ხუთშაბათი, 19.06.2025, 15:06
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივლისი » 11 » "ჩინელის მიერ გაუპატიურებული 13 წლის გოგონას ოჯახს სხვა სოფელში გადახვეწა ურჩიეს"
09:42
"ჩინელის მიერ გაუპატიურებული 13 წლის გოგონას ოჯახს სხვა სოფელში გადახვეწა ურჩიეს"

ადამიანის უფლებათა დამცველმა გიორგი თევზაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარაგაულის რაიონის სოფელ მოსაკიდელში ჩინელმა მამაკაცმა 13 წლის გოგონა გააუპატიურა. დამნაშავე პასუხისგებაში არ მიუციათ, გოგონას ოჯახი კი სოფლიდან გადაიხვეწა.

გიორგი თევზაძე: - ხარაგაულში აღმაშფოთებელი რამ მოხდა - ჩინელმა მამაკაცმა 13 წლის გოგონა გააუპატიურა. იმის ნაცვლად, რომ დამნაშავე პასუხისგებაში მიეცათ, ხელისუფლებამ გოგონას ოჯახს სხვა სოფელში გადასვლა, გადახვეწა ურჩია.

- კი მაგრამ, დამნაშავის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა?
- როგორც ვიცი, სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. ისიც არ ვიცი, ოჯახმა იჩივლა თუ არა, მაგრამ თუ ისინი მოგვმართავენ, აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს პროკურატურის წინაშე. ამ დანაშაულის მიტევება არ შეიძლება, რა ეროვნებისაც უნდა იყოს დამნაშავე.

- ბევრი ჩინელია ჩასახლებული ხარაგაულში?
- ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, მაგრამ საკმაოდ ბევრი. ასევე, აპირებენ 3000 ჩინელის ჩასახლებას ქუთაისში. არ ვამბობ, რომ მარტო ჩვენ უნდა ვიცხოვროთ საქართველოში, მაგრამ ხვალ-ზეგ ქართული გენოფონდი, შესაძლოა, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. გარდა ამისა, თუ ასე გაგრძელდა, ეთნიკური დაპირისპირება გარდაუვალია.

- მომხდარის შემდეგ რა განწყობაა ადგილობრივ მოსახლეობაში, ეთნიკური დაპირისპირების ნიშნები ხომ არ შეიმჩნევა?
- ხარაგაულში ქალიშვილებს მშობლები გარეთ ვეღარ უშვებენ და სკოლაშიც თვითონ აცილებენ, ისე არიან შეშინებულები. არ მესმის, რატომ არ რეაგირებს ასეთ ფაქტებზე ხელისუფლება, რატომ ხუჭავს თვალს და არ აძლევს პასუხისგებაში უცხოელ მოქალაქეებს?! რატომ ხდება უცხოელთა უფლებების დაცვა ქართველთა უფლებების დარღვევის ხარჯზე?!

უკვე არაერთხელ მივმართეთ ხელისუფლებას, მაგრამ საპასუხო რეაქცია არ მოჰყოლია. თუ სახელმწიფო გვაქვს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები უნდა დავიცვათ. ქართველები სტუმართმოყვარე ერი ვართ და ეს ბოროტად არავინ უნდა გამოიყენოს. დროა, შეწყდეს უცხოელების ჩამოსახლება და ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროება! ჩვენ ხელისუფლებას მოვთხოვეთ რეაგირება არა მხოლოდ გაუპატიურების ფაქტზე, არამედ აჭარაში თურქების მიერ ქართველების შევიწროებაზეც. გასათვალისწინებელია ქუთაისის პრობლემაც - ქუთათურები ეწინააღმდეგებიან ავტოქარხნის ტერიტორიაზე 3000 ჩინელის ჩამოსახლებას. მათი დასახლების პროცესი უკვე დაწყებულია - დასრულდა ჩინელებისთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. არ არის გამორიცხული, ახლო მომავალში, ქუთაისში ეთნიკური დაპირისპირების კერაც გაჩნდეს. ქალაქს იმავე საფრთხის წინაშე აყენებენ თურქეთიდან დევნილი არალეგალი ქურთები (რომელთა რიცხვმა 1000-ს მიაღწია) და რამდენიმე ასეული ინდოელიც. ეს ნიშნავს ქართველების დისკრიმინაციას საკუთარ სამშობლოში. ნუთუ არ უნდა დაინტერესდეს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებაც, შეეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს?!


ნანახია: 1126 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 4
0  
1 ფეფე   (11.07.2012 10:05) [Материал]
Ra aris es? 13 wlis bavshvs pedopili tu agiqvams jinis mosaklav obieqtad an isev misive asakis arasrulwlovani biji. Unda daisajos yvela vinc aset sisazagles chaidens.

An es ra jandabaa 3000 chineli 5000 buri da a. sh.

An chamosaxldnen tito-orolad, an daetion iq sadac arian. Moindomes jrgo-jrgod chamosaxleba.

0  
2 ფეფე   (11.07.2012 11:23) [Материал]
Martali xar.

0  
3 ლერა   (11.07.2012 14:22) [Материал]
რას მოათრევენ ამ ჩინელებს, ეგენი გვინდა ეხლა კიდევ, ერთი მუჭა ერისთვის დამღუპველად არ იმოქმედოს მაგათმა ჩამოთესლებამ, მერე რომელი არ მრავლდებიან, დაიბუდებენ საქართველოში და მორჩა, ვეღარც მოიშორებ. დიდ ქვეყნებს ეს არც ეტყობა, მაგრამ ჩვენთან სახიფათოა... მოითხოვენ მერე ავტონომიას biggrin კასტრაცია უნდა გაუკეთო ყველა საქართველოში მცხოვრებ ჩინელს და მერე თუ უნდათ იყვნენ, რამდენ ხანს იქნებიან biggrin biggrin
აი, ასეთი ბოოროტი ვარ!
მიხო, რას იტყვი შენ ჰა? გამარჯობა შენი! smile

0  
4 დიანა   (12.07.2012 10:58) [Материал]
ხალხი სულ დაბეჩავდა?სხვა ქვეყანაში ,ალბათ ჩაქოლავდნენ ამ მახინჯებს.ჩვენთან კი ,ვითომც არაფერი angry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025