თუ რამეა, თელავი აგერ 40 წუთის სავალზეა და იქვე გავაკეთებთ ოპერაციასო. ჰამლეტმაც არ დაიშალა, მელოდებიან და როგორ ვუღალატოო ამდენ ხალხს. მას მერე მამა აღარ გვინახავს... ის ქირურგი ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, მე რომ არ მიმეცა წასვლის უფლება, იქნებ ეს არ მომხდარიყოო...
მისი გარდაცვალების შემდეგ 90-იანების დასაწყისიდან იყო პერიოდი, როცა როგორც უმეტესობას, ჩვენც ძალიან გაგვიჭირდა. პროდუქტების დეფიციტი და რიგები იყო. ქვეყნის ეკონომიური მდგომარეობა უკან წავიდა. შუქი სტაბილურად მარტო შუაღამეს, რამდენიმე საათით მოდიოდა, დედას ნამცხვრების ცხობა ეხერხებოდა, მაგრამ დღისით სარისკო იყო ელექტროღუმელში გამოცხობა, შეიძლება დენი გათიშულიყო. ღამე დგებოდა, და ამ დროს აცხობდა ნამცხვრებს მაღაზიებში ჩასაბარებლად, თუ კერძო შეკვეთებისათვის. ასე გაგვქონდა თავი რაღაც პერიოდი. მამას სამეგობრო წრიდან კი ყურადღება არასდროს გვაკლდა. 17-18 წლამდე მე და ჩემს ძმას ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ გვიყიდია. როცა ანსაბლი „რუსთავი“ გასტროლებზე მიდიოდა, ორივესთვის იმდენი ჩასაცმელი ჩამოჰქონდათ, რომ რამდენიმე სეზონი გვყოფნიდა. ერთხელ, სტუმრად ორი უცნობი ადამიანი მოვიდა, მკითხეს, ჰამლეტის ბიჭი ხარო? კიი-მეთქი. ეზოში ჩაყოლა მთხოვეს. მითხრეს მამაშენის მეგობრები ვართ, რუსთავის ქარხნიდანო. მანქანიდან სურსათით სავსე ყუთები გადმოიტანეს, ლიფტში ჩატვირთეს და მითხრეს სახლში აიტანეო. ამ ყუთებში იმდენი პროდუქტი იყო, რომ მთელი წელი ჩვენ და მთელ სანათესაოს არაფერი მოგვკლებია. დღემდე არ ვიცი ვინ იყვნენ ის ადამიანები“...
- ასე, რომ იყო დრო ასეც გვიცხოვრია და თავი თბილისში ასე ერთმანეთის დახმარებით გაგვიტანია"

0  
15 ბიბი   (06.02.2013 11:20) [Материал]
არ ვიცი, მომეჩვენა, თუ მართლა ასეა(?) რაღაც, ფარული უკმაყოფილება და ბოღმა დავინახე ამ ბავშვის ნაწერში, ბებიამისის (ჰამლეტის დედის) მიმართ! sad არ ვიცი, იქნებ ვცდები?!.... თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ჩემს აზრებს... sad

1-15 16-30 31-45 ... 136-150 151-164
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025