მთავარი » 2013»თებერვალი»1 » ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დღეს საღამოს შეხვდება
10:22
ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დღეს საღამოს შეხვდება
მგონია, რომ "თავისუფალ დემოკრატებში" ხალხი შეგზავნილია
"ნაციონალური მოძრაობიდან", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა
ექსპერტებთან შეხვედრამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით
საგანელიძის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, არ ფიქრობს, რომ ამაში რაიმე დანაშაული "თავისუფალ დემოკრატებს" მიუძღვით.
"მართლაც არსებობს ის კითხვები, რაც საგანელიძემ დასვა. გუშინ მე დამხვდა
20 დემონსტრანტი ჩემს სახლთან და მათ შევხდი. ისინი აბაშიდან არიან
ჩამოსულები და მათ არ მოსწონთ ხელმძღვანელად არჩეული პირი და არ მოსწონთ
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აბაშის რაიონული ორგანიზაციის
არჩეული ლიდერი. გასაკვირი არის ის, რომ არც ერთი მათგანი "ქართული
ოცნების" წევრი არ იყო. მათგან სამი იყო "თავისუფალი დემოკრატებიდან".
საგანელიძეს აქვს ეჭვი და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ინსპირირებული
"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. მე არ ვფიქრობ, რომ აქ "თავისუფალი
დემოკრატების" დანაშაულია, მე მგონია, რომ იქაც შეგზავნილია ხალხი
"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და ისინი ახერხებენ სიტუაციის
ინსპირირებას", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე განცხადებით, დღეს
საღამოს ირაკლი ალასანიასთან აქვს შეხვედრა, რომლის დროსაც დასვამს
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს. პოლიტიკური
გაერთიანება "ქართული ოცნების" წარმომადგენელი დავით საგანელიძე "თავისუფალ
დემოკრატებს" რაიონული ორგანიზაციებიდან რიგი წარმომადგენლების გარიცხვის
მოთხოვნით მიმართავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებს, რომ "სხვა
დასკვნებს გამოიტანს". ამის შესახებ საგანელიძემ "ინტერპრესნიუსთან"
საუბრისას განაცხადა. საქმე სხვადასხვა რაიონებში, "ქართული ოცნების"
პარტიული ორგანიზაციების დაფუძნებისას მომხდარ ინციდენტებსა და ჩაშლილ
კონფერენციებს ეხება, სადაც დავით საგანელიძემ "ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის" აქტივისტები და მათთან ერთად, "თავისუფალი დემოკრატების"
წარმომადგენლები "ამოიცნო".
ჯაშუშები და გამყიდველები ყველთვის იყვნენ და იქნებიან, მაგრამ ჩემი აზრით, მათ უნდა ებრძოლო ისეთივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც ისინი მოქმედებენ, ანუ ფარულად.... მე, ოცნების ადგილას, ჩუმად გამოვავლენდი ასეთ ხალხს, მერე ''გამოვიჭერდი'' და დავსჯიდი იმის და მიხედვით, თუ რა ბრალს წავუყენებდი... ამით ''ორ კურდღელს'' დავიჭერდი, დავანახებდი ხალხს, რომ ოცნების წევრებიც ისევე ისჯებიან, როგორც ნაცების და ნაცებსაც ''პირში ბურთს ჩავჩრიდი''
პრემიერ–მინისტრის ხელფასი 4250 ლარს შეადგენს. როგორც საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურში აცხადებენ, დღემდე დარიცხული ხელფასი ბიძინა ივანიშვილმა სრულად გადარიცხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად.
რაც შეეხება ვიცე-პრემიერსა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, მისი თანამდებობრივი სარგო 3540 ლარია, რასაც, როგორც სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, კახა კალაძე ყოველთვიურად ონკოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვთა დასახმარებლად რიცხავს.
იმ ფაქტებიდან გამომდინარე რასაც მე ვფლობ ზურაბ ჟვანია მოკლულია და მე გოგლა ჟვანიას ის თანამდებობის პირიც დავუსახელე, რომელმაც თქვა, ჩემი ხელებით დავახრჩე ჟვანიაო”,- ამის შესახებ განცხადება ყოფილმა პარლამენტარმა ხათუნა ხოფერიამ გაზეთ “ასავალ-დასავალთნ” საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, გოგლა ჟვანია ამ ინფორმაციას პროკურატურას უკვე მიაწვდიდა და საბოლოო დასკვნაც მალე დაიდება.
“ოქრუაშვილის ის განცხადება, რომ ჟვანია არ მოუკლავთ მან საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა, თუმცა ჟვანია გამიზნულად მოკლეს, თუ შემოაკვდათ, ორივე შემთხვევაში ეს არის მკვლელობა “,- განაცხადა ხოფერიამ
ხოფერია ასევე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა.
“ძნელი სათქმელია რამდენად დიდი დანაკლისი იყო ზურაბ ჟვანია სააკაშვილისთვის და თუ ეს მართალია, მაშინ რატომ ერთხელ მაინც არ გასულა საფლავზე? ხომ უნდა ვიცოდეთ რატომ იყო მიშა არაადეკვატური იმ დღეებში, რატომ მიაბრუნეს გიორგი ბარამიძე გზიდან და რატომ დაჰყო მან პრეზიდენტთან 2 საათი, როცა მისი მეგობარი და ქვეყნის პრემიერი გარდაცვლილი იყო. დასანანია, რომ მთელი ამ 7 წლის მანძილზე არ უგრძვნია ეს დანაკლისი და სწორედ ამიტომაც დაასრულა თავისი კარიერა ასე სამარცხვინოდ “,- აცხადებს ხოფერია.
რამდენიმე წუთის წინ, „ლეიბორისტული პარტიის“ კომიტეტი ექვსმა წევრმა - გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა, იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ, აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ, საორგანიზაციო მდივანმა კონსტანტინე გუგუშვილმა, რეგიონალურმა მდივანმა გიორგი მთვარელიძემ და პოლიტიკური კომიტეტის წევრი აპარატის უფროსმა დავით ვერძეულმა დატოვა.
„ლეიბორისტულმა პარტიამ“ ასევე, გაავრცელა განცხადება, სადაც გამოთქვამენ წუხილს იმის შესახებ, რომ პარტიის რამდენიმე აქტივისტი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის „ანკესს წამოეგო“.
„ჩვენ, საზოგადოება თავის დროზე არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ პრემიერი ივანიშვილი და ყველა თავისი რესურსით და სპეცსამსახურით ცდილობს მისგან უმართავი და დაუმორჩილებელი "ლეიბორისტული პარტიის" დაშლას ან დისკრედიტაციას. სამწუხაროა, რომ როგორც ვვარაუდობდით ამ ანკესს წამოეგო პარტიის რამდენიმე აქტივისტი. ნაწილი არჩევნებამდე, ხოლო პატარა ჯგუფი დღეს. „ლეიბოსირტული პარტია“ ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ივანიშვილ-სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ და არ არსებობს ძალა, რომელიც ამ მიზანზე ხელს აგვაღებინებს“, - ნათქვამია „ლეიბორისტული პარტიის“ განცხადებაში.