მთავარი » 2012»აგვისტო»20 » ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილი დებატებში გამოიწვია
09:40
ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილი დებატებში გამოიწვია
კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მზადაა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დებატები ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას გამართოს. ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
ივანიშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ამას არ დათანხმდება, ის მზადაა მმართველი გუნდის ნებისმიერ წევრთან გამართოს დებატები.
მისი თქმით, დანარჩენი პარტიებიდან ამას, მხოლოდ „ლეიბორისტებთან", „ქრისტიან-დემოკრატებთან" და „ახალ მემარჯვენეებთან" დათანხმდება, ვინაიდან მიიჩნევს, რომ აღნიშნული პარტიები ხელისუფლების ნაწილსა და ფსევდოოპოზიციას წარმოადგენენ.
„მზად ვარ, დებატებში დავჯდე აღნიშნულ პარტიებთან, ოღონდ იმ პირობით, თუ ისინი აღიარებენ იმას, რაც ხალხისთვის ისედაც ცნობილია - წარმოადგენენ ხელისუფლებას და მასთან თანამშრომლობენ" - აღნიშნა ივანიშვილმა.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, კოალიციის ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიციასთან დებატებს არ აპირებს
სააკაშვილი დებატებში არ დაჯდება, იმ უბრალო მოტივით, რომ იგი პრეზიდენტია და ბიძინა ივანიშვილი კი, მხოლოდ კოალიციის თავმჯდომარე, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ისინი არასდროს აღიარებენ, რომ თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან.... მე ვფიქრობ, თუ ბიძინა ამ პირობას მოხსნის და რომელიმე მათგანი დათანხმდება დებატებზე, მაშინ უკეთესი იქნება, ხალხის წინაშე დაუმტკიცოს ბიძინამ მათ, მმართველ პარტიასთან თანამშრომლობა.
თინა ხიდაშელი: "თუ ცსკ "ქართულ ოცნებას" N7-ს არ მიანიჭებს, მაშინ ბიუჯეტს კოალიციისათვის სერიოზული მატერიალური ზარალის ანაზღაურება მოუწევს" 17:23 20.08.2012
კოალიცია "ქართული ოცნების" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თინა ხიდაშელის განცხადებით, თუკი ცენტრალური საარჩევნო კომისია მათ N7-ს არ მიანიჭებს, მაშინ ბიუჯეტს "ქართული ოცნებისთვის" სერიოზული მატერიალური ზარალის ანაზღაურება მოუწევს.
ამის შესახებ ხიდაშელმა კოალიციის წევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ხიდაშელის თქმით, არასამთავრობოებს მათ ის სამართლებრივი დოკუმენტები მიაწოდეს, რომლის მიხედვითაც ბლოკს "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება" ნომერი N7-ის მიღების უფლება აქვს.
"სამართლებრივ საკითხებთან ერთად, არასამთავრობოებთან იმ მეორე საკითხზე ვისაუბრეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარია იმ ძალიან დიდ სააგიტაციო საქმიანობაზე, რაც ჩვენ გავწიეთ. დამზადებულია 7- ნომრიანი მაისრები, ბუკლეტები, გაზეთები და პლაკატები. ჩვენ მივიღებთ სერიოზულ ფინანსურ ზარალს, თუკი N7-ს ჩამოგვართმევენ. N7-ის შესახებ ჩვენ ვსაუბრობდით ჯერ კიდევ მაისიდან. პირველივე აქციაზე გავაჟღერეთ, რომ ჩვენი ბლოკის ნომერი იქნოდა 7 და თუკი, ცსკ-ს რაიმე განსხვავებული აზრი ჰქონდა, ჩვენთვის უნდა ეცნობებინა", - განაცხადა ხიდაშალმა.
არ არის კარგი, როცა ბოლო მომენტში შეგიცვლიან ნომერს, ხალხი, შესაძლებელია ავტომატურად შეცდეს,მერე ორივე შემოხაზოს და ბიულეტენები ბათილად ჩაითვალოს, ამით ხმები დაიკარგება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 25-მა ლექტორმა პროტესტის ნიშნად დატოვა 16:57 20.08.2012
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის 25-მა ლექტორმა პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტი დატოვა.
ამის შესახებ "პირWელს" ილიას უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა ლექტორმა გიორგი მიქანაძემ განუცხადა.
"გაათავისუფლეს ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მაია გონაშვილი და ამავე ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი აკაკი ცომაია. გარდა ამისა, ორივე მათგანი იყო კონკურსში გასული და ადმინისტრაციულის გარდა, აკადემიურ თანამდებობასაც ფლობდნენ და ორივე დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. მაია გონაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ფაკულტეტის შენება თავის გუნდთან ერთად დაიწყო, ფეხზე დააყენა, რეიტინგი მისცა. რამდენიმე თვის წინ მოსული დეკანი იბარებს და ეუბნება მას, რომ გათავისუფლებულია ორივე თანამდებობიდან. ასე არ შეიძლება. მითუმეტეს, აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლებას თავის პროცედურები აქვს. არ ვიცი რა ინტერესების მსხვერპლი გახდა მაია გონაშვილი, მაგრამ ფაქტია ის, რომ ამ ფაკულტეტზე არ ხდებოდა ჩაწყობები და ნაცნობობით ნიშნის დაწერები. ვცდილობდით სამართლიანად გვემართა პროცესები", - განაცხადა მიქანაძემ.
მისივე თქმით, დღეს ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის 25 ლექტორის წერილი გაიგზავნა რექტორთან, სადაც ისინი, პროტესტის ნიშნად, აღნიშნულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ.
"ამასთან, ჩვენი გადაწყვეტილება ბოლო დროს ილიას უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე უსამართლოდ, ეთიკური ნორმების დარღვევით, ადამიანის უფლებისა და თავისუფლების შემლახველ ცვლილებებს უკავშირდება. მოგიწოდებთ! ყველგან, ყველა ინსტიტუციაში მოითხოვეთ სამართლიანობის აღდგენა და ყოველთვის იბრძოლეთ სიმართლისთვის. ჩვენ ამით ხელს ვუწყობთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და ვეხმარებით მომავალ თაობებს. სხვა არანაირი ინტერესი არ გვამოძრავებს, გარდა იმისა, რომ დაისაჯონ დამნაშავეები. თუ ჩვენ ვართ დამნაშავეები, ჩვენ დაგვსაჯონ!" - დასძინა მიქანაძემ.
სააგენტოს უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ 25 თანამშრომლის უნივერსიტეტიდან წასვლის ფაქტი დაუდასტურა.
მისი თქმით, "აღნიშნული ფაქტი ნამდვილად უკავშირდება ერთ-ერთი თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტს, თუმცა უნივერსიტეტს კანონი ამით არ დაურღვევია".
"ძალიან სამწუხაროა, რომ მათ (25-მა ლექტორმა) უნივერსიტეტიდან წასვლა გადაწყვიტეს. ეს, რა თქმა უნდა, მათი უფლებაა. უნივერსიტეტს თანამშრომლის გათავისუფლებით კანონი არ დაურღვევია. ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც თანამშრომელი რეორგანიზაციის შედეგად იქნა გათავისუფლებული. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო დეკანმა. მას სურს, რომ საკუთარი კადრები ჰყავდეს და ამაში უკანონო არაფერია", - განაცხადა თევზაძემ.
მისივე თქმით, ლექტორების წასვლა სამწუხარო ფაქტია, თუმცა ამით უნივერსიტეტს რაიმე შეფერხება არ შეექმნება.
"უკვე მიმდინარეობს ძალიან გამოცდილ ლექტორებთან მოლაპარაკებები, რომლებიც სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტში გამოცდილებით გამოირჩევიან. ასე რომ, ახალ სასწავლო წელს რაიმე ზიანი არ მიადგება", - განაცხადა თევზაძემ.
ქართული ოცნება არავის არაფერს არ აძალებს.მე კიდევ 141 ნომრადაც რომ გამოიყვანონ 141-ს შემოვხაზავ. ის არის ცუდი რომ ოცნებას უკვე ყველაფერი 7 ნომერზე ქონია დამზადებული და ეხლა რადგან ფულის პრობლემაც აქვთ გაუჭირდებათ ახლიდან.ამათაც ჯერ გაერკვიათ და მერე დაებეჭდათ 7 ნომრიანები. მოკლედ ცსკოშიც ყველა დასაჭერია.
ქალი, რომელმაც გადაარჩინა, ლომმა წლების შემდეგ იცნო და ჩაეხუტა (ვიდეო)
droni.ge 04:02 01.08.2012
ამბავი ახალი არ არის, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავია, რომ არ ძველდება: მოქმედება კოლუმბიაში ხდება. ორმოცწამიან ფირზე ზოოპარკში, სპეციალურ გალიაში დამწყვდეული უზარმაზარი ლომისა და ქალის შეხვედრის სცენაა აღბეწდილი და კარგად ჩანს, უკანა თათებზე შემდგარი ლომი როგორ ჰყოფს გისოსებიდან ტორებს, გარეთ მდგარ ქალს მხრებზე აწყობს და ადამიანივით ეხუტება...
ამ კადრების წინაისტორია ასეთია: ჯერ კიდევ მაშინ, როცა ფირზე გადაღებული ლომი ბოკვერი იყო, მას ავტომანქანა დაეჯახა და საშინლად დაშავდა. ბოკვერი სიკვდილს სწორედ იმ ქალმა გადაარჩინა, რომელიც კადრში ჩანს: სახლში წაიყვანა, უპატრონა, ჭრილობები მოუშუშა, გამოკვება და კარგა ხანს ჰყავდა სახლში, თუმცა, კანონი მოითხოვდა, რომ უკვე წამოზრდილი ბოკვერი ზოოპარკისთვის ჩაებარებინა და ქალი ასეც მიქცა.
გავიდა წლები და ბოკვერი ლომი გახდა. ამ ხნის მანძილზე ქალი ზოოპარკში არ მისულა, თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს მისვლა გადაწყვიტა. საოცრად ემოციური შეხვედრა და ლომის საოცარი რეაქცია სამოყვარულო კამერით ზოოპარკის რიგითმა დამთვალიერებელმა გადაიღო და ამ კადრებმა მსოფლიო შემოიარა...