ოთხშაბათი, 18.06.2025, 19:01
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » აგვისტო » 4 » ბეშუმში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა
07:06
ბეშუმში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

გაზეთი "ბათუმელები" ბეშუმში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს შორის შეხლა-შემოხლის შესახებ იუწყება.

გაზეთის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბეშუმში "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ჩავიდა. მასთან ერთად იქ იმყოფებიან მურმან დუმბაძე, სოზარ სუბარი და ქეთი დოლიძე.

გაზეთის ცნობით, ბეშუმში ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ადგილობრივებისთვის დღესასწაულის მისალოცად ჩავიდა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სცენასთან არ უშვებენ. მათ ალყაში მოაქციეს "ქართული ოცნების" მომხრეები და შეხლა-შემოხლა მიმდინარეობს.

"ბათუმელების" ცნობით, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ჟურნალისტებისთვის კამერების წართმევას ცდილობენ. ასევე, "ქართული ოცნების" ხულოს შტაბის წევრი თამაზ აბაშიძე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა წაიყვანეს.

პრეზიდენტმა, რომელიც ასევე ბეშუმში იმყოფებოდა, ტერიტორია უკვე დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"


ნანახია: 989 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 2701 2 3 ... 17 18 »
0  
1 ლერა   (04.08.2012 08:15) [Материал]
ვაიმე რა გვჭირს ხალხო, ესენი ქართველები არიან? რა არის ეს, რა უბედურებაა, სად, რომელ ქვეყანაში ხდება ეს, ომი უნდათ? სამოქალაქო ომი გვაკლია კიდევ? არ გვეყო რაც გადავიტანეთ? ......... ღმერთო დაიფარე ჩვენი ქვეყანა, მე არ ვიცი რა ვთქვა, ეს იქნება უკომპრომისო ბრძოლა ხელისუფლებისთვის, არ იქნება დანდობა და როგორც ყოველთვის იმარჯვებს ის, ვისაც ძალა აქვს.
მეტირება... ამის ღირსია საქართველო, ამისთვის იწირებოდნენ გმირები?
მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება? - არ მინდა, ალალად გპასუხობთ. თქვენ გინდათ? sad sad sad

0  
2 ლერა   (04.08.2012 08:17) [Материал]
გამარჯობა კი დამავიწყდა რომ მეთქვა.
გამარჯობა ყველას! smile

0  
3 ლერა   (04.08.2012 08:21) [Материал]
რომ მოეთრევიან ხელისუფლებაში, წასვლა რატომ აღარ იციან, ხელისუფლება ხომ უნდა შეიცვალოს, თუ მემკვიდრეობით გადაეცემა თქვან და გვეცოდინება მაინც. და ნუ დაარქმევენ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს დემოკრატიასთან, ფუუუუუ, აღარ მინდა არაფერი, ნერვები მომეშალა...

0  
4 ფეფე   (04.08.2012 08:39) [Материал]
გამარჯობათ დიდგორელებო.

სულ არ ჩანს, რომ სააკაშვილს დასავლეთში უსწავლია. ასე მრისხანედ, ცინიკურად და მუქარის ტონით იმეტყველებს ჩრდილოეთ კორეში, რუსეთში ან ირანში განათლება მიღებული პოლიტიკოსი, რომელსაც თავიდანვე "რაღაცა მიზნებისთვის" ამზადებენ ხოლმე.

სად არის ამ კაცში დემოკრატიული ღირებულებები? ხედავთ როგორ გაასპეტებული ლაპარაკობს? მე სულა არ მეშინია მაგის "განრისხებული" ტონის, მაგრამ არის მასა, სუსტი და დაუძლურებული, რომელზეც ასეთი მიმართვებით სააკაშვილი იმას შეძლებს, რომ შიში ჩაუნერგოს და იმის გაკეთება აიძულოს რას მის ინტერესებში შედის.

0  
5 ფეფე   (04.08.2012 08:43) [Материал]
ოლიმპიადის პოლიტიკური მხარე: პოლიტიკურ ზეწოლაზე, შუკვანის გარდა, კიდევ სამი სპორტსმენი ალაპარაკდა

ხელისუფლების მხრიდან სპორტსმენებზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის შესახებ, ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის გარდა, სხვა სპორტსმენებიც ალაპარაკდნენ. მათ მიერ 3 აგვისტოს საზოგადოებისადმი გავრცელებულ მიმართვაში ვკითხულობთ, რომ სპორტსმენები ოლიმპიადის წინ ზეწოლის ფაქტებზე ლაპარაკს იმიტომ ერიდებოდნენ, რომ ოლიმპიადაზე პრობლემები არ შეჰქმნოდათ, თუმცა ოლიმპიურ ნაკრებსა და სპორტულ სამყაროში შექმნილი არაჯანსაღი სიტუაცია, რაც სპორსტმენებზე ზეწოლით გამოიხატება, მათ საჯარო გამოსვლებისაკენ უბიძგებს, რაც იგეგმება კიდეც
ოლიმპიური ნაკრების საქართველოში დაბრუნებისთანავე.

”ღიად ვისაუბრებთ ყველა ფაქტზე, რომელსაც ხელისუფლება, თავისი ზონდერებით, ჩვენ წინააღმდეგ ახორციელებს. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ ყველა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელი ხელისუფლების მაღალჩინოსანია. სამინისტრო მოუწოდებს სპორტსმენებს, გამიჯნონ სპორტი და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა ერთმანეთისგან. ჩვენ გვაქვს მოქალაქეობრივი პოზიცია. სამინისტრომ სწორედ ეს მიიჩნია ჩვენს დანაშაულად და ამიტომ განახორციელა ზეწოლა ჩვენზე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერ სპორტსმენებზე. ხელისუფლება თავად ურევს ერთმანეთში სპორტსა და პოლიტიკას. ამას აკეთებდნენ მაშინ, როდესაც ზვიადაურის სურათები ჩამოგლიჯეს სპორტდარბაზების კედლებიდან, ახმეტაში ზვიადაურის სახელობის დარბაზს სახელი შეუცვალეს, როდესაც ძვლების დამტვრევითა და დენზე შეერთებით ემუქრებოდნენ ჩვენს მეგობრებს",- ვკითხულობთ 3 აგვისტოს გავრცელებულ მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ 2012 წლის ევროპის ჩემპიონი სამბოში ნოდარ მეტრეველი, ხუთგზის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი სამბოში უშანგი კუზანაშვილი, საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში ამბაკო ავალიანი და თავად ბეთქილ შუკვანი.

0  
6 ფეფე   (04.08.2012 08:44) [Материал]
ბეთქილ შუკვანმა 2 აგვისტოს ”ქართული ოცნების” ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და მისი მეგობარი, საქართველოს ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტი გია უდესიანი დაადანაშაულა. მათი აგრესია, შუკვანის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის, ”ქართული ოცნებისადმი” მისი ღია პოლიტიკური სიმპათიებით იყო გამოწვეული. სწორედ ამ ღია განცხადებებისგან თავის შეკავება ურჩიეს ძიუდოისტს. ბეთქილ შუკვანი ამბობს, რომ პირად საუბარში სპორტსმენთა უმეტესობა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურადაა განწყობილი, თუმცა ამაზე ლაპარაკის ყველას ეშინია. და ეს არ არის მხოლოდ ძიუდოისტების პრობლემა:

”მალე დაინახავთ და თავად დარწმუნდებით, რომ ძალიან ბევრი შემოუერთდება ”ქართულ ოცნებას”. ყველას ეშინია ამის ხმმაღლა თქმის, მაგრამ, იმედია, გადალახავენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ პირისპირ ყველასთან მაქვს ნალაპარაკევი. უბრალოდ, ვერ გამოდიან ასე ღიად და ვერ ამბობენ. ხალხი ხედავს რა მდგომარეობაა ქვეყანაში, რა უსამართლობა ტრიალებს. რაც შეეხება ზეწოლას, ამაზე მეტი ზეწოლა რა გინდა, ოლიმპიადაზე ვიყავი და დაჭერობანას მეთამაშებოდნენ, მეტი ზეწოლა რა გინდათ. საკმარისია თქვა ხმამაღლა ვინ მოგწონს, რომ იმწუთიდანვე იწყება ეს ზეწოლა.”

როგორც ძიუდოისტი აცხადებს, ის ლონდონიდან თბილისში ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე, მეგობრის დახმარებით დაბრუნდა. ამის მიზეზად კი გია უდესიანთან სწორედ მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო მოსალოდნელ კონფლიქტს ასახელებს:

”საფრთხეს ვგრძნობდი და იქ რომ დავრჩენილიყავი, იგივე განმეორდებოდა, გინება, ლანძღვა და მეც არ ვარ ისეთი, რომ ხმა არ ამოვიღო, პასუხს გავცემდი და რაც მოხდებოდა, ყველა მიხვდებოდა. თუ არაფერი ხდებოდა, მაშინ ათი კაცი რად უნდოდა, მარტო მოსულიყო და დამლაპარაკებოდა.“

0  
7 ფეფე   (04.08.2012 08:44) [Материал]
რადიო თავისუფლება: უდესიანს გულისხმობთ?

ბეთქილ შუკვანი: დიახ.
შუკვანის ჯერ კიდევ 2 აგვისტოს გაკეთებული განცხადებები - მათ შორის, ისიც, თითქოს მას სიტყვიერი შეურაცხყოფა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მიაყენა - იმავე დღესვე უარყო სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და თქვა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების" და ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის მიერ წამოყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა. ამავე შინაარსის კომენტარებს აკეთებდნენ დღის განმავლობაში ძიუდოს ფედერაციისა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები. 3 აგვისტოს კი ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება აღარ გამოეხმაუროს ამ საკითხს ოლიმპიადის დასრულებამდე

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი ლონდონის ოლიმპიადაზე ელგუჯა ბერიშვილი უსიამოვნო ფაქტად მიიჩნევს იმას, რომ ოლიმპიადის დღეებში პოლიტიკური შინაარსის საკითხებმა - კერძოდ, ბეთქილ შუკვანის ოლიმპიადიდან წამოსვლამ და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე გაკეთებულმა განცხადებებმა - ფაქტობრივად, გადაფარა სპორტული მოვლენები, მით უმეტეს, ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი გამოსვლების შემდგომ. ჩვენ მას ლონდონში დავუკავშირდით და ვკითხეთ, როგორი გამოხმაურება პოვა შუკვანის განცხადებებმა სპორტსმენებსა და საქართველოს დელეგაციის წევრებს შორის. შეიძლება თუ არა მართლაც ვისუბროთ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლაზე:

”უნდა დადასტურდეს ის ფაქტი, რომ შუკვანს მართლაც ემუქრებოდნენ, რომ მასთან რამდენიმე ადამიანი მართლაც მივიდა. თუ ეს მართალი აღმოჩნდა, მაშინ, ბუნებრივია, სხვა ტონალობაში და სხვა სიტყვებით მოგვიწევს ამ თემაზე ლაპარაკი. ფაქტია, რომ პრობლემა აშკარად ჩანს. თუმცა ვინ არის დამნაშავე,სანამ არ გარკვეულა ბევრი რამ, მტკიცებითი ტონით საუბარი არასწორი იქნება და არასერიოზული და აშკარად გამოაჩენს, რომ ერთი რომელიმე მხარის პოზიცია უჭირავს. მე რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე აქ, მათ შორის, ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ვახტანგ გეგელიას, რომელმაც თავი შეიკავა ყოველგვარი კომენტარისგან და მხოლოდ ის თქვა, რომ გამოიკვლევენ ყველაფერს და შეფასებებს შემდეგ გააცნობენ საზოგადოებას.”

0  
8 ფეფე   (04.08.2012 08:45) [Материал]
ელგუჯა ბერიშვილი ლონდონიდან ასევე იტყობინება, რომ შუკვანის განცხადებებზე ასევე არ ლაპარაკობენ ოლიმპიადაზე დარჩენილი ძიუდოსტები. რაც შეეხება ოლიმპიურ სოფელში მომხდარ ამბავს, რის გარშემოც კითხვები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია, ელგუჯა ბერიშვილი იხსენებს, რომ პირველი, რაც მან კახა ბერიძეს ჰკითხა, იყო ის, გაათენა თუ არა შუკვანმა ბოლო ღამე ოლიმპიურ სოფელში, რომელიც საკმაოდ დაცულია და იქ უცხო ადამიანებს მარტივად შესვლა არ შეუძლიათ:

”კახა ბერიძე ამბობს, რომ ის ღამე შუკვანს ოლიმპიურ სოფელში არ გაუთენებია. მას უთქვამს, რომ ლონდონში ნათესავი ჰყავდა და მასთან გადავიდოდა. თუ ეს მართლაც ასეა, გამოდის, რომ ის გარეთ იყო და გარეთ კი მასთან შეხვედრა პრობლემა არ იქნებოდა. ანუ სად მიმყავს ეს საუბარი - რამდენად შესაძლებელი იყო მასთან შეხვედრა და მართლა შედგა თუ არა ის საუბარი, რაზეც ბეთქილ შუკვანმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.”

თავისთავად იმ ფაქტს, რომ ოლიმპიადაზე აკრედიტებულმა ქართველმა ჟურნალისტებმა თბილისში ჩატარებული პრესკონფერენციიდან შეიტყვეს შუკვანის წასვლის ამბავი, „გამაოგნებელს“ უწოდებს ”მსოფლიო სპორტის” ჟურნალისტი ოთო მაღლაკელიძე:

”ყველა ამბობდა, რომ შუკვანი წაგებას განიცდიდა და ოთახში იყო ჩაკეტილი და ყველასთან კონტაქტს ერიდებოდა და ამ დროს თურმე ის ორი დღის წამოსული იყო თბილისში. არ მესმის, რატომ დამალეს ეს ინფორმაცია? გუშინ ძიუდოს ფედერაციამ გააკეთა განცხადება, ჩვენთან შეთანხმებული იყო შუკვანის წასვლა და არსად არ გაქცეულაო. თუ არ გაქცეულა და არ გაპარულა, რატომ არ ხმაურდებოდა ეს ამბავი? საიდუმლოებით მოცული რატომაა ეს ამბავი ? იგივე ფედერაციამ ამის შესახებ განცხადების გაკეთება რომ დააპირა, ნახევარი საათით ადრე შევიტყვეთ და ბევრმა ვერც მოასწრო გასაშუქებლად მისვლა.”

თავად ბეთქილ შუკვანთან გასაუბრების საშუალება, განსაკუთრებით წაგებული შეჯიბრის შემდეგ, ჟურნალისტებს აღარ მისცემიათ. შესაბამისად, ჟურნალისტებისათვის უცნობი იყო ძიუდოსტის განწყობა. ლაპარაკობენ თუ არა რაიმე ნიშნით ზეწოლის შესახებ ოლიმპიადაზე მყოფი სხვა სპორტსმენები თუნდაც პირად საუბარში ან შესამჩნევია თუ არა ერთგვარი დაძაბულობა? - პასუხად ოთო მაღლაკელიძე გვეუბნება, რომ გარედან ამის შემჩნევა შეუძლებელია და რომ ამ თემაზე ლაპარაკს ყველა ერიდება.

0  
9 ლერა   (04.08.2012 08:47) [Материал]
ფეფე, როგორ ხარ? შენც ჩემსავით გაბრაზებული ხარ? რა შავ დღეშია ხალხი ხედავ?

0  
10 ლერა   (04.08.2012 08:50) [Материал]
მოკლედ, ყველას დარხეული აქვს, თუ ნაცების მხარეს არ არის, გინდა სპორტსმენი იყოს, გინდა რეჟისორი... ამას უნდა მოეღოს ბოლო, თუ არადა საბოლოოდ დაერხევა საქართველოს, ამათ რა გაუძლებს ამ ღორებს... angry

0  
11 ფეფე   (04.08.2012 08:52) [Материал]
გამარჯობა ლერა. ხო, გაბრაზდები ადამიანი აბა რას იზამ? სააკაშვილი რომ ავირჩიეთ, იმიტომ ავირჩიეთ, რომ თავისუფლება, დემოკრატია და წინსვლა გვინდოდა ქვეყნის. ამამ აბა რა მოგვიტანა?

გარეგნულად კი გაკეთდა ბევრი რამ. შენობები გარემონტდა, გზები დაიგო და დაბალ ინსტიტუციებში კორუფცია აღმოიფხვრა.

სამაგიეროდ სხვა მხრივ გართულდა ბევრი რამ. ადამიანს გონებას და აზროვნებას უხშობენ, ზომბირებულებს, მშიშრებს და უსინდისოებს ხდიან.

0  
12 ფეფე   (04.08.2012 08:56) [Материал]
ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 3 აგვისტო

ლონდონის ოლიმპიადის ამბები დღეს პრესის პირველ გვერდებზეა. ერთი მხრივ, ამის მიზეზია სპორტული შედეგებით იმედგაცრუება, მეორე მხრივ კი, ყურადღების ცენტრში მოექცა ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანთან დაკავშირებული ამბავი.

“ქართული სკანდალი ოლიმპიადაზე” – “რეზონანსში” წაიკითხავთ ამ სათაურით სტატიას, რომელშიც ბეთქილ შუკვანთან ინტერვიუც არის ჩართული. ის “ქართული ოცნების” მიმართ მის მიერ დაუფარავად გამოხატული სიმპათიის გამო სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან უარყოფით დამოკიდებულებასა და კონფლიქტზე ლაპარაკობს და ლონდონის ოლიმპიადიდან წამოსვლის შესახებ ჰყვება: “იმ საღამოსვე მინდოდა წამოსვლა, მაგრამ ქალაქიდან შორს ვიყავით და ვერ ვერკვეოდი. ბილეთის დაჯავშნაც არ ვიცოდი. ჭიდაობის შემდეგ ორი დღე ოთახში ვიყავი ჩაკეტილი, გარეთაც არ გამოვსულვარ. ბიჭების “ბალელშიკობაც” ვერ შევძელი, ვიცოდი, რომ დამხვდებოდნენ და იმიტომ. ჩემი მეგობარი ცხოვრობს ხორვატიაში, მას ვთხოვე ბილეთი დაეჯავშნა და ის დამეხმარა”.

“24 საათის” ლონდონში მყოფი კორესპონდენტი წერს, რომ “იმ გრაფიკს, რომელიც ქართულმა დელეგაციამ ოლიმპიადის დაწყებამდე შეადგინა (7-8 მედალი) ძალიან ჩამოვრჩებით. ახლა გათვლებს თუ დავიწყებთ, ნათელი გახდება, რომ ამდენი მედლის აღება გაგვიჭირდება, მაგრამ თუ ჭიდაობის სამივე სახეობაში თითო ოქროს მოვიგებთ, ეს უკვე რეალური და ძალიან კარგი შედეგი იქნება”.

“ქართუ ბანკში” დროებითი მმართველის ყოფნის დროს მომხდარი დარღვევებისა და დროებითი მმართველის “ქართუ ბანკში” კიდევ ერთხელ შესვლის ალბათობაზე “ვერსიას” ბანკის ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი ესაუბრება. ძირითადი თემა 4 დეველოპერულ კომპანიასთან დროებითი მმართველის მიერ გაფორმებული 50 მილიონიანი ხელშეკრულებაა: “ამ ხელშეკრულებაში ყველაზე მეტად გაუგებარი ერთი პუნქტია, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ფული სულ სხვა დანიშნულებით უნდა გაიცეს და აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ: მაგალითად, დეველოპერს ერთ ჩარიცხვაზე 15 მილიონი ლარი ერიცხება, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, რადგან 15-მილიონიანი ობიექტი 1-2 წლის მანძილზე შენდება, ამიტომ ნებისმიერი ბანკი მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში და, მათ შორის, “ქართუ ბანკიც”, ასეთ სესხებს ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების შესაბამისად გასცემს” - ამ და სხვა დარღვევებზე უყვება “ვერსიას” ნოდარ ჯავახიშვილი. ის ბანკის არალიკვიდურობის დადგომისა და ბანკში დროებითი მმართველის დაბრუნების საფრთხეზე ლაპარაკობს.

“ხელისუფლებამ ქვეყნიდან ქონების გატანა დაიწყო” – “ახალი თაობის” პირველ გვერდზეა გამოტანილი ეს სიტყვები “სახალხო კრების” ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი ბათიაშვილთან ინტერვიუდან. მას ჟურნალისტი ეუბნება: “ვრცელდება ინფორმაციები, რომ ეს რამდენიმე დღეა ხელისუფლების განძით დატვირთული თვითმფრინავები მიფრინავს თბილისის აეროპორტიდან. დაგროვილ სიმდიდრეს და ქონებას ეზიდებიანო...”. ბათიაშვილი პასუხობს: “პირადად ჩემი თვალით არ მინახავს, თუმცა ამის შესახებ მეც გავიგე. ეს ინფორმაციები ტრიალებს და ხელისუფლება რომ პანიკაშია, სააკაშვილი რომ პანიკაშია, ამაში ორი აზრი არ არის. რასაკვირველია, მათ, უპირველეს ყოვლისა, აღელვებთ თავისი ქონების საკითხი. ის უზარმაზარი, მილიარდობით ქონება, რომელიც მათ დააგროვეს ძარცვა-გლეჯით მთელი ამ წლების განმავლობაში”.

საქართველო-იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 20 წლის თავის აღნიშვნის კონტექსტში, “საქართველოს რესპუბლიკა” იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ინტერვიუს აქვეყნებს. შეკითხვაზე, საქართველოს რითი იცნობენ იაპონელები, იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პასუხობს: “იაპონიაში საქართველო ცნობილია ქართული ღვინით, ქართული მაწვნით და სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით. ასევე, ჩვენთან კარგად იცნობენ კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის სფეროში მოღვაწე ქართველებს. მაგალითად, იაპონიის წამყვან ტრადიციულ სპორტ სუმოში სამი ქართველი მოღვაწეობს, რომლებსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ სუმოს სამყაროში. ასევე იაპონიაში ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს საქართველოს სიამაყეს, მსოფლიო ბალერინას ნინო ანანიაშვილს, რომელიც უკვე მრავალი წლის განმავლობაში ატარებს წარმოდგენებს იაპონიაში”, - ამბობს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი “საქართველოს რესპუბლიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც საქართველო-იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 20 წლის შესრულებას ეძღვნება.

0  
13 ფეფე   (04.08.2012 09:04) [Материал]
ირაკლი ბათიაშვილი: „ხელისუფლებამ ქვეყნიდან ქონების გატანა დაიწყო“

„ჩვენი ხელისუფლების ქმედებებს კარგა ხანია უკვე ვერანაირი კრიტერიუმებით ვეღარ შეაფასებ. ირგვლივ ყველაფერი დაყადაღებულია და ამაზე ახალს და განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი. დღეს ჩვენ უნდა გვაღელვებდეს არა ის, რას აკეთებს ისტერიკაში მყოფი ხელისუფლება, რომელიც სრულ თვითნებობაზეა გადასული, არამედ უპირველესად უნდა გვაღელვებდეს, რატომ დუმს საერთაშორისო საზოგადოება ყოველივე ამაზე“ – აცხადებს სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი.

ირაკლი ბათიაშვილს აინტერესებს, რატომ არ რეაგირებს დიპლომატიური კორპუსი ყოველივე იმაზე, რაც „ქართუ ბანკის“ ირგვლივ ხდება. „ჩვენ ყველას ერთად, მთელ სამოქალაქო საზოგადოებას და არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და რომელიმე პარტიას გვმართებს, ძალიან სერიოზლუად ხმა ამოვიღოთ, ელემენტარულად მოვითხოვოთ დიპლომატიური კორპუსისგან სათანადო რეაგირება ყოველივე ამაზე. ეს რომ გაკეთებინა პუტინს, ეს რომ გაეკეთებინა ვინმე სხვას, ხომ წარმოგიდგენიათ რა ამბავს ატეხდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. რა ამბავს ატეხდენენ ევროსაბჭოში, რა ამბავს ატეხდნენ ელჩები. 21-ე საუკუნეში პირდაპირ ხდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა, კერძო საკუთრების დაყაჩაღება, თავხედური ფორმით ქონების დაყადაღება და ამ ყველაფერზე არის დუმილი“.

ბათიაშვილი ვარაუდობს, რომ ყველა მოლოდინის რეჟიმშია გადასული და ცვლილებებს ელოდებიან. „ახლა ყველაფერი ისეთ პიკზეა მისული, ისეთ აგონიამდეა მისული, რომ როგორც ჩანს, კვანძის გახსნა იქნება. მთელი უბედურება ის არის, რომ აშკარად ჩანს, სააკაშვილი არ აპირებს ხელისუფლების დათმობას, ასე ვთქვათ, ხავერდოვანი გზით“.

სახალხო კრების ლიდერი ხელისუფლების ქონების თვითმფრინავებით საზღვრებს გარეთ გატანაზეც აკეთებს კომენტარს: „პირადად ჩემი თვალით არ მინახავს, მაგრამ ამის შესახებ მეც გავიგე. ეს ინფორმაციები ტრიალებს და ხელისუფლება რომ პანიკაშია, სააკაშვილის რომ პანიკაშია, ამაში ორი აზრი არ არის. რასაკვირველია, მათ უპირველეს ყოვლისა აღელვებთ თავისი ქონების საკითხი. ის უზარმაზარი, მილიარდობით ქონება, რომელიც მათ დააგროვეს ძარცვა-გლეჯით მთელი ამ წლების განმავლობაში და მთელი მათი პრობლემა სწორად ამასთან არის დაკავშირებული, რა უყონ ამას“.

ბათიაშვილის თქმით, არჩევნები ხალხის ქუჩაში გამოსვლის თუ არ გამოსვლის მიუხედავად მაინც ჩატარდება, თუმცა არ გამორიცხავს პროვოკაციას. „მათ შეუძლიათ, ისეთი პროვოკაცია მოაწყონ, რომ მერე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ, ეს უკვე სხვა ამბავია. უბრალო მიტინგის დარბევით საგანგებო მდგომარეობას ვერ გამოაცხადებენ. თუ მათ გეგმაში აქვთ, რომ რაღაც ისეთი პროვოკაცია მოაწყონ, შეიარაღებული დაპირისპირების თვალსაზრისით, რომლის საფუძველზეც შეძლებენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მაშინ მათ ექნებათ საშუალება, არ ჩაატარონ არჩევნები“.

სახალხო კრების ლიდერის განცხადებით, სააკაშვილის არაპროგნოზირებადობა ართულებს რაიმედ წინასწარ განსაზღვრას, თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელი იქნება და მათ შორის გაყალბებაზე. „ასეთ კვლევებს კვლავ ჩაატარებენ, ეცდებიან, შეაგუონ ქართველი საზოგადოება, რომ ეს ასე იქნება და ისინი შეეცდებიან ყველანაირად, არჩევნებზეც ეს შედეგები დადონ, ანუ ამ ციფრებით გაიფორმონ არჩევნები.“

0  
14 ფეფე   (04.08.2012 09:16) [Материал]
ბათიაშვილის ფანი არ ვარ. მიუხედავად ამისა უნდა დავეთანხმო რასაც ამბობს. რუსეთს რომ გაეკეთებინა ასეთი რამ, აქამდე დასავლეთი, ევროპის საბჭო თუ მედია ფეხზე დადგებოდა. სამი პანკი მომღერალი ქალი დააკავეს რუსეთში, ეკლესიაში მარიამს ევედრებოდნენ პუტინი მოგვაშორეთო, დახტოდნენ და გაჰყვიროდნენ.იმ ქალებს 7 თუ 8 წელი მიუსაჯა სასამართლომ. მაგაზე ყურები წაიღეს აქ. დღეში ცხრაჯერ აჩვენებდნენ, ნახეთ რუსეთი რა სასტიკად უსწორდება ოპოზიციონრებსო. ან ტიმოშენკოსთან დაკავშირებით რა ამბავი ატეხეს აქაურმა პოლიტიკოსებმა. რამის ევროპის ჩემპიონატს უკრაინაში ბოიკოტიც კი გამოუცხადეს.

საქართველოში ამდენი უკანონობა ხდება: ყოველ დღე პატიმრები კვდებიან ციხეებში, პოლტპატიმრებით ივსება საკნები, ხალხზე ზეწოლა და ტერორი ხორციელდება. თავისუფალი პრესა და მედია იზღუდება. ჟურნალისტებს არ ეძლევათ თავიუფლად მუშაობის საშუალება. ამას რა ვერ ხედავს დასავლეთი? აბა რას აკეთებენ ელჩები და კონსულები რომ ასკუპიან თბილისში?

0  
15 არალე   (04.08.2012 09:20) [Материал]
ჯერ კიდევ რამდენი გიგა ლიპარტელიანი გვყავს საქართვლოში angry

ახალგაზრდები დაგვიმახინჯა სულიერად ამათმა იდეოლოგიამ, მზად არიან თანამემამულეს თავი გაუხეთქონ და აზრზე არ არიან რატომ
იმიტომ რომ, ოფისში დაავალეს ასე და ფიქრის უნარი კი დაკარგული აქვთ

1-15 16-30 31-45 ... 241-255 256-270
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აგვისტო 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025