მთავარი » 2012»აგვისტო»5 » ბათუმში "ქართული ოცნების" აქციისთვის მზადება მიმდინარეობს.
09:16
ბათუმში "ქართული ოცნების" აქციისთვის მზადება მიმდინარეობს.
ბათუმში "ქართული ოცნების" აქციისთვის მზადება მიმდინარეობს. ანბანის კოშკის მიმდებარე მოედანზე აქციისთვის სცენის მონტაჟი დილიდან მიმდინარეობს. სცენის მონტაჟი დაახლოებით 16:00 საათისთვის დასრულდება. ბათუმის აქციაზე კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერები რამდენიმე რაიონიდან ჩავლენ. აქციაზე მხარდამჭერებს ხულოდან, შუახევიდან და ქედადან ელოდებიან. მაღალმთიანი აჭარიდან კოლონები დაახლოებით რამდენიმე წუთში დაიძვრებიან. ხულოში გურამ როგავა იმყოფება და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის. კოლონა ბათუმის მიმართულებით ქობულეთიდანაც დაიძვრება. კოალიცია ქართული ოცნების აქცია დღეს მეზღვაურებიც შეუერთდებიან. მეზღვაურთა ნაწილმა დღეს ჟურნალისტებთან განცხადება გააკეტეს. როგორც ისინი ამბობენ, ბათუმში პრეზიდენტის ვიზიტისას ზღვაში გასვლის და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. მეზღვაურებიი უფლებების დაღვევაზეც საუბრობენ. მათ დღეს ქართული ოცნების ლოგოიანი მაისურებიც მოირგეს.
აქ ვარ ბაბლინა, ველოდები აქციას და ჩვენებს აქ ჯობია ყველამ აქ მოვიყარპთ თავი და ვუგულშემატკივროთ საქართველოს მომავალს, როგორც შეგვიძლია ჩვენებურად, ემიგრანტულად
ბასო შემოსულა, რაც მართლა გამიხარდა ბასო, არ ვარგა ძველი, ერთგული მეგობრების მიტოვება ბაბაჯანელ ტროლებსა და მამაძაღლებს ეხანჯლავე რამდენიც გაგიხარდება, მაგრამ ჩვენთანაც იყავი ხოლმე, მგონი შესაძლებელია ეს
ეს არის მოქალაქეობრივი გმირობა, ყოჩაღ ამ კაცს მიხარია , რომ ქართველებს ჯერ კიდევ შეგვრჩენია გმირული სული ყველაფერი წარმავალია ამქვეყნად, მთავარია, შენს შვილს, შენს მომავალს, შენს სამშობლოს რას დაუტოვებ,კაცური კაცის სახელს, თუ საფურთხებელ პირს
ასეთ ფაქტებს ბევრს ექნება ადგილი, ეს მოსალოდნელია მთავარია მხოლოდ ასეთი გაურკვეველ დაპატიმრებებით შემოიფარდლონ ეს უნამუსოები და ადამიანებს სერიოზულ სიანი არ მიაყენონ მგონი ვერ გაბედავენ ამას ეყოლებათ რომელიმე კაბინეტში ეგ ხურციძე და უტარებენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას
არ მინდა შიფერიო, ამბობს გაჭირვებული გლეხი, რა კარგია, რომ ყველა არ იყიდება ასეთ დაპირებებსა და სატყუარაზე ქართველი გლეხკაცი შორსმჭვრეტელი, გონიერი და ნამუსიანი იყო ყოველთვის და ასე იქნება მუდამ უფალი არ მიატოვებს ამ ხალხს
ლონდა, ჩემო საყვარელო, შენ გუშინაც საკმაოდ დაძაბულ იყავი არაუშავს , ეგ დეპრესიის დროებითი შემოტევაა და ყველას გვემართება, ემიგრანტების დაავადებაა, მთავარია ნერვებს არ აყვე ეცადე კარგზე იფიქრო და ნუ მიაქცევ ყურადღებას, ვინ შემოვა და ვინ არა ვინც ვარ, ისინი ვიყოთ ერთად, ყველაფერი კარგად იქნება