მთავარი » 2013»თებერვალი»5 » ბიძინა ივანიშვილი - თებერვლიდან გაზის ტარიფი 10%-ით შემცირდება
10:51
ბიძინა ივანიშვილი - თებერვლიდან გაზის ტარიფი 10%-ით შემცირდება
თებერვლიდან ბუნებრივი აირის ტარიფი 10%-ით შემცირდება. ამის
შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო
"შერატონ მეტეხი პალასში"
მიმდინარე ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ამ კუთხით მუშაობას კიდევ გააგრძელებს და იმედი გამოთქვა, რომ ტარიფის დაწევა კიდევ მოხერხდება.
"ალბათ, შეამჩნიეთ, რომ საქართველოში დაიწყო ფასების შემცირება.
ელექროენერგიის ფასი 21%-27%-ით შემცირდა, საწვავის 10%-ით. ასევე
შეინიშნება ფარმაცევტული პროდუქციის 30-დან 70%-მდე შემცირების ტენდენცია.
თუ ეს ესეა, იმის მაჩვენებელია, რომ ბიზნესმენებმა ყურად იღეს, რომ
მონოპოლიური ფასები არ უნდა იყოს და თვითონ დაიწყეს ფასის
დაკლება",-დასძინა ივანიშვილმა.
"გიგი უგულავა რომ მშიშარა იყო, ამაზე საუბრობდნენ და ამას სააკაშვილიც ამბობდა. ის ფაქტი, რომ პროკურატურამდეც ვერ მივიდა და გმირად უნდა რომ გამოვიდეს, მან პროკურატურამდე მისვლა ვერ გაბედა. პროკურატურამ მასზე გამონაკლისი გააკეთა, როგორც თბილისის მერზე. რაც შეეხება ღვინიაშვილს, მან მოითხოვა ჩამოდით ქუთაისში და დამკითხეთო. როდესაც მთავრობა მტკიცდებოდა, ღვინიაშვილმა მკითხა, დაპირებებს რატომ არ ასრულებო. მან მკითხა, ოქტომბერში რატომ არ ხნავო, თავისმა უმცირესობამაც კი დასცინა. ახლაც მსგავს უსუსურ სიტუაციაშია", - განაცხადა ივანიშვილმა.
მასწავლე შემო რა ძმა, მე მანდ ვერ შემოვდივარ და შენ შემოდი, ვიბაასოთ მარიხუანაზეც ქალებზეც და დასალევზეც, ხომ ხედავ მანდ ვერ ტვინავენ, ჩმორმა რა იცის დალევის და ქალის ფასი, შემო ბრატ ძველებურად ვიბაასოთ