ხუთშაბათი, 19.06.2025, 03:30
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივლისი » 9 » ბოტებიანი კაცის მთავრობა
09:50
ბოტებიანი კაცის მთავრობა

ბოტებიანი კაცის მთავრობა როდესაც დიდი ხნის წინ, 2003 წლამდე, რევოლუციამდე, "ბნელი რომ იყო ხალხი, მაშინ", პირველი არხის ერთ-ერთ ტოკ-შოუში მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა პარლამენტარი, "მოქალაქეთა კავშირის" წევრი ივანე (ვანო) მერაბიშვილი ჰყავდათ მოწვეული, წამყვანმა და სხვა სტუმრებმა მას რამდენჯერმე "ბატონო მერაბ"-ო, ასე მიმართეს (რა მოხდა, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო "ის ვანო"...) შესაბამისად, ვისაც მისი სახელი ავიწყდებოდა, ალბათ გვარიც ეშლებოდა (აბა, მერაბ მერაბიშვილს ხომ არ დაუძახებდნენ) და ამბობდნენ: მერაბ ივანიშვილი!..
ეს ისე, სხვათა შორის გამახსენდა... ა, ჰო - "რუსთავი2"-ის სიუჟეტის ცქერისას გამახსენდა, როდესაც ჟურნალისტმა აღნიშნა ივანე მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად წარდგენის შემდეგ: "უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან ივანიშვილის მთავრობის ეფექტურობაში"!!!
მოკლედ, ან იმ რევოლუციამდელ კოლეგასავით შეეშალა, ან წამოცდა, ან "ენამ უყივლა"...


ყოველ შემთხვევაში, თუკი "ერ-ორში" უსაყვედურეს, ეჩხუბნენ, ან მთლად უარესი - დასჯა მოუნდომეს ამის გამო, ნათია გოგსაძეს ყოველთვის შეუძლია თავის მშობლიურ "კვირის პალიტრას" დაუბრუნდეს - ჩვენთან ნიჭიერ ჟურნალისტებს აფასებენ.
მაშ ასე - როგორც ერთმა მაყურებელმა მოგვწერა ინტერნერტელევიზია www.palitratv.ge-ს გადაცემა პროვოკატორში, საკითხავია: ვანო მოვიდა, თუ ვანო წავიდა?! დაწინაურდა, თუ პრეზიდენტმა შსს-ს მოაშორა მისი გავლენის ზრდით შეშინებულმა?
საერთოდ, ძალიან "უცნაურად" მოხდა ყველაფერი: როდესაც თვენახევრის წინ თბილისში ის საშინელი წყალდიდობა იყო, პრეზიდენტი ჯერ სლოვენიაში წავიდა ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელთა საქომაგოდ, მერე კი, ჩიკაგოში ნატოს სამიტზე წასვლამდე, მილნში "იშოპინგა". ეს ამბავი ენაჭარტალა ჟურნალისტებმა და საზიზღარმა ოპოზიციამ აიტაცეს და ატეხეს გნიასი: რა ემილანებოდაო, ან იმ ბავშვებს რას ერჩოდა - ეგ რომელ თამაშსაც ესწრება, ჩვენი პირველი ნაკრები აგებს და ახლა ახალგაზრდებიც დათარსაო (მართლა ინტრიგანები რომ არიან - ჩვენი პირველი ნაკრები ხომ ისედაც ყოველთვის აგებს); იტალიის პრემიერმინისტრმა ნატოს სამიტი მიატოვა, როდესაც მის ქვეყანაში მიწისძვრამ 5 კაცი შეიწირაო...
მოკლედ, მიშამ და მისმა მრჩეველებმა (ეგენი გამაცანით ვინმემ, რა...) ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, გატაწყვიტეს, იტალიის პრემიერივით, რაიმე მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა მიეტოვებინა და მიტომ გამოიგონეს ვიზიტი ბაქოში: მიშა იქ ჩავიდა (ცოტა კი გაუკვირდა ალიევს, მაგრამ გაახსენდა, რომ ეს ის მიშაა და მერე აღარ გაუკვირდა). მოიკითხეს ერთმანეთი, ისაუბრეს და მიშას "მოულოდნელად" შეატყობინეს, რომ სამეგრელოში სტიქია მძვინვარებს! პრეზიდენტი მაშინვე ფეხზე წამოხტა და დასჭექა:
- ძმაო ილჰამ! რა დროს ბაასია?! ჩემს ქვეყანას უბედურება დაატყდა თავს, წარღვნა მოგვევლინა! სად არის ჩემი ბოტები?! წინ, ვუშველოთ სამეგრელოს!
უნდა ითქვას, რომ წვიმა მართლაც ძლიერი იყო (როგორც ხდება ხოლმე საერთოდ კოლხეთის დაბლობზე), მაგრამ არა ისეთი, როგორიც ყოველთვის იცის ხოლმე იქ.
მაგრამ პრეზიდენტს ბოტები ეცვა და სულაც იმ ბოტებიან ფეხებზე ეკიდა, რომ მისი მცველები "ჩაჰალსტუხებულები მოაბოტებდნენ"; მაგრამ ყველაზე მეტად ის ქალბატონი შემეცოდა, რომელსაც პრეზიდენტი ხელს არ უშვებდა, გვერდიდან არ მოუშორებია და იმ ბინძურ წყალში ატარა თავის გვერდით. ნაპირიდან კი ბავშვების შეძახილები ისმოდა:
- ბებო, ამოდი წლიდან, არ გაცივდე - პრეზიდენტს რას უყურებ, ეგ მაგითვის ჩამოვიდა... შენ აქეთ იარე, მშრალზე...
რაც მთავარია, იმ წუმპეში ტყლაპა-ტყლუპის შემდეგ, პრეზიდენტმა განაცხადა, - დღეიდან ახალი მთავრობა გეყოლებთო და თვითონ წავიდა... აბა თუ მიხვდებით, სად? გაიხსენეთ თბილისის წყალდიდობა... დიახ - ფეხბურთზე! ევრო-2012-ის ფინალზე! ლუკაშენკოს გვერდით იჯდა და იტალიას გულშემატკივრობდა - იტალიამ 0:4 წააგო!

P.S. ბატონო პრეზიდენტო, არ უგულშემატკივროთ ახალ მთავრობას რააა... იქნებ რამე გამოუვიდეთ...
თუ არა და, ხომ გაგახსენეთ, მაგ კაცს ადრეც ივანიშვილს ეძახდნენ და ახლაც იგივე წამოცდა სათქვენო ტელევიზიის ჟურნალისტს.
ამასობაში "ნამდვილმა ივანიშვილმა" მცხეთაში მოაწყო ტრადიციული აქცია და, როგორც სხვაგან, მაჟორიტარობის კანდიდატებიც დაასახელა: ეს მცხეთაში იქნება მაჟორიტარი დეპუტატი (კანდიდატი არა, პირდაპირ დეპუტატიო) - ჩემი ოჯახის ექიმიაო; ეს თიანეთში - ჩემი პირადი ადვოკატიაო; ეს - ჩემი ძმაკაციაო; ეს - ესაო, ის - ისაო...
რა ვიცი... რა ვიცი...

პროვოკატორი
ჟურნალი "გზა"
ნანახია: 891 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 1
0  
1 ფეფე   (09.07.2012 14:51) [Материал]

მართლაც როგორ მიაფრიალებს იმ ქალს...
თან როგორ გამოპრანჭულა, ყელზე კასინკაც მოხვევაც არ დაივიწყებია.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025