მთავარი » 2012»ივლისი»30 » "ამ შვიდ დღეში ყველაფერი გააკეთეს ბანკის გასაკოტრებლად"
10:19
"ამ შვიდ დღეში ყველაფერი გააკეთეს ბანკის გასაკოტრებლად"
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სტიქიით
დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოს ბიუჯეტში 80 მილიონი ლარი
გადარიცხა. ეს ის თანხაა, რომელიც მას ჯარიმის სახით დააკისრეს. მას
შემდეგ, რაც ეს ფული სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე დაირიცხა,
"ქართუ ბანკი" დროებითმა მმართველობამ დატოვა. თუმცა, როგორც ჩანს,
ხელისუფლება არ აპირებს ბანკს თუნდაც 80 მილიონის სანაცვლოდ თავი დაანებოს.
ბანკის პრეზიდენტ ნოდარ ჯავახიშვილს არასახარბიელო პროგნოზი აქვს, - ის ორ
კვირაში ბანკში ეროვნული ბანკის შესვლას ელოდება.
- ამ შვიდ დღეში
ყველაფერი გააკეთეს ბანკის გასაკოტრებლად. საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ
თუკი გაჩნდებოდა დროებითი მმართველობის მოხსნის საშიშროება, უნდა
მოეხერხებინათ და როგორმე ეროვნული ბანკიდან დროებითი ადმინისტრაციაB
შემოეყვანათ ბანკის არალიკვიდურობის ან რომელიმე ნორმის დარღვევის საბაბით.
შემოვიდნენ თუ არა, იმავე დღეს დაიწყეს მოლაპარაკება ევრობანკთან
ვალდებულებების წინასწარ დაფარვაზე. არადა, ევრობანკი არაფერს სთხოვდა
ბანკს და ესენი აძალებდნენ, გინდა თუ არა, შენს ვალდებულებას დავხურავთო.
გარდა ამისა, დაიწყეს თელავის ფილიალის რეკონსტრუქცია. 800.000-ლარიანი
ხელშეკრულება გააფორმეს შპს "ინ სი"-სთან მაშინ, როდესაც თელავის ფილიალის
შენობა სულ 500.000-ად
ვიყიდეთ. ხელშეკრულება ისეა გაფორმებული, რომ არ არსებობს არც
ხარჯთაღრიცხვა, არც პროექტი, არც დეფექტური აქტი, არადა, 800.000-ის
გადარიცხვას ითხოვდნენ.
როცა თანამშრომლებმა ეს გააპროტესტეს,
სპეციალური აქტი გამოსცეს და დაავალეს ბუღალტერს, 300.000 ავანსის სახით
გადაერიცხა ამ კომპანიის ანგარიშზე (შპს "ინ სი" არის კომპანია, რომელსაც
რამდენიმე მსხვილი სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული. როგორც ამბობენ, მას
ზურაბ ადეიშვილი მფარველობს).
ამ შვიდ დღეში უგულავამ და ზარქუამ
გაუგონარი რამ მოახერხეს, - 4 დეველოპერულ კომპანიასთან 50 მლნ დოლარის
გენერალური და საკრედიტო ხელშეკრულებები გააფორმეს. მართალია, ვერ მოასწრეს
სესხის გაცემა, მაგრამ მიუხედავად იმისა, გაიცემა თუ ბანკის
ვალდებულებებში ჩაჯდება, პირდაპირ იმოქმედებს ბანკის ლიკვიდურობაზე. 50
მილიონის ვალდებულების აღება ბალანსზე კატასტროფულად არღვევს ბანკის
ლიკვიდურობას. ეს არის პირდაპირი საფუძველი ეროვნული ბანკის შემოსვლისა
"ქართუში".
24 ივლისს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს იმისთვის, რომ
ბანკი არალიკვიდური გაეხადათ. ხარჯთაღრიცხვა არ არსებობს, პროექტი და
ბიზნესგეგმა არ არის წარმოდგენილი, არ არსებობს უზრუნველყოფა. პირველად
ვნახე ასეთი ხელშეკრულება. ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 დღეში ბანკი
ვალდებულია გასცეს სესხი. თუ არა და 182,5% უნდა გადაუხადოს წლიურად
კლიენტს ჯარიმად; ხოლო კლიენტმა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 15 დღეში უნდა
წარმოადგინოს უზრუნველყოფის დოკუმენტაცია, თუ არ წარმოადგენს,
პასუხისმგებლობა ეხსნება; ანუ ეს არაუზრუნველყოფილი და არამიზნობრივი
სესხია, რაც კრედიტის, როგორც ეკონომიკური პროდუქტის არსს ეწინააღმდეგება.
ხელშეკრულებაში მიზნობრიობის გრაფაში წერია: "კლიენტის წესდებით
გათვალისწინებული მიზნობრიობა". ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ვიყავი,
უამრავ თანამდებობაზე მიმუშავია, მაგრამ ასეთი ხელშეკრულება საბანკო
სექტორში არასოდეს მინახავს!
დროებითმა მმართველობამ დაარღვია
"ბანკი "ქართუს" სესხების გაცემისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანებულებით დადგენილი პროცედურული ნორმები იმისთვის, რომ დროებითი
მმართველები დაბრუნებულიყვნენ ბანკში. 7 დღეში მოასწრეს იმდენი, რამდენსაც
ბევრი სხვა კომპანია ვერ მოასწრებდა 7 თვეში. დროებითმა მმართველობამ
ყველაფერი გააკეთა, რომ შეექმნა ეროვნული ბანკის დროებითი მმართველობის
შემოსვლის საფუძველი. იცოდნენ, რომ ბანკი 4 დეველოპერულ კომპანიაზე 50 მლნ
ლარს 31 ივლისამდე ვერ გასცემდა.
ზარქუამ წასვლის წინ დაიბარა,
ტყუილად გიხარიათ, ორ კვირაში დავბრუნდებიო და ეს სულაც არ იყო
შემთხვევითი. სწორედ ეს პერიოდია საკმარისი იმისთვის, რომ მიიღონ
ანგარიშგება და შემოიყვანონ დროებითი ადმინისტრაცია, ალბათ, ისევ ზარქუას
ხელმძღვანელობით. როგორც ვიცი, აქედან წასვლისთანავე ეროვნული ბანკის
მრჩეველი გახდა.
ჩვენ უკვე შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი, ამ აბსურდულ ხელშეკრულებას ვასაჩივრებთ, მაგრამ რად გინდა, ვიცი, რა შედეგსაც მივიღებთ!
თინა ხიდაშელი - ხელისუფლება არ აპირებს სტიქიით დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურებას კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ხელისუფლება არ აპირებს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურებას, - ამის შესახებ თელავში გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში ელოდებოდნენ, რომ ხელისუფლება ადეკვატურ განცხადებას გააკეთებდა იმის შესახებ, რომ ბიუჯეტში გაჩნდა დაუგეგმავი 80 მლნ ლარი. ხიდაშელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ მან ბიუჯეტში ფული სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად გადარიცხა.
"კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ხელისუფლება არ აპირებს ზარალის ანაზღაურებას. ისინი აპირებენ, რომ მხოლოდ სიმბოლური კომპენსაციით შემოიფარგლონ. გუშინ კიდევ ერთხელ განაცხადეს ამის შესახებ. ეს ძალიან სამწუხაროა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბიუჯეტში გაჩნდა დაუგეგმავი 80 მილიონი ლარი, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, რომ სრულად აანაზღაურონ ზარალი, რომელიც მოსახლეობას მიადგა", - განაცხადა ხიდაშელმა.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, კოალიცია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დეტალურ აღწერას იწყებს. მისი თქმით, აღწერენ როგორც შინაური ფრინველისა თუ პირუტყვის დახოცვით მიყენებულ ზარალს, ისე დაზიანებულ ტექნიკას, ტრანსპორტს და საცხოვრებელ სახლებს.
ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ყველაზე მთავარი მოსახლეობისთვის დაკარგული მოსავლის ზარალის ანაზღაურებაა, რათა ადამიანებმა ცხოვრება ნორმალურ რეჟიმში გააგრძელონ.
აქაც უნდა დავდო ეს ვიდეო.. იმ დღეს სვანმა ქალბატონმა ამატირა თავისი ვაჟკაცობით, ეხლა ამ ბიჭმა. მაგარი ხალხი ხართ სვანებო, მაგარი ვაჟკაცები და მიშას არ დაანებოთ ჩვენი ქვეყანა.. ასეთ გამოსვლებს რომ ვუსმენ, მხოლოდ მაშინმეამაყება, რომ ქართველი ვარ, თორემ იმ სამარცხვინო ხალხის შემხედვარე ზოგჯერ სიცოცხლეც კი აღარ მინდა ხოლმე..
აჩვენეთ ეს ბიჭი საქართველოს და.. მიშა აღარ იქნება !!
გამარჯობათ. კარგი შეხვედრა მოუწყეს სვანებმა ივანიშვილს. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ასე თუ ისე ყველა რეგიონს მიაწვდინა ხმა. ეხლა დანარჩენი დასავლეთზე და რუსეთზე და ხალხის თავდაუზოგავ სურვილზეა დამოკიდებული...
"აქ მსოფლიოში საუკეთესო ბრენდების სასტუმროები იქნება. აქ ჩამოვა მილიონი ტურისტი. ეს კიდევ მსოფლიომ არ იცის. მშენებლობები რომ დამთავრდება, ამას რომ მთელ მსოფლიოში დავარეკლამებ, ერთმანეთს დაასხდება 10 წყება ტურისტები - ევროპა, ამერიკა აზია. აქ კარგად უნდა გავახარჯინოთ ფული. ჩვენ კარგად ვერ ვახარჯინებთ, ყოველ ნაბიჯზე მაღაზია უნდა გვქონდეს, პატარა კაფეები უნდა იყოს. მალე ამოვქაჩავთ ყველაფერს. ლიკანშიც ულამაზესი სასტუმრო შენდება", - განაცხადა პრეზიდენტმა მოსახლეობასთან საუბრისას.
ბლეფი" და არჩევნების გაყალბების თანამედროვე მექანიზმები
მარაოს პრინციპი
საარჩევნო უბანზე იგზავნება აქტივისტი, რომელიც იღებს ბიულეტენს, ხოლო საარჩევნო ყუთში აგდებს ცარიელ კონვერტს, უბიულეტენოდ. მისი ხმა იკარგება, სამაგიეროდ, ბიულეტენი უბნის გარეთ გააქვს, სადაც "საჭირო პირი" ბიულეტენში მისთვის საჭირო ნომერს შემოხაზავს და გადასცემს საგანგებოდ მობილიზებულ ამომრჩეველს, რომელმაც თავადაც უნდა გამოიტანოს სუფთა ბიულეტენი უბნიდან. განმეორდება იგივე მანიპულაცია და ა.შ. ასე მარაოს პრინციპით გრძელდება ხმის მიცემა. ამ მექანიზმს კომისიის წევრები ვერ გააკონტროლებენ, რადგან კონვერტის გახსნის უფლება არა აქვთ.
ეს არის კარგად აპრობირებული გაყალბების მექანიზმი, როცა საარჩევნო უბნიდან უბანში მიკროავტობუსებით გადაჰყავთ ერთი და იგივე ხალხი. აქ უკვე სიების გაყალბებასთან გვაქვს საქმე. ეს ხალხი სიებშია შეტანილი. წინა არჩევნებზე 300 ათასზე მეტი ყალბი პირადობის მოწმობა დაიბეჭდა. "ნNაციონალური მოძრაობის" თითო აქტივისტს სამი სხვადასხვა პირადობის მოწმობა ჰქონდა. კახეთში დააფიქსირეს, როგორ გამოიტანეს იუსტიციის სახლიდან პოლიეთილენის ტომრებით პირადობის მოწმობები. ერთი და იმავე პირის სამ სხვადასხვა პირადობის მოწმობაში სახელის მხოლოდ ერთ ასოს ცვლიან - ვთქვათ, ამომრჩეველს ჰქვია მაია, მეორეში ჩაუწერენ მაიკოს, მესამეში - მაკას და ა.შ.
მას შემდეგ, რაც წაგების საშიშროება დაემუქრა "ნაციონალურ მოძრაობას", გაყალბების ახალ-ახალ ტექნოლოგიაზე დაიწყო ფიქრი. ადრე ამომრჩეველთა სიები ბინებისა და ოთახების მიხედვით იყო დალაგებული. ახლა ალფაბეტის მიხედვით დაალაგეს. ეს კი სიების შედარებას ართულებს.
თითქოს ოქმის გამოცვლა შეუძლებელი უნდა იყოს. როგორც წესი, ოქმის 10 ეგზემპლარს ადგენენ და კომისიის თითოეულ წევრსა და დამკვირვებლებს ურიგებენ. ოქმებზე კომისიის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს ხელი მოწერილი. თუ ოქმს არ ეთანხმება რომელიმე მათგანი, მაშინ ეს მიწერილი უნდა იყო შენიშვნის სახით ოქმზე, მაგრამ როცა კომისიის წევრები ვითომ ოპოზიციონერებით არიან დაკომპლექტებული, ოქმების შეცვლა იოლია. ეს ის შემთხვევაა, როცა კომისიის წევრებს შორის ხდება შეთანხმება. როცა კომისიაში სანდო, კომპეტენტური და მებრძოლი ადამიანია, გაყალბების ალბათობა ნაკლებია. გაყალბება, ძირითადად, ე.წ. ოპოზიციის კომისიის წევრების ხელისუფლებასთან არაკეთილსინდისიერი გარიგების შედეგია.
გაყალბების დიდი რესურსია არაქართველი მოსახლეობით დასახლებული რეგიონები. მაგალითად, ჩემს დროს ქვემო ქართლში ოპოზიციას თითქმის არ ჰყოლია კომისიაში ხალხი. Aამიტომ იქ რა ხდებოდა, ვერავინ გააკონტროლებდა. ეტყობა, ე.წ. ოპოზიცია არც იყო დაინტერესებული იქ თავისი ხალხის ჩასმით(?!).
ტექნიკურად პრობლემურია ჩიპიანი პირადობის მოწმობა. მას მისამართი არა აქვს. ასეთი 300.000-ზე მეტი მოწმობაა დაბეჭდილი. თუ ხელისუფლებამ მოიწადინა, ამ პირადობის მოწმობების მფლობელებს რამდენიმე უბანში შეუძლიათ ხმის მიცემა. ასევე გაყალბების რესურსია გადასატანი ყუთი, რომელიც ავადმყოფებსა და იმ ხალხთან მიაქვთ, რომელთაც სიარული არ შეუძლიათ. წესით, ოპოზიციის წარმომადგენელი აუცილებლად უნდა ესწრებოდეს ყუთის გადატანას, მაგრამ, როგორც წესი, ვითომ ოპოზიციას აყოლებენ. მომავალი არჩევნების მთავარი პრობლემა ის არის, რომ "ქართულ ოცნებას" მხოლოდ ორი კაცის წარდგენის უფლება აქვს კომისიაში. კოალიციაში სულ ორი სუბიექტია, რომელთაც შეუძლიათ კომისიაში ხალხის წარდგენა - "მრეწველები" და კონსერვატიული პარტია. გაყალბების ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმია ე.წ. სპეცუბნები პოლიციისა და ჯარის ნაწილებისთვის. ამ უბნებზე მძლავრი კონტროლია საჭირო, თორემ შეუძლიათ სპეცუბნებზეც მისცენ ხმა და მერე საკუთარ საარჩევნო უბანზეც. მიუხედავად ამ მექანიზმებისა, ხელისუფლება ხედავს, რომ შესაძლოა ყველაფერი ეს არ აღმოჩნდეს საკმარისი, რადგან ვითარება შეიცვალა და ისეთი ერთსულოვნება ოპოზიციასა და "ნაცმოძრაობას" შორის, როგორიც აქამდე იყო, აღარ იქნება. ამიტომ კანონში შეაქვთ ცვლილება, რომლის მიხედვითაც გამოუყენებელი ბიულეტენები აღარ დაითვლება. არადა, თუ საარჩევნო უბანზე დარღვეულია ბალანსი და მისული მოქალაქეების, გაფუჭებული და გამოუყენებელი ბიულეტენების ჯამი არ ემთხვევა ერთმანეთს, შეიძლება შედეგების გასაჩივრება. თუ კანონით არ მოგცეს ასეთი ბიულეტენების დათვლის უფლება, ბალანსს როგორ დაადგენ?
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ხელოვნურად შექმნეს, ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლაა. ცოტა ხნის წინ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვარი შეცვალეს - კრწანისის სამხედრო ნაწილი რუსთავს შემოუერთეს. რუსთავში დიდი ხანია "ქართული ოცნების" ოფისია. ზონებად იყო გადანაწილებული ყველაფერი, "კარდაკარიც" ჩაატარეს და ყველა სტრუქტურა შექმნეს. ახლა კი საოლქო კომისიიდან შეგვატყობინეს, რომ ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა. თურმე გარდაბანს ჩამოაჭრეს კრწანისის ნაწილი და რუსთავს მიუერთეს. ამ ნაწილში მოჰყვა სპეცუბანი - სამხედრო ნაწილი. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ჯარი დილიდან საღამომდე ერთი უბნიდან მეორეზე ატარონ და თითო ჯარისკაცს რამდენჯერმე მიაცემინონ ხმა
არჩევნების გაყალბება არც შევარდნაძის ხელისუფლებისთვის იყო მიუღებელი, მაგრამ 2010 წლის მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას გაყალბების ახალი ტექნოლოგია დაინერგა. ადრე გაყალბების ტექნიკურ მხარეს გამგეობა უზრუნველყოფდა, სწორედ ისინი მუშაობდნენ კომისიების წევრებთან. 2010 წელს კომისიის წევრების უშიშროებაში დაბარება დაიწყეს და "მეგობრულად და კონფიდენციალურად" გამოუცხადეს, რომ უმაღლეს სახელმწიფო დონეზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა წაეღო ხმათა უმრავლესობა, ოპოზიციას კი რაღაც ნაწილი. უშიშროებაში ეს ხალხი "დაარიგეს", რომ თუ აქამდე საკმარისი იყო მხოლოდ ოქმის შესაბამისად გაფორმება და მასზე ყველა კომისიის წევრის ხელის მოწერა, ამჯერად ყუთში საჭირო ოდენობის ბიულეტენებიც უნდა ყოფილიყო. არავის გამოუთქვამს პროტესტი, ყველამ პირნათლად აღასრულა ეს "სახელმწიფო" დავალება.
2010 წლის არჩევნებზე რეგიონებში ოპოზიცია და "ნაციონალური მოძრაობა" სინამდვილეში ერთი გუნდი იყო. კომისიის წევრთაგან ბევრი დაარწმუნეს, რომ ეს სახელმწიფო ინტერესი იყო და თუ ასე არ მოიქცეოდნენ, სამშობლოს უღალატებდნენ, რომ მტერს არ ეძინა და ა.შ.
გიგი უგულავას ქალაქის მერად არჩევისას კი გაყალბების მექანიზმების გამოყენება, ფაქტობრივად, არც დასჭირვებიათ, რადგან იმდენი იმუშავეს, გაყალბების ტექნიკური ნაწილის გამოყენებას აზრი არ ჰქონდა. გია ჭანტურიას პირდაპირ დაავალეს, რომ მას უნდა ეყარა კენჭი ხმების გაწოვისთვის. როცა კენჭს იყრიან პირები, რომლებმაც იციან, რომ მათ ხმას არავინ მისცემს საკუთარი ნათესავების გარდა, ისმის კითხვა: რისთვის სჭირდებათ მათ ფულის, ენერგიის და დროის ხარჯვა? ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ ხმები დაჰკლებოდა ალასანიას. ახლა უკვე სხვა ვითარებაა და შეთანხმება კომისიებში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არ მოხდება, ამიტომ ახალი მექანიზმების შემუშავებაზე დაიწყეს ფიქრი.