მთავარი » 2013»თებერვალი»8 » აქციის მონაწილეებმა ეროვნული ბიბლიოთეკის კარი შეამტვრიეს 17:03 08-02-2013
09:16
აქციის მონაწილეებმა ეროვნული ბიბლიოთეკის კარი შეამტვრიეს 17:03 08-02-2013
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები, რომლებიც
პრეზიდენტის დღევანდელ ანგარიშზე დასწრებას ითხოვენ, ეროვნული ბიბლიოთეკაში
შეჭრას ცდილობენ. მათ კარი უკვე შეამტვრიეს.
როგორც ადგილიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მათ
რამდენიმე შუშაც ჩაამტვრიეს. დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილებსა და
პრეზიდენტის დაცვის წევრებს შორის. ბიბლიოთეკის შესასვლელთან ხმაურია.
დაცვის სამსახური აღნიშნული პირებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს და
შუშებიან კარს ცოცხალი კედლის მეშვეობით ამაგრებს. პოლიტპატიმრის
სტატუსით გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ თუკი დარბაზში შესვლის
საშუალება არ მიეცემათ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და
პრეზიდენტს ბიბლიოთეკაში არ შეუშვებენ. ”ინტერპრესნიუსის” და
”პალიტრატვ”-ს ჟურნალისტები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და ვიდეო და
ფოტო მასალას უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.
სააკაშვილის გამოსვლა, შესაძლოა, გადაიდოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება. შენობის გარეთ მოწყობილი აქციის მონაწილეები ბიბლიოთეკაში შესვლას ცდილობენ. შეხლა-შემოხლის შედეგად ბიბლიოთეკის კარი დაზიანდა.
როგორც ჩვენი კორესპონდენტი ბიბლიოთეკის შენობიდან იტყობინება, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლა გადაიფიქროს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომლებმა პირად საუბრებში დაადასტურეს, რომ თუკი სიტუაცია არ დაწყნარდა, გამოსვლა გადაიდება.
რამდენიმე საათის წინ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ „საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს ამ ღონისძიების გადადებას და მიუხედავად წინააღდეგობისა საქართველოს პრეზიდენტი მაინც აპირებს მისვლას ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სწორედ ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს ქვეყანას და მოწვეულ სტუმრებს“.
თინა ხიდაშელი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს 17:17 08-02-2013 თინა ხიდაშელი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწოდების სიმაღლეზე იქნება, რათა არ დაუშვას უკანონო ქმედება და ყველაფერი კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს "ვინც სააკაშვილის გამოსვლას აპროტესტებს, მოვუწოდებ, დარჩნენ თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში და არ მოხდეს, კანონის დარღვევა და ძალადობრივი აქტი", - განაცხადა ხიდაშელმა. მისივე თქმით, ახალი მთავრობა პიკეტებს არ აწყობს, "ნაციონალური მოძრაობა" კი მთელი ცხრა წელი, პიკეტების მოწყობით იყო დაკავებული და სხვადასხვა ტიპის უკანონობაში ერთვებოდა. "ისიც მესმის, მათ არ შეუძლიათ გაიგონ, რომ ქვეყანაში არსებობენ თავისუფალი ნების ადამიანები, რომელთაც საკუთარი აზრი აქვთ და რომლებიც, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობენ. დღეს, საკუთარი აზრის გამოხატვის გამო არავის აპატიმრებენ და "სპეცნაზი" არ გამოგვყავს. მესმის, რომ მათ უკვირთ, თუ რატომ არ გამოგვყავს "სპეცნაზი", რომელიც იარაღით იქნება აღჭურვილი", - დასძინა მან.
დღეს ბიბლიოთეკაში „შიშველ მეფეს“ ექნება გამოსვლა - გია ხუხაშვილი ექსპერტმა გია ხუხაშვილმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პრეზიდენტის დაგეგმილი გამოსვლა შეაფასა.
„ის, რაც ხდება ქვეყანაში დრამატულია, როცა პარლამენტის ნაცვლად ბიბლიოთეკაში უწევს გამოსვლა პრეზიდენტს. არასასიამოვნოა, როდესაც ქვეყანაში ასეთი რამ ხდება. ეს ის რეალობაა, რომელშიც ქვეყანას ჯერ კიდევ უწევს ცხოვრება.
პარლამენტში დებატების დროს პრეზიდენტის პარტიამ უარი თქვა დიქტატურის პრევენციაზე და ეს აქცია პოლიტიკური ვაჭრობის საგნად. უმცირესობამ დაასამარა თავისი პოლიტიკური მომავალი,იმით რაც ჩაიდინეს პარლამენტში.
დასკვნა არის ძალიან მარტივი: მეფე შიშველია და შიშველი მეფე დღეს ბიბლიოთეკაში აპირებს 200 საგანგებოდ შერჩეული ადამიანების წინაშე გამოსვლას, რომლებიც შიშველ მეფეს ეტყვიან: “რა ლამაზი კოსტუმი გაცვია, ამ დღეებს ჰქვია მეფე შიშველია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა
თაკო, არა მგონია რაიმე ცუდი მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილის საწინააღმდეგოდ ვერაფერს გაბედავენ, რადგან პოლიტპატიმრებიც და ყველა სხვა სააკაშვილის მსხვერპლიც მის წყალობით არიან თავისუფლები. ამიტომ მის და "ქართული ოცნების" ნება ვერ გადავლენ.