ხუთშაბათი, 19.06.2025, 09:56
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » იანვარი » 23 » ვლადიმერ პუტინმა ილია მეორეს მადლობა გადაუხადა
13:03
ვლადიმერ პუტინმა ილია მეორეს მადლობა გადაუხადა
ვლადიმერ პუტინმა ილია მეორეს მადლობა გადაუხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც მას რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენაში შეაქვს, - ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მათივე ინფორმაციით, ილია მეორის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მოსკოვში, ნოვო-ოგარევოს საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა, რომელსაც სრულიად მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი კირილიც ესწრებოდა.
"განსაკუთრებული მადლობა კი მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენ, დღევანდელ მძიმე პირობებში, მხედველობაში მაქვს არც თუ ისე იოლი ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, ყველაფერს აკეთებთ, რათა ხელი შეუწყოთ ჰუმანიტარული, კულტურული და სულიერი კონტაქტების შენარჩუნებას მოძმე ერებს შორის", - მიმართა პუტინმა ილია მეორეს.
რუსეთის პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადებიდან 80 და ინტრონიზაციიდან 35 წლის იუბილე მიულოცა, ასევე, მიულოცა მართლმადიდებელი ერთობის ფონდის პრემიის მინიჭება.
ნანახია: 785 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 9
0  
1 ბიბი   (23.01.2013 14:30) [Материал]
მივესალმები პატრიარქის სამშვიდობო მისიას! იქნებ ამ გზით მაინც მოვახერხოთ ურთიერთობის აღდგენა ჩვენსა და რუსეთს შორის და აქედან გამომდინარე, აბხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის!

0  
2 ბიბი   (23.01.2013 14:35) [Материал]


https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=NIq87NIBN3M

0  
3 ბიბი   (23.01.2013 14:43) [Материал]
ტერიკო, საყვარელო, გავიდა ახალი წელი, სიყვარულის დღე მოდის, შეგვიცვალე განწყობა! heart love

0  
4 ბიბი   (23.01.2013 14:46) [Материал]
ეს საკითხი ქვედა თემაა, მაგრამ, რადგან 1 თემაში ვპოსტავთ, ამიტომ აქაც დავპოსტე...

ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი ალასანიას მოუვიდა შეცდომა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატურის განხილვა თავის პარტიასთან დაიწყო
21:40 23-01-2013
ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი ალასანიას მოუვიდა შეცდომა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატურის განხილვა თავის პარტიასთან დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენებას დავოსიდან გამოეხმაურა.
როგორც ივანიშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ირაკლი ალასანიას მოუვიდა შეცდომა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატურის განხილვა თავის პარტიასთან დაიწყო. მისი თქმით, მოხდა ელემენტარული გაუგებრობა, რაც ნებისმიერ პოლიტიკოსს შეიძლება მოუვიდეს.
"მან მოახერხა და მის გუნდში დაიწყო განხილვა, შეიძლებოდა თუ არა წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა პრეზიდენტად. მერე მოხდა ისე, როგორც საქართველოში ხდება. ვიწრო წრეში ნათქვამი გავიდა, გავიდა და იმით დასრულდა, რომ ამაზე ერევანში მეკითხებოდნენ უკვე ჟურნალისტები", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც მან ახალი პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო" ჩამოაყალიბა და გადაწყვიტა, პარტიის თავმჯდომარე გამხდარიყო, მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოალიციას, ყველანი საქმის კურსში ჩააყენა და აუხსნა, რომ მისი თავმჯდომარეობა და ამ პარტიის რეგიონებში განვითარება არ იქნებოდა ისე, რომ დანარჩენ პარტიებს ხიბლი დაკარგვოდა.
"მე ასე ვფრთხილად ვიქცეოდი. ირაკლის პატარა შეცდომა მოუვიდა, რომ საკუთარ გუნდთან დაიწყო განხილვა. ამ გუნდმა კი ეს ინფორმაცია გაიტანა და სხვანაირად გავრცელდა რეგიონებში", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ჭორებს შეეწირა ალასანიას ვიცე-პრემიერობა.
მისივე თქმით, ალასანიასთვისაც კარგი იქნება, რომ ეს ხმაური ჩამთავრდეს და "არც ირაკლისთვის იქნება ცუდი, თუ უფრო მეტ ყურადღებას გადაიტანს თავდაცვის სამინისტროზე".
ივანიშვილის განცხადებით, ჯერ არ უფიქრია, ვინ იქნება ალასანიას ნაცვლად ვიცე-პრემიერი. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანიასთან იგივე ურთიერთობას ინარჩუნებს, რაც ჰქონდა. "მთავრობის სხდომის შემდეგ, როდესაც ეს საუბარი გვქონდა, იმის შემდეგაც რამდენჯერმე ვისაუბრეთ. ის ამას გაგებით მოეკიდა", - დასძინა ივანიშვილმა.

0  
5 ბიბი   (23.01.2013 15:33) [Материал]
ჯობია ქვედა თემაში ვიყოთ, პატრიარქის თემა უფრო სათუთია! smile თქვენ რას იტყვით?

0  
6 ბიბი   (23.01.2013 15:34) [Материал]
სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 2
კორშა, ბიბი

sad

0  
7 ფეფე   (23.01.2013 16:35) [Материал]
ურთიერთობები ისე ვერ დარეგულირდება თუ ქართველების, რუსების, ოსების და აფხაზების ინტერესები არ იქნება დაკმაყოფილებული.

სიტუაცია ისე რთულადაა, გამოსავალი არ ვიცი რა შეიძლება იყოს.

0  
8 ქაჯანა   (23.01.2013 17:22) [Материал]
აბა როგორ ხართ ჩემო გადარეულებო??
biggrin

0  
9 ბიბი   (23.01.2013 17:38) [Материал]
ქვედა თემაში ვართ, ქაჯუ! შენ როგორ ხარ? smile

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025