ოთხშაბათი, 18.06.2025, 12:22
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » თებერვალი » 15 » ჩელიაბინსკში მეტეორის ჩამოვარდნის შედეგად 500-მდე ადამიანი დაშავდა
10:57
ჩელიაბინსკში მეტეორის ჩამოვარდნის შედეგად 500-მდე ადამიანი დაშავდა

ჩელიაბინსკის თავზე დღეს დილის 07:23 საათზე დაფიქსირებულმა მეტეორების წვიმით გამოწვეულმა აფეთქებებმა, რომლის ამოხსნასაც მეცნიერები ცდილობენ, მნიშვნელოვნად დააზარალა შენობები და ავტომობილები. აფეთქება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მან შენობების მინები ჩაამსხვრია. ნამსხვრევების შედეგად 500-მდე ადამიანი დაშავდა. ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

აფეთქების ტალღამ ერთ-ერთი ქარხნის სახურავი და კედელი ჩამოანგრია. ჩელაიაბინსკის ჰოკეის დარბაზიც დაზიანდა, რის გამოც ეროვნული ჩემპიონატის ოპრი მატჩი გადაიდო.მეტეორიტის ატმოსფეროში აფეთქებამ მწყობრიდან გამოიყვანა სატელეფონო კავშირიც. ჩელიაბინსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაკეტილია ყელა სკოლა და საბავშვო ბაღი. მეცნიერთა განცხადებით, მსხვერპლი გარდაუვალი იქნებოდა, მეტეორი ატმოსფეროში რომ არ აფეთქებულიყო.

მეცნიერთა ერთ-ერთი ვერსიით, მეტეორების წვიმა 130,000-ტონიანი ასტეროიდის 2012 DA14-ის ნაწილია, რომელმაც დედამიწას საქართველოს დროით 23:20 საათზე უნდა ჩამოუფრინოს. მეცნიერთა პროგნოზით, 45-მეტრიანი ასტეროიდი დედამიწას 28 ათასი კილომეტრის დაშორებით მოუახლოვდება, რაც ძალიან ახლოა და შესაძლოა გეოსტაციონარული თანამგზავრების  მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი გახდეს.

თუმცა როგორც ექსპერტები ვე აკეთებენ პტონგოზს კიდევ არის თუ არა მოსალოდნელი დედამიწაზე მეტეორიტების ჩამოვარდნა. 

ასტეროიდის გადაადგილების პროცესს ამერიკის კოსმოსური სააგენტო NASA პირდაპირი ტრანსლაციით საკუთარ ვებგვერდზე გადასცემს.

ნანახია: 1303 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 3681 2 3 ... 24 25 »
0  
1 ბიბი   (15.02.2013 11:41) [Материал]
ლონდა, დადე ეგ ვებგვერდი, სადღაც ვნახე, ინტერნეტში, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, მორიგი სენსაცია მეგონა sad

0  
2 ბიბი   (15.02.2013 11:42) [Материал]
გიგი უგულავას დაკითხვაზე იძულებით მიყვანა სამართალდამცველებს ხვალ, 15:00 საათზე დაევალათ
18:22 15-02-2013
სასამართლოს ბრძანებით, გიგი უგულავას დაკითხვაზე იძულებით მიყვანა შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებს ხვალ, 15:00 საათზე დაევალათ. საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ძველი თბილისის რაიონის პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის საფუძველზეც გიგი უგულავა დაკითხვაზე იძულებით უნდა იქნას მიყვანილი.
როგორც საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე ეკა არეშიძემ განმარტა, პროკურატურამ მოითხოვა გიგი უგულავას იძულებით მიყვანა თბილისის დეტექტივების განყოფილებაში. "შუამდგომლობის თანახმად, გიგი უგულავა მოწმის სახით დაკითხვის მიზნით, ორჯერ იქნა გამოძახებული საგამოძიებო ორგანოში, თუმცა, იგი არ გამოცხადდა. სასამართლო აცხადებეს, რომ მოწმის გამოძახებისას საპროცესო დარღვევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სახეზეა უგულავას მოწმის სახით მიყვანის კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა", - განაცხადა ეკა არეშიძემ.
მისივე განმარტებით, საპროცესო კოდექსით აკრძალულია, პარლამენტის წევრის, პრეზიდენტის, სახალხო დამცველის და დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის დაკითხვაზე იძულებით მიყვანა, რაც ქალაქის მერს არ ეხება.
"ქალაქის მერი აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის ნახსენები. სასამართლოს ბრძანებით, მოწმის, გიგი უგულავას მიყვანა გამოძიების ადგილას უნდა განხორციელდეს 2013 წლის 16 თებერვალს, 15:00 საათზე. ბრძანების აღსრულება შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებს დაევალათ", - განაცხადა ეკა არეშიძემ.
გიგი უგულავას დაკითხვა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს.



http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=KNFQHT5a1Jc

0  
3 ბიბი   (15.02.2013 11:45) [Материал]
უარი არ მითქვამს დაკითხვაზეო?! smile შეშინდა, ბიჭი! smile

0  
4 ბიბი   (15.02.2013 11:54) [Материал]
http://news.ge/ge....aizarda

რუსეთის მეცნიერთა აკადემიამ ჩელიაბინსკის ცაზე მეტეორის აფეთქების წინასწარი დასკვნები წარმოადგინა. წინასწარი ინფორმაციით, მეტეორის სიგრძე რამდენიმე მეტრს შეადგენდა, წონა კი - ათობით ტონას. კოსმოსური სხეული ატმოსფეროში 15-20 კმ/სთ სიჩქარით შემოიჭრა და 30-50 კმ სიმაღლეზე დაიშალა. მეტეორის ნამსხვრევებმა ნათება და ძლიერი დარყმითი ტალღა გამოიწვია, რამაც თავის მხრივ შენობები დააზიანა.

ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა. სამედიცინო დახმარებას მიმართა ჩელიაბინსკის 758-მა მაცხოვრებელმა, რომელთაგან 159 ბავშვია. ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი 31 ადამიანი, მათგან 12 ბავშვი. ტრავმების ძირითადი ნაწილი აფეთქების სიმძლავრით გამოწვეულმა ფანჯრების მსხვრევამ განაპირობა.

მეტეორის ატმოსფეროში შემოსვლის დაფიქსირება შეძლო ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ. სააგენტომ თანამგზავრმა Meteosat-ის მიერ გადაღებული მასალები სპეციალისტებმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

მეტეორის აფეთქების მოვლენა მთელი დღის მანძილზე მედიის ყურაღების ცენტრშია. აჟიოტაჟი იმდენად მაღალი იყო, რომ რუსეთის „პირველმა არხმა“ მეტეორის ჩამოვარდნის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. ტელეკომპანია ინტერნეტმომხმარებელთა „ხუმრობის“ მსხვერპლი გახდა, რომლებთაც ქსელში მეტეორის დაცემის მცდარი ადგილის შესახებ კადრები გაავრცელეს. რეალურად ვიდეომასალაში თურქმენეთში მდებარე გაზის კრატერი დარვაზი იყო ასახული, რომელიც „პირველმა არხმა“ მაყურებელს გააცნო როგორც მეტეორის ჩამოვარდნის შედეგად გაჩენილი კრატერი.

მეცნიერთა ერთ-ერთი ვერსიით, მეტეორების წვიმა 130,000-ტონიანი ასტეროიდის 2012 DA14-ის ნაწილია, რომელმაც დედამიწას თბილისის დროით 23:20 საათზე უნდა ჩაუფრინოს. მეცნიერთა პროგნოზით, 45-მეტრიანი ასტეროიდი დედამიწას 28 ათასი კილომეტრის დაშორებით მოუახლოვდება, რაც ძალიან ახლოა და შესაძლოა გეოსტაციონარული თანამგზავრების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზიც გახდეს.

0  
5 ბიბი   (15.02.2013 11:57) [Материал]
http://news.ge/ge/news/story/46103-amagham-asteroidi-ar-chamovardeba

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ასტროფიზიკოსი გია ჯავახიშვილი ჩელიაბინსკის ცაზე მეტეორის აფეთქებას აფასებს და საუბრობს იმაზე, თუ რას უნდა ელოდოს დედამიწის მოსახლეობა ასტეროიდ 2012 DA14-ის მოახლოებასთან ერთად. News.ge-სთან საუბარში ჯავახიშვილი არ ეთანხმება მეცნიერთა წრეებში გავრეცელებულ მოსაზრებას, რომ ჩელიაბინსკში მეტეორის აფეთქება 45-მეტრიან ასტეროიდ 2012 DA14-ის მოახლოებას უკავშირდება. ეს კოსმოსური სხეული დედამიწას თბილისის დროით 23:25 საათზე ჩაუფრენს. ამ ორ მოვლენას შორის კავშირის არარსებობას ასტროფიზიკოსი დროში დიდი სხვაობით ხსნის.

მისივე თქმით, ასტეროიდი საკმაოდ ახლოს 27-28 ათასი კილომეტრის დაშორებით მოუახლოვდება დედამიწას და ჩაუფრენს. როგორც მეცნიერი აღნიშნავს, საშიში ამ მოვლენაში არაფერია.

ამასთან, გია ჯავახიშვილის განმარტებით, თავისი ზომებიდან გამომდინარე ასტეროიდი ჩამოვარდნის შემთხვევაში, დაცემის ადგილიდან 200 კილომეტრის რადიუსში ყველაფერს გაანადგურებდა.

როგორც ასტროფიზიკოსი აღნიშნავს, ასტეროიდის მოახლოების დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელი იქნება.

ასტეროიდის გადაადგილების პროცესს ამერიკის კოსმოსური სააგენტო NASA პირდაპირი ტრანსლაციით საკუთარ ვებგვერდზე გადასცემს.

0  
6 ბიბი   (15.02.2013 12:00) [Материал]
ყველაზე დიდი მთვარე და ვარსკვლავთცვენა ერთდროულად
03 მაისი 14:103190
უახლოეს შაბათ-კვირას დედამიწის მოსახლეობა ზედიზედ ორ შთამბეჭდავ ზეციურ მოვლენას იხილავს - მეტეორიტების წვიმასა და სუპერ მთვარეს. საინტერესოა ის, რომ ორივე მოვლენა პრაქტიკულად ერთდროულად მოხდება. ამის გამო, მეცნირების აზრით, ერთმა კოსმოსურმა მოვლენამ შესაძლოა დაჩრდილოს მეორე.

შაბათს, 5 მაისს, ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში მეტეორიტები აკვარიდები შემოიჭრებიან, რომლებიც ცნობილი კომეტა გალეას კუდიდან გამოჩდნენ. მან 1986 წელს ჩაუფრინა დედამიწას და ამჟამად ურანის ორბიტაზე იმყოფება, თუმცა მისი ნაწილები კვლავ განაგრძობს დედამიწის ზედაპირზე ცვენას. მეცნიერების მოლოდინით, დედამიწასთან მოახლოვებული დიდი რაოდენობის მეტეორიტები ატმოსფეროში შემოაღწევენ.
აკვარიდების ცვენის დროს დასავლეთით გახედვის შემთხვევაში იქმნება ვიზუალური ილუზია, თითქოს ისინი მერწყულის თანავარსკვლავედიდან გადმოდიან. NASA-ს მონაცემებით, დედამიწის ატმოსფეროში მოხვედრისას, აკვარიდები დაახლოებით, 85 კილომეტრ სიმაღლეზე დაიწყებენ წვას, ამიტომ ადამიანებისთვის ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ. ეს დედამიწელებისთვის ცნობილი ვარსკვლავთცვენის პროცესია.
5 მაისის ღამეს პლანეტის მოსახლეობა კიდევ ერთი უნიკალური მოვლენის მომსწრე გახდება. ამ დროს დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი პერიგეას წერტილში (წლის მანძილზე მთვარის ყველაზე ახლო დისტანცია დედამიწასთან) აღმოჩნდება. ამჯერად ეს მოვლენა, სავსემთვარეობასაც დაემთხვევა, რაც ასევე იშვიათად ხდება. ასტრონომები ამ პროცესს "სუპერმთვარეობასაც" უწოდებენ. ამგვარად, თვითმხილველებს წელიწადში ყველაზე დიდი მთვარის ხილვის შესაძლებლობა ექნებათ.
სუპერ-მთვარე ერთი შეხედვით, ჩვეულებრივზე 14%-ით დიდი ჩანს და გაცილებით კაშკაშაა. მეცნიერების აზრით, სუპერ-მთვარის ეფექტი შესაძლოა „აკვარიდების წვიმამ“ დაჩრდილოს. სუპერმთვარეობა დედამიწაზე თანამგზავრის გრავიტაციულ ზემოქმედებასაც ზრდის, რაც თავის მხრივ, ოკეანის მიმოქცევას აძლიერებს.

0  
7 ბიბი   (15.02.2013 12:03) [Материал]
კასპში სარეალიზაციოდ გამზადებული ცხენის ხორცი აღმოაჩინეს

08 თებერვალი 17:20
1898

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შსს-ს კასპის რაიონული სამმართველოდან მიიღო ოპერატიული შეტყობინება ცხენის ხორცის დიდი პარტიის აღმოჩენის შესახებ. სავარაუდოდ, ცხენები მოპარულია. მათი წარმომავლობის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.

სააგენტოს სპეციალისტებმა ადგილზე დაათვალიერეს კასპში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის კერძო სახლში ანტისანიტარიულ პირობებში განთავსებული დიდი რაოდენობით ცხენის ხორცი, რომელიც სავარაუდოდ საქართველოს დიდ ქალაქებში სარეალიზაციოდ იყო გამზადებული.

ნედლეულის ნიმუში გადაგზავნილია ლაბორატორიაში იმის დასადგენად, არის თუ არა ხორცი დასნებოვნებული ადამინისა და ცხოველის საერთო, გადამდები, ინფექციური დაავადებებით.

ცნობილია ასევე, რომ ცხოველები დაკლულია სასაკლაოს გვერდის ავლით, გაურკვეველ პირობებში. ცხენის ხორცის პარტიას თან არ ახლავს არანაირი დოკუმენტაცია.

სურსათის ეროვნული სააგენტო კანონმდებლობის შესაბამისად გაანადგურებს აღნიშნულ ნედლეულს.

0  
8 ბიბი   (15.02.2013 12:06) [Материал]
ცხენის ხორცს საკვებად ხმარობენ, თუ არ ვცდები, უზბეკები და მათი მონათესავე ერები(?) მათ მიაჩნიათ, რომ ცხენი ყველაზე სუფთა ცხოველია(განსხვავებით ღორისგან :D)

მაგრამ, როცა საქონლის ხორცად გასყიდებენ, ესაა დანაშაული! >( sad

0  
9 ბიბი   (15.02.2013 12:18) [Материал]
ეკა ბესელია პატიმართა წამებაში ბრალდებულ ყველა პირთა დაუყონებლივ დაკითხვას მოითხოვს
ეკა ბესელია პატიმართა წამებაში ბრალდებულ ყველა პირთა დაუყონებლივ დაკითხვას მოითხოვს
15/02/13 20:15
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია პატიმართა წამებაში ბრალდებულ ყველა პირთა დაუყონებლივ დაკითხვას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადებას ბესელია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. "უნდა დაიკითხოს და პასუხი აგოს ყველა იმ პირმა, რომელიც პატიმრებს აწამებდა, შეურაცხყოფდა და არაადამიანურად ეპყრობოდა. კომიტეტში ამ სკანდალზე უამარავი განცხადებაა შესული, რომელიც განსახილველად უკვე გადაეგზავნა პროკურატურას!!!" - წერს ეკა ბესელია.

0  
10 ბიბი   (15.02.2013 12:21) [Материал]
აღარ არის დრო, რომ სამართალდამცავების მაღალ ჩინოსნები დაიბარონ პარლამენტის სხდომაზე განსახილველად, თუ რა გაკეთდა და რას აპირებენ? ასე, ზოგადი განცხადებებით ვერ შემოიფარგლებით, ხელისუფლება თქვენ ხართ და მიიღეთ სათანადო ზომები!
იქნებ, ისიც გაერკვია ვინმეს, ობიექტივის მესვეურები რა რებუსებით გველაპარაკებიან და რა ვეღარ დაწყნარდნენ?! >( >( >( >(

0  
11 ბიბი   (15.02.2013 12:22) [Материал]
ვგიჟდები, გაბრაზების სმაილიკზე! >( biggrin sad

0  
12 ლონდა   (15.02.2013 12:23) [Материал]
მართალია ბიბი, ვიდეოც იდო,, მე ვნახე

0  
13 ლონდა   (15.02.2013 12:24) [Материал]


ესენი ნახე, როგორ აქციას აწყობენ biggrin

0  
14 ლონდა   (15.02.2013 12:24) [Материал]
ტერიკოს აუღია ტოტი, სკაიპში მივწერე და ნახავს ალბათ, სმაილიკიც რომ გაგვიკეთოს biggrin როცა მოიცლის მოვა ალბათ :*

0  
15 ლონდა   (15.02.2013 12:25) [Материал]
საინტერესო სტატია დავდო, მაიცათ

1-15 16-30 31-45 ... 346-360 361-368
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025