ბესელია: ყოფილი ჩინოვნიკები სამართალს ვერ დაემალებიან
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელიას თქმით, წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები სამართალს ვერ დაემალებიან. როგორც ბესელია ამბობს, ადრე თუ გვიან ყოფილი ჩინოვნიკები მართლმსაჯულების წინას წარდგებიან. „ბუნებრივია, მათ აქვთ ძალიან დიდი კონტაქტები. ვსაუბრობ ადეიშვილზე, კეზერაშვილზე, ახალიაზე ან სხვა ასეთი კატეგორიის ყოფილი თანამდებობის პირებზე. მათ დიდი ფინანსური რესურსი და დიდი შესაძლებლობები აქვთ იმისთვის, რომ მოძებნონ მათთვის ხელსაყრელი და უსაფრთხო ადგილი. მაგრამ საერთაშორისო ძებნის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ქვეყნები ჩაერთვება ამ პროცესში, სადაც შესაძლებელია ეს ადამიანები იმალებოდნენ. თუმცა სამართალი ყველას კართან დააკაკუნებს და მას ვერავინ ვერ დაემალება," - ამბობს ეკა ბესელია.
დავით კირვალიძე: პროდუქციის ხარისხის კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება მსგავსი შეხვედრები პრობლემების აღმოჩენის საუკეთესო საშუალებაა,- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ, ბიზნესმენებთან შეხვედრის დასრულებისას განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის შიდა ბაზარზე სურსათის უვნებლობის პრობლემებს, უხარისხო პროდუქციის შემოტანას შეეხო.
"აღნიშნულ პრობლემას სახელმწიფო ებრძვის და პროდუქციის ხარისხის კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება, რათა დაცული იყოს მომხმარებლის უფლება და კეთილსინდისიერმა მეწარმემ საქმიანობა კონკურენტულ პირობებში შეძლოს. მან დაბალხარისხიან და საეჭვო რეპუტაციის მქონე პროდუქტის იმპორტირებისას ბაზარზე თავისი ადგილი არ უნდა დაკარგოს". - განაცხადა დავით კირვალიძემ.
შეგახსენებთ, რომ "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები ბიზნესმენებს შეხვდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და გიორგი ვაშაძის სიტყვიერი დაპირისპირების დროს დარბაზი იმიტომ დატოვა, რომ სხვა შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან.
"ცოტა იმედგამაცრუებელი იყო ჩემთვის, რომ მიმდინარე დისკუსიის ინტენსიური ნაწილის თარგმანს თარჯიმანი ვერ ასწრებდა. არასამთავრობოების გუშინდელ ფორუმს ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შეკრებილები იყვნენ როგორც ოპოზიციის, ისე მთავრობის წარმომადგენლები. ყველა მათგანი ხაზს უსვამდა ისეთ მნიშნელოვან პრინციპებს, როგორიცაა მშვიდობიანი დიალოგის აუცილებლობა, კანონის უზენაესობა, სამართლიანი მართლმსაჯულება და შერიგება", - ამბობს ნორლანდი.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი ვაშაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება, არასამთავრობოების მიერ გამართულ კონფერენციაზე, მოხდა. სწორედ ამ შელაპარაკების დროს ამერიკის ელჩმა უკმაყოფილო სახით მოიხსნა ყურსასმენები და დარბაზი დატოვა.
მე ვერ ვხვდები, რატომ სხედან ყველა მოლაპარაკებებზე თუ შეხვედრეზე დასავლეთიდან წარდგენილი დიპლომატები. მაგათ გარეშე უკვე აშკარად აღარაფერი წყდება... ხომ ხედავთ როგორ წამოგვაჯდა თავზე დასავლეთი და როგორ წამოგვასვა სააკაშვილი და მისი ბანდა.
ეს არის ზუსტად თანამედროვე კოლონიზაცია. კონსტიტუციაშიც თუ ჩაწერენ, რომ საქართველო არ აქვს უფლება დასავლეთის გარდა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების, მაშინ ეს ყველაფერი ოფიციალურად ფორმდება.
ჩვენ გავხდებით (ტუ უკვე არ ვართ) დასავლეთის, კერძოდ ამერიკის კოლონია.
ბანკ ”რესპუბლიკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ბიზნესში არის თავისუფლება და შიში აღარ არსებობს. ამიტომ, პაპაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოში ბევრი კაპიტალი შემოვა. მისი აზრით, საინვესტიციო ფონდები უცხოელი ინვესტორებისა და მსხვილი საინვესტიციო ბანკების მოზიდვის საშუალება გახდება. ლაშა პაპაშვილის ვარაუდით, ფონდებში დამფუძნებლებად უცხოეთში მცხოვრები მდიდარი ქართველები გამოვლენ. მისი თქმით, საინვესტიციო ფონდების დაფინანსებაში მონაწილეობას ალბათ პრემიერ-მინისტრიც მიიღებს.
ლაშა პაპაშვილი ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის საჭიროებას ვერ ხედავს. მისი თქმით, თუკი ზოგადი დამოკიდებულება ისეთი იქნება, რომლის შესახებაც არის საუბარი, ომბუდსმენობის საჭირო აღარ იქნება. ”ბიზნესომბუდსმენი მე არ მჭირდება,” - თქვა პაპაშვილმა.
ამ ორ-სამ თვეში საკმაოდ ბევრი კარგი ცვლილება მოხდა ქვეყანაში და საღ თვალს არ უდან გაუჭირდეს ამის დანახვა და შეფასება. წარმოიდგინეთ რა პირობებში უწევს ახალ ხელისუფლებას მუშაობა. ნაციონალები ყველა კუთხე-კუნჭულში არიან ჩასაფერებულები და ცდილობენ იმიჯი შეურყიონ ახალ მთავრობას. საბედნიეროდ მაგათ მცდელობებს მათთვის სასურველი შედეგი არ მოყვება, თუმცა რიგით მოქალაქეებს თუ პოლიტისებს ნერვების წყვეტა გარკვეული დროით კიდევ ელით.
ფეფე, მეც, შენც და სხვა ბევრი ვხედავთ ამ ცვლილებებს, ქვეყნის შიგნით, მაგრამ სააკაშვილი და ნაცები, კარგად გაწვრთნილი ნაძირალები არიან და ამაში ხელს უწყობს დასავლეთიც და ამერიკაც... თუ საერთაშორისო მაშტაბით ეკონომიური ბლოკადა გამოგვიცხადეს, ეს ძალიან ცუდად დამთვრდება ჩვენთვის და ძალიან გაახარებთ ნაცებს, ეგენი ქვეყნის მტრები არიან, წინასწარ აქვთ გეგმა შემუშავებული, როგორ უნდა მოიქცნენ და მიაღწიონ მიზანს, ეს კგბ-ს ძველი მეთოდებია, რაც ახლაც გამოიყენება წარმატებით... მაგათთვის ხალხის გაწირვა არაფერია, უფრო მეტიც, აუცილებელიც არის >(
რუსთავი 2“-ის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია დღეს, სოციალური ქსელის მეშვეობით მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ტელეკომპანიის 12-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ბუტა რობაქიძის მკვლელობის კადრები გავიდა.
ამ დროისთვის „რუსთავი 2“-ის ოფისთან სამოქალაქო საზოგადოების 200-მდე წარმომადგენელია შეკრებილი. მათთან ერთად ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძეც იმყოფება. მისი განცხადებით, აღნიშნული კადრების გავრცელება გურამ დონაძის მიერ დადგმული სპექტაკლია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, აღნიშნული ვიდეომასალა საქმეზე ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ პროკურატურაში მიიტანა. კადრები მძიმე საყურებელია. ვიდეოში ისმის გასროლის ხმაც, სავარუდოდ, სწორედ ამ ტყვიამ იმსხვერპლა ბუტა რობაქიძე. კადრებში ასევე გარკვევით ჩანან მიწაზე დაწვენილი ახალგაზრდები, რომელიც პატრულის მიერ გაჩერებულ ავტომანქანაში რობაქიძესთან ერთად იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, კადრებში ჩანს ბუტა რობაქიძეც, რომელსაც ტყვია უკვე მოხვედრილი აქვს. ამასთან, ვიდეომასალაში ისმის როგორ ეუბნება პატრული ოპერატორს გადაიღოს მანქანაში აღმოჩენილი იარაღი და კადრშიც ჩანს, იარაღი, რომელიც ავტომობილის წინა სავარძლის ქვევითაა განთავსებული. რობაქიძის ოჯახი აცხადებს, რომ კადრები დამონტაჟებულია და ახალგაზრდებს არანაირი იარაღი არ ჰქონიათ.
ვასილ მაღლაფერიძე - ამ მდარე შოუს საქართველოში ობიქტურობა ეწოდება ვასილ მაღლაფერიძე - ამ მდარე შოუს საქართველოში ობიქტურობა ეწოდება 19/02/13 18:03 ტელეკომპანია "მეცხრე არხის" გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე დღეს გავრცელებულ კადრებს ეხმაურება. "მოდელირებული ქრონიკა" გახსოვთ – დამონტაჟებული და კანონის დარღვევით გავრცელებული დეზინფომაცია?! აგენტებზე რომ იყო ფილმი, გვარამიას რეჟისორობით. ბადრი პატარკაციშვილის დამონტაჟებული და მთლიანად შინაარსშეცვლილი ინტერვიუ. კიდევ რამდენი ასეთი?! ყველაფერი ეს შერჩათ და ურცხვად აგრძელებენ დეზინფორმაციულ პარპაშს, თითქმის მთლიანად დაიკავეს საინფორმაციო სივრცე და დღის წესრიგს აწესებენ. მთავარი პროკურორის განცხადებით ყოფილი ხელისუფლების დროს 300–ზე მეტი ადამიანი მოკლეს და ეს იყო სისტემური დანაშაული. ახსნას ვინმემ სისტემური სახელმწიფო დანაშაული როგორ უნდა მომხდარიყო პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერმინისტრის, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის და სხვა ლიდერების გარეშე. ან 200–ზე მეტი პოლიტპატიმარი მათ უკითხავად შეყარეს ციხეებში?! ცხადია, არა! ჰოდა თუ არა, მაშინ კოჰაბიტაცია ვისთან ხდება და რამდენად შესაბამისობაშია ასეთი კოჰაბიტაცია ზნეობასთან და კანონთან?! ან საპარლამენტო საგამოძიებო კომისია სად არის, რომ უნდა შექმნილიყო?! იმის მაგივრად ამ თემებზე ვსაუბრობდეთ, საზოგადოება ნაციონალური დეზინფორმაციის შტურმს განიცდის. ახლა რა ვქნათ, მივუსხდეთ საღამოს ტელევიზორს და ვუცქიროთ ფსევდოდებატებს, სადაც ჟურნალისტები ერთმანეთის პირისპირ დასვამენ ყოფილ კანიბალებს და მათი ინტელექტუალური "გამპრავებლებს", ხოლო მეორე მხარეს მათგან შეჭმას გადარჩენილებს და იქნება დედის გინება და ნაძირალას ძახილი. და ამ მდარე შოუს საქართველოში ობიქტურობა ეწოდება", - წერს ვასილ მაღლაფერიძე.
"რუსთავი 2" ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემზარავ კადრებს ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა, რომელიც რობაქიძის მკვლელობის ღამით, 2004 წლის 23 ნოემბერსაა გადაღებული, მთავარ პროკურატურაში დღეს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ მიიტანა, რომელიც ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება.
კადრების მიხედვით, სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე პოულობენ ავტომატ "კალაშნიკოვს" და პისტოლეტს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ეს კადრები არ არის სრული ვერსია, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ მოიპოვა.
როგორც ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, მის მიერ ჩატარებული გამოძიების დროს მან დაადგინა, რომ ამ მანქანაში მჯდომი ადამიანებიდან არც ერთი არ იყო ბუტა რობაქიძის მეგობარი, მხოლოდ ერთი იყო ნაცნობი.
"მე მოვიპოვე ეს კადრები. ეს არის უმძიმესი, საშინელი კადრები. ერთი ცალი ნივთმტკიცებად პროკურატურაში მოვიტანე. ეს კადრები მხოლოდ ჩემს შვილს აქვს ნანახი, რომელიც არის 21 წლის. ჩემს შვილსაც არ სჯეროდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ შეიარაღებულნი", - განაცხადა ფირცხალავამ.
მისი თქმით, მისთვის არ არის ცნობილი, რატომ იცრუეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების შემდეგ, რომ მანქანაში იარაღი არ იყო.
სოსო რობაქიძე - მე ვნახე ჩემი შვილი, რომელიც სუნთქავდა და არ უშველეს სოსო რობაქიძე - მე ვნახე ჩემი შვილი, რომელიც სუნთქავდა და არ უშველეს 19/02/13 18:26 "თუ ჩემი შვილი დამნაშავეა, არ ვიტირებ, თუ არადა, ამაზე პასუხს აგებს ყველა, წინა მთავრობაც და ახლანდელიც. მე ვნახე ჩემი შვილი, რომელიც სუნთქავდა და არ უშველეს... თუ ასეა, სისხლი სისხლის წილ იქნება!", - ეს განცხადება ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა. სოსო რობაქიძემ დღეს გავრცელებულ კადრებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ კადრებს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. სოსო რობაქიძე ფირცხალავას მიერ გავრცელებული კადრების სრულად ჩვენებას ითხოვს.
"ფირცხალავა, რომელიც იქ არ ყოფილა, დონაძე, რომელიც ასევე აცხადებდა რომ იქ არ ყოფილა, მაშინ როგორ მოხვდა ეს კადრები იქ? თუ ეს კადრები იყო, რატომ თავის დროზე არ მოსთხოვა დონაძეს? ის, რომ კადრები გამოჩნდა დღეს და არა 9 წლის წინ, ნიშნავს, რომ ეს არის დადგმული სცენა, სად წაიღეს ის ავტომატი, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში აჩვენებდნენ, რომ ჩემს შვილს თავქვეშ ედო? თუნდაც იარაღი აღმოეჩინათ, უნდა დააპატიმრო ადამიანი და პასუხი აგებინო და არა მოკლა. აჩვენონ კადრები ბოლომდე, ეწინააღმდეგებოდა ჩემი შვილი ვინმეს და მაგიტომ მოკლეს? თუ დამნაშავე იყო, არ ვიტირებ, თუ არადა, მე მივალ სტრასბურგამდე თუკი ეს საქმე ბოლომდე არ მივა. ამაზე პასუხს აგებს ყველა, წინა მთავრობაც და ახლანდელიც. მე ვნახე ჩემი შვილი, რომელიც სუნთქავდა და არ უშველეს... თუ ასეა, სისხლი სისხლის წილ იქნება!" - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
დღეს ისეთი დათრგუნული ვარ ამ კადრების ხოლვით, რომ სარამოს შემოვალ საიტზე ცოტა ნერვები რომ დამიწყნარდება.. ეხლა ფეისზე ვარ და იქ ვიცლები ბოღმისგან, თუ რამეა იქ მნახეთ :* ძალიან გამწარებული ვარ ამ ყველაფერზე და ისევ ჩვენ,. ოცნების მომხრეები ვიჩაგრებით სამწუხაროდ
საშინელი ტრაგედია დაატყდა ამ ოჯახს ლონდა. საწყალი დედ-მამა როგორ დაღუპეს და გაანადგურეს... როგორ არის მამამისი გამწარებული. სამართალი დღემდე ვერ იპოვა კაცმა...
და ჩვენ წარმოვიდგინოთ, რამდენი ასეულობით ოჯახია ასე გამწარებული საქართველოში.
პრეზიდენტმა სოფო ნიჟარაძეს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო 6 თებერვალს მომღერალი სოფო ნიჟარაძე იუბილარი იყო. ამ დღესთან დაკავშირებით მომღერალმა უამრავი მილოცვა მიიღო. ერთ-ერთმა მილოცვამ კი სოფო თურმე შოკში ჩააგდო და კარგა ხანს გონზე ვერ მოდიოდა.
როგორც სოფოს მეგობრები ჰყვებიან, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მანქანით მიმავალი ნინა წკრიალაშვილი და იუბილარი სოფო პატრულმა გააჩერა და დაახლოებით ათი წუთი არ უშვებდა. გაჩერების მიზეზსაც არ ეუბნებოდნენ. სოფო ძალიან გაბრაზებულა. ამ დროს პატრულის მეორე მანქანა მივიდა და სოფოს ვარდების დიდი თაიგული გადასცეს. სოფომ ამ მომენტის ამსახველი ფოტო "ფეისბუქზე" დადო და კომენტარიც დაურთო, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო სიურპრიზი იყო. როგორც ამბობენ, სოფოს თაიგული პრეზიდენტმა გაუგზავნა. გახარებული სოფო თურმე მეგობრებს ემოციებს არ უმალავდა და ამბობდა, როგორ ვუყვარვარ, რომ ასეთი დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, მაინც ჩემზე ფიქრობსო.
უკვე დიდი ხანია, აქტიურად ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილსა და სოფო ნიჟარაძეს ერთმანეთი ძალიან უყვართ, ამიტომაც არავის უკვირდა სოფოს მიუზიკლებში მიღებული მთავარი როლები და აშკარა პრივილეგიები. ზოგს მათი დიდი სიყვარულის არ სჯერა, სოფო პრეზიდენტის მორიგი გატაცება ჰგონია და ამბობენ, თუკი ასე ძალიან უყვარს, ცოლად რატომ არ მოჰყავსო. ამ კითხვაზეც არსებობს რამდენიმე პასუხი. ერთი ვერსიით, პრეზიდენტმა პატრიარქს სთხოვა კურთხევა სოფოს ცოლად მოყვანაზე და უარი მიიღო. პრეზიდენტისა და სოფო ნიჟარაძის ერთად არყოფნის მეორე მიზეზი თავად სოფოა. როგორც ამბობენ, სოფომ უთხრა უარი ცოლობაზე, სანამ პრეზიდენტი იქნები, არ გამოგყვები, ისე რომ არ გამოვიდეს, თითქოს პრეზიდენტობის გამო მინდა შენთან ყოფნაო. ახლო მეგობრებს სოფომ თურმე ისიც გაუმხილა, რომ ოქტომბრის არჩევნებში "ნაციონალების" წაგებაზე ოცნებობდა, რადგან მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალების" ხელისუფლებიდან წასვლა საყვარელ ადამიანზე მის გათხოვებას დააჩქარებდა. თუ ეს ყველაფერი მართალია, გამოდის, რომ სოფო ნიჟარაძეს ერთი სურვილი არჩევნებთან დაკავშირებით უკვე შეუსრულდა. მართლა უყვართ თუ არა მომღერალს და პრეზიდენტს ერთმანეთი, ამას მალე შევიტყობთ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ხომ სულ ცოტა დრო რჩება.