ხუთშაბათი, 19.06.2025, 05:25
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივლისი » 18 » ალექსანდრე ლუკაშევიჩი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, საკუთარ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას მიხედოს
09:20
ალექსანდრე ლუკაშევიჩი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, საკუთარ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას მიხედოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრე ლუკაშევიჩი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, ადამიანის უფლებების კუთხით საკუთარ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას მიხედოს.

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ლუკაშევიჩი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მრისხანე განცხადებების კეთებისგან არაკომერციულ ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო სათათბირო განიხილავს.

"ჩვენ ცოტა ხნის წინ მოგვიწია რეაგირება აშშ-ის მხრიდან რუსეთის ფედერაციის სუვერენულ საკანონმდებლო პროცესში ჩარევაზე. ახლა რუსეთში დემოკრატიის გადარჩენაში საკუთარი 5 კაპიკის შეტანა მოულოდნელად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწვიტა და არაკომერციულ ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო სათათბირო განიხილავს, მრისხანე განცხადება გააკეთა. თბილისს ვურჩევთ, შეწყვიტოს საერთაშორისო ორგანიზაციების პრეტენზიების იგნორირება საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მსოფლიოში დემოკრატიის გასაძლიერებლად ერთი რამის გაკეთება შეუძლია - ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტოს დემოკრატიულ თავისუფლებებთან, ადამიანის უფლებებსა და ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემები.

"ამ პრობლემებზე მათ არაერთხელ მიუთითა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ და სხვა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პრეტენზიას, შეასრულოს საერთაშორისო მენტორის როლი ადამიანის უფლებების საკითხში, ეს, უბრალოდ სასაცილოა", - აღნიშნა ლუკაშევიჩმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო სათათბიროს მიერ "უცხო აგენტის ფუნქციის მქონე არაკომერციული ორგანიზაციების" საქმიანობის მარეგულირებელი კანონპროექტის შესახებ განცხადება 16 ივლისს გაავრცელა.

"კანონი და მისი დასახელება სრულად ასახავს რუსეთის ამჟამინდელი მმართველი ელიტის წარმოდგენას იმ უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ასე თუ ისე ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას. ნიშანდობლივია, რომ თვით სიტყვა "აგენტი" მათთვის განუყოფლად ასოცირდება "უცხო ქვეყნის ჯაშუშთან" და შესაბამისად - მტერთან. ტერმინის - "არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს უცხოური აგენტის ფუნქციას" გამოყენება მიზნად ისახავს მოსახლეობაში არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი უნდობლობისა და უარყოფითი დამოკიდებულების გაღვივებას. აღნიშნული ცვლილებების პაკეტი არის გაგრძელება პუტინის რეჟიმის პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების საბოლოო დამორჩილებისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობისათვის ადამიანის უფლებების მასობრივი და უხეში დარღვევების დამალვისკენ", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.


ნანახია: 1997 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 4161 2 3 ... 27 28 »
0  
1 londa   (18.07.2012 09:55) [Материал]
შალვა რამიშვილის დილა (18/07/2012) (ეკა ბესელია)


0  
2 არალე   (18.07.2012 09:57) [Материал]
არც ერთი უქნიხართ ღმერთს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით!

არ ეშვება სააკაშვილილი ფინია ძაღლივით დათვის კოჭებში კბენას.ერთელ ხომ მოგვიქნია ეგ თათი და მიგვანარცხა კედელს მტკივნეულად
ეს მაინც არ ისვენებს!

0  
3 londa   (18.07.2012 09:58) [Материал]
ნინო ჟიჟილაშვილის პოლიტმეტრი (17/07/12) (დავით გამყრელიძე, კახა კახიშვილი, კობა თურმანიძე და მანანა ბერიკაშვილი)



ძაააააააააააააააააააააან მაგარიააააააა ნინი ჟიჟილაშვილი, აი იმენნა ფანი გავხდი ამ გოგოსი!! საღოოლლ, რა მაგარ კითხვებს უსვამს ხალხს, ეგრევე ზურგზე აგდებს და რაც არ უნდა პასუხი გასცენ, უკვე ფართხალებენ smile

დავით გამყრელიძის ატანა აღარ მაქვს., შალვა ნათელაშვილს ემსგავსება.. საწყენია. მაგრად გაიფარჩაკა თავი, ჯობდა მანამდე წასულიყო პოლიტიკიდან, ვიდრე ასეთ ფარჩაკს ვნახავდით

0  
4 არალე   (18.07.2012 10:00) [Материал]
მაგარია შალვა, ამათ თუ წარამარა სახეში ტალახი არ ესროლე, რასაც უდაოდ იმსახურებენ, უფრო გათამამდებან და გათავხედდებიან.

ვიღაცამ ნომ უნდა უთხრას სიმართლე ხელისუფლებასაც და ხალხსაც.

0  
5 არალე   (18.07.2012 10:03) [Материал]
გამარჯობათ!

ლონდა , ნუ მოგვაყარე ვიდოები, თორემ შევწყვიტეთ პოსტვა და ჩავუჯექით
biggrin

ამათ ეხლა ჩემი ცოლის დაქალებიც დაამატე გუშინდელი და მთლად ოქრო გოგო იქნები,

0  
6 არალე   (18.07.2012 10:06) [Материал]
დილიდან სულეიმანას ვუყურებ, ბოლი ამივიდა თავზე

გაიღვიძებთ თქვენ და მე სამსახურში უნდა წავიდე

0  
7 ქაჯანა   (18.07.2012 10:24) [Материал]
აბა როგორ ხართ ცუგრუმელებო?? biggrin

რას ვიძახდი მე აქ biggrin ოოოოოოოოოოოოოოო დიდო სულეიმან biggrin

0  
8 londa   (18.07.2012 10:25) [Материал]

0  
9 ვერელი   (18.07.2012 10:26) [Материал]

0  
10 ვერელი   (18.07.2012 10:27) [Материал]
55 -ე სერიის მერე თარგმანი აღარაა და მარტო ტიტრებით უნდა უყუროს კაცმა biggrin biggrin biggrin

0  
11 ქაჯანა   (18.07.2012 10:31) [Материал]
სანამ ბოლოში გავალთ ნელნელა ითარგმნებააა biggrin

0  
12 ქაჯანა   (18.07.2012 10:32) [Материал]
თავადო შენცა კაცო შენცა??

0  
13 ქაჯანა   (18.07.2012 10:32) [Материал]
აბა ქაჯუ კინო კინოოო და ენდე შენი კინოც ხომ ხართ გასუსულები ეხლა biggrin მეც დავისვენე და თქვენც biggrin

0  
14 londa   (18.07.2012 10:33) [Материал]
biggrin biggrin biggrin

0  
15 მიხო   (18.07.2012 10:34) [Материал]
აი აი, რაგიქნათ მაგ ურჯულომ, რა დღეში ჩაგყარათ angry შენც ვერელო? surprised

1-15 16-30 31-45 ... 391-405 406-416
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025