
ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე "ქართული ოცნების" შეთავაზებას, სტიქიასთან ბრძოლის პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით.
როგორც ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ საკითხზე პოლიტიკურ კომენტარს ვერ გააკეთებს. მისი თქმით, ზოგადად, შტაბი მთავრობისა და მინისტრების მონაწილეობით იქმნება. მაგრამ, ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ ვანო მერაბიშვილი მართლაც იმდენად კარგი მენეჯერია, რომ სურვილის შემთხვევაში, "რაღაცაზე მოლაპარაკებას შეძლებენ".
"ქართულმა ოცნებამ" დღეს სტიქიასთან ბრძოლის პროცესში და საგანგებო შტაბის მუშაობაში ჩართვის სურვილი გამოთქვა.