ოთხშაბათი, 18.06.2025, 23:36
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივლისი » 30 » "არჩევნის თავისუფლებისთვის" მიერ მოპოვებულ პოლიციელის მეხსიერების ბარათში მოსახლეობის შესახებ ინფორმაციაა ჩაწერილი
10:00
"არჩევნის თავისუფლებისთვის" მიერ მოპოვებულ პოლიციელის მეხსიერების ბარათში მოსახლეობის შესახებ ინფორმაციაა ჩაწერილი
"არჩევნის თავისუფლებისთვის" მიერ მოპოვებულ პოლიციელის მეხსიერების ბარათში მოსახლეობის შესახებ ინფორმაციაა ჩაწერილი კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" წარმომადგენლებმა მოიპოვეს ლანჩხუთის რაიონის პოლიციის თანამშრომლის, შმაგი ურატაძის მეხსიერების ბარათი , რომელზეც მოსახლეობის შესახებ ინფორმაციაა ჩაწერილი.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე კოალიციის წევრის, "რეგიონული მედიის ასოციაციის" ხელმძღვანელმა ია მამალაძემ განაცხადა, პოლიციელის ბარათზე ჩაწერილია სოფლების - აცანასა და ჯურუყვეთის მოსახლეობის სია, თუ სად არიან ისინი დასაქმებულები, რა ბიზნესს აწარმოებენ, რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერენ მხარს და რომელი სამაუწყებლო კომპანიის სატელიტური თეფში აქვთ დამონტაჟებული.
"ამ მასალით ირკვევა, რომ პოლიცია სასამართლოს სანქციის გარეშე აწარმოებს თვალთვალს და აგროვებს ინფორმაციას სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების პოლიტიკური შეხედულებების, ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერების, საჯარო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების თაობაზე. გვაქვს საფუძლიანი ეჭვი, რომ პოლიციელი უროტაძე სოფელ აცანაში ამ სამუშაოს ასრულებდა არა საკუთარი ინიციატივით, არამედ, ხელმძღვანელობის დავალებით",-განაცხადა ია მამალაძემ და დასძინა, რომ მეხსიერების ბარათში ინახება პოლიციელ ბენდელიანის მიერ სოფელ ჯურუყვეთის მოსახლეობის შესახებ ინფორმაციები.
კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" წარმომადგენლის, ირაკლი მელაშვილის ინფორმაციით, რეგიონებში სამართალდამცავები პოლიტიკურ პოლიციელებად არიან გადაქცეულები, რომლებსაც დავალებული აქვთ მოსახლეობის პოლიტიკური შეხედულებების შესწავლა, რაც საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.
მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს უწყებათაშორისი კომისიისთვის მიმართვის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სასწრაფოდ გამოძიება დაიწყოს.
"ბუნებრივია, შეუძლებლად მიგვაჩნია ასეთი გამოძიების ჩატარება დაევალოს სამართალდამცავ ორგანოებს, რადგანაც ზემოაღნიშნულ ინფორმაციაში საუბარია სწორედ მათ უკანონო, ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაზე. დარწმუნებული არ ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის ელექტრონული ჩიპის გადაცემის შემთხვევაში არ მოხდება მასზე არსებული ინფორმაციის განადგურება ან შეცვლა",-განაცხადა ზვიად ქორიძემ.
პრესკონფერენციაზე არ დაკონკრეტებულა, თუ როგორ მოიპოვეს პოლიციელის მეხსიერების ბარათი.
ნანახია: 879 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025