ხუთშაბათი, 19.06.2025, 10:25
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » იანვარი » 16 » ზურაბ ჯაფარიძე - გია ხუხაშვილი "პიქსელის" შენობაში ზის და ბიზნესის წარმომადგენლებს იბარებს
11:55
ზურაბ ჯაფარიძე - გია ხუხაშვილი "პიქსელის" შენობაში ზის და ბიზნესის წარმომადგენლებს იბარებს
ზურაბ ჯაფარიძე - გია ხუხაშვილი "პიქსელის" შენობაში ზის და ბიზნესის წარმომადგენლებს იბარებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის ბიზენსექტორზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ე.წ. ექსპერტი გია ხუხაშვილი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "პიქსელის" შენობაში ზის და ბიზნესის წარმომადგენლებს იბარებს.
მისივე ინფორმაციით, ქუთაისში დაფუძნებულ შპს "მაკნატუნაში" შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები იმის გამო შევიდნენ და დირექტორი და ორი დისტრიბუტორი დააკავეს, რომ მოთხოვნის მიუხედავად წილში ჩაჯდომაზე "ქართული ოცნების" წარმოამდგენლებს უარი უთხრეს.
დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ყველა ეკონომიკური მაჩვენებელის ზრდა ნულს გაუტოლდა, მნიშვნელოვნად იკლო ინვესტიციებმა, ბანკების მხრიდან სესხის გაცემამ, რაც მიუთითებს, რომ ნდობა კერძო სექტორის მიმართ აღარ არსებობს.
ჯაფარიძის მტკიცებით, "ქართული ოცნების" მიერ დაპირებული ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, უფრო მეტად მცირდება სამუშაო ადგილები. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი არის მთავრობის და მისი ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის გაუაზრებელი რიტორიკა და ქმედებები.

ნანახია: 1018 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 1911 2 3 ... 12 13 »
0  
1 ფეფე   (16.01.2013 16:04) [Материал]


ბოლო სტრიქონი სააკაშვილს ეძღვნება. biggrin

0  
2 ლონდა   (16.01.2013 17:16) [Материал]
სად ხართ სად? wacko

0  
3 ლონდა   (16.01.2013 17:16) [Материал]
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ბექა გოჩიაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, შიდა მოკვლევა დაასრულა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხნენ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს გამომძიებელი დ.ბ, რომელმაც დაკითხა ბექა გოჩიაშვილი და ასევე სხვა თანამშრომლები, რომლებიც დაკითხვის დროს პოლიციის შენობაში იმყოფებოდნენ.
2013 წლის 8 იანვარს ბექა გოჩიაშვილი მოწმის სტატუსით დაიბარეს დაკითხვაზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე 5-ე განყოფილებაში. დაკითხვის დაწყებამდე ბექა გოჩიაშვილს, მშობლის – ვალერიან გოჩიაშვილის თანდასწრებით, გამომძიებელმა დ.ბ.-მ განუმარტა მისი, როგორც არასრულწლოვანი მოწმის, უფლება-მოვალეობები და ასევე განუმარტა მიზეზი, რის გამოც ის დაბარებული იყო დაკითხვაზე. ასევე განემარტა უფლება დაკითხვისას მოეწვია ინტერესების დამცველი ადვოკატი, რაზეც ბექა გოჩიაშვილმა, მშობელთან შეთანხმებით, უარი განაცხადა. როგორც ირკვევა, უფლება-მოვალეობების განმარტებისას, და ასევე საქმის ირგვლივ დასმული კითხვების შესახებ ბექა გოჩიაშვილს და მის მშობელს პრეტენზია არ გამოუხატავთ.
როგორც გამომძიებელ დ.ბ-ს გამოკითხვით ირკვევა, ბექა გოჩიაშვილი ადეკვატურად და მშვიდად პასუხობდა ყველა საქმის ირგვლივ დასმულ კითხვას. ასევე ირკვევა, რომ ბექა გოჩიაშვილთან ჩატარებულ დაკითხვას და ყველა საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა მისი მშობელი, და მათი მხრიდან არც დაკითხვის მსვლელობისას და არც დაკითხვის დასრულებისას, რაიმე სახის შენიშვნას ან პრეტენზიას ადგილი არ ჰქონია.
იმავე დღეს დაიკითხა ბექა გოჩიაშვილის ძმა – ლაშა გოჩიაშვილი. დაკითხვის დასრულების შემდეგ, ისინი მეგობრულად დაემშვიდობნენ გამომძიებელს, რაც გამოიხატა ვალერიან გოჩიაშვილის მხრიდან გამომძიებლის ბექა გოჩიაშვილის კონცერტზე დაპატიჟებაში.
გამომძიებლის გამოკითხვის შედეგად ასევე დადგენილია, რომ ბექა გოჩიაშვილის დაკითხვის დროს შენობაში იმყოფებოდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლები, რომლებსაც თავისუფლად შეეძლოთ დაეფიქსირებინათ გამომძიებლის არაკანონიერი ქმედებები.
ასევე დადგენილია ის ფაქტიც, რომ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე 5- ე განყოფილების ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი, რომლის საშუალებითაც ფიქსირდება ვინ შედის და გამოდის პოლიციის შენობაში შესაბამისი თარიღებისა და ზუსტი საათების მითითებით.
რაც შეეხება ბექა და ლაშა გოჩიაშვილების მოწმის სახით დაკითხვის აუცილებლობას, 2013 წლის 4 იანვარს ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ქ.თბილისში მ. კოსტავას ქუჩა N63ა-ში მდებარე ნანა დავითაიას საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტზე, საიდანაც მოიპარეს სეიფი, რომელშიც ნანა დავითაია ინახავდა 60 000 ევროს, 20 000 ლარს, 10 000 აშშ დოლარს და 300 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროულობას.
მოწმეთა ჩვენებებით გაირკვა, რომ ბინის გასაღებით ისარგებლა რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის ბექა გოჩიაშვილმა, რომელიც, ნანა დავითაიას თანხმობით ერთი დღე დარჩა აღნიშნულ ბინაში, სადაც მას ესტუმრნენ მეგობრები.
2013 წლის 08 იანვარს საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ არასრულწლოვანი ბექა გოჩიაშვილი, მშობლის ვალერიან გოჩიაშვილის თანდასწრებით და ბექას ძმა ლაშა გოჩიაშვილი. გოჩიაშვილმა განმარტა რომ ბინაში ყოფნის დროს მისმა მეგობრებმა სახლი დაათვალიერეს და ეძებდნენ ,,იუ ეს ბი” გადამყვან კაბელს , რა დროსაც ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა, რომლის ვინაობაც არ ახსოვს დაუძახა საძინებელი ოთახიდან და უთხრა, რომ კარადაში იყო სეიფი, იგი შევიდა ნახა სეიფი და მეგობრებს სთხოვა რომ ძებნას ნუ გააგრძელებდნენ ვინაიდან თავი ძალიან უხერხულად იგრძნო. 2013 წლის 04 იანავრს ღამით კი გაიგო რომ დავითაიას ბინიდან სეიფი იყო მოპარული.
აღნიშნულ საქმეზე, იმავე დღეს მოწმის სტატსუსით დაიკითხნენ ბექა გოჩიაშვილის მეგობერებიც.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს V განყოფილება.

0  
4 ამსო   (16.01.2013 17:27) [Материал]
ლონდა, იცი რომელი ჩანაწერი ამინტერესებს? მაია ფანძიკიძის დღევანდელი (თუ გუშინდელია,არ ვიცი) გამოსვლა. მხოლოდ პატარა ჩანაწერს მოვკარი თვალი,მინდა ვნახო მთლიანად (დაახლ. ეგეთ რამეს ამბობ, რომ საქართველო მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასო)

0  
5 ლონდა   (16.01.2013 17:42) [Материал]
თუ ვნახე დავდებ ამსო. მეც არ მომისმენია

0  
6 ლონდა   (16.01.2013 17:46) [Материал]
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის შესახებ მისი სიტყვებით გამოწვეულ აზრთა სხვადასხვაობას ორი მიზეზი აქვს - საქართველოს მედია არ გადასცემს გადამოწმებულ ინფორმაციას, და საპარლამეტო უმცირესობა ცდილობს თავისი ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას, მიუხედავად იმისა, ამით ილახება თუ არა ქვეყნის ინტერესები. ფანჯიკიძემ ეს განმარტება რადიო თავისუფლების პრაღის ოფისში სტუმრობისას ჩაწერილი ინტერვიუს დროს გააკეთა. მისი თქმით, ლიტვაში მისი გამოსვლის ვიდეო არსებობს და გადამოწმება ადვილია - მან ჯერ პასუხი გასცა აზერბაიჯანის ელჩის შეკითხვას და განაცხადა, რომ საქართველო აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, შემდეგ კი სომხეთის ელჩის შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ ყველა კონფლიქტი უნიკალურია და მათი გადაჭრის ერთიანი რეცეპტი არ არსებობს. დღეს უფრო ადრე ნაციონალურმა მოძრაობამ ფანჯიკიძის თანამდებობიდან განთავისუფლება მოითხოვა და ის 18-ი იანვრისთვის დანიშნულ სხდომაზე დაიბარა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აზერბაიჯანის მედიით გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმად, გასულ კვირაში ლიტვაში ვიზიტისას, ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით არის შესაძლებელი. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრი სოჭის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს მონაწილეობასაც შეეხო და არასწორი უწოდა სპორტის და პოლიტიკის დაკავშირებას. მისი თქმით, თამაშების ბოიკოტი ბევრს არაფერს მოიტანდა და საქართველოსთვის უფრო სასარგებლო იქნება მონაწილეობის მიღება ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში.

0  
7 ლონდა   (16.01.2013 17:46) [Материал]
ვიდეოს ვეძებ

0  
8 ბასო   (16.01.2013 19:52) [Материал]
გუუუმარჯოს სად ხართ სულ შვიდი პოსტი sad

0  
9 ბასო   (16.01.2013 19:56) [Материал]

0  
10 ბასო   (16.01.2013 19:58) [Материал]

0  
11 ბასო   (16.01.2013 19:59) [Материал]

0  
12 ბასო   (16.01.2013 20:02) [Материал]

0  
13 ბასო   (16.01.2013 20:03) [Материал]

0  
14 ბასო   (16.01.2013 20:05) [Материал]

0  
15 ბასო   (16.01.2013 20:07) [Материал]

1-15 16-30 31-45 ... 166-180 181-191
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025