რა მოხდა ლოპოტას ხეობაში და რა იყო რეალურად ლაფანყურის სპეცოპერაცია? პანკისში, სოფელ დუისში 7 საფლავია გაჭრილი. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ წინასწარ გაჭრილ საფლავებში ლოპოტის ხეობაში ლიკვიდირებულები უნდა დაკრძალონ. ნაწილი კი მომხდარზე საუბარს თავს არიდებს. ხეობაში იმასაცამბობენ, რომ ჭირისუფალი დააშინეს. მეცხრე არხთან პანკისელები ყვებიან, რომ ახალგაზრდები რამდენიმე დღის წინ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავად წაიყვანეს ხეობიდან და რუსეთში გადასვლას შეპირდნენ. ხეობაში ამ დრომდე არ დაუკრძალავთ გარდაცვლილები - იქ ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ ცხდრებს მას შემდეგ გადასცემს, რაც ჟურნალისტები ხეობას დატოვებენ.
უკვე ორი დღეა სოფელ დუისში ექვსი გათხრილი საფლავი ცარიელია 11:11 02-09-2012 უკვე ორი დღეა პანკისის ხეობის სოფელ დუისში ექვსი გათხრილი საფლავი ცარიელია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სოფელ დუისიდან იუწყება. ადგილობრივი ქისტები ვარაუდობდნენ, რომ გუშინ, დღის ბოლომდე მოხერხდებოდა ცხედრების ჩამოსვენება და მათი დაკრძალვა, თუმცა, ამ დრომდე ცხედრები ჭირისუფლებისთვის არ გადაუციათ, რაც დუისელების აღშფოთებას იწვევს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სახელდება ოთხი გარდაცვლილის გვარი – მარგოშვილი, ბაღაკაშვილი, ალდამოვი და გუთოშვილი, თუმცა, დუისის სასაფლაოზე ექვსი საფლავია გათხრილი, დანარჩენი ორის ვინაობა არ სახელდება. დუისელები პრესასთან საუბარს თავს არიდებენ. ისინი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მთავარია რაც, შეიძლება სწრაფად მოხდეს ცხედრების დაკრძალვა. ქისტების ტრადიციის მიხედვით, მიცვალებული ერთ დღეში იკრძალება. აქედან გამომდინარე, ადგილობრივები გაღიზიანებულები არიან, რომ ამ ტრადიციის შესრულებას ვერ ახერხებენ.
განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან ქისტი ვაჰაბიტები. ისინი სიტყვიერთან ერთად ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც გადადიან მედიის წარმომადგენლებთან და ითხოვენ, დაუყონებლივ დატოვონ ჟურნალისტებმა პანკისის ხეობა. ხეობის ერთ-ერთი მკვიდრი, სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები იდრიზ ნუმაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი ქისტები სამართალდამცავებმა გააფრთხილეს, რომ პრესასთან ურთიერთობას მოერიდონ და არანაირი განცხადებები არ გააკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ, რომ ცხედრებს აღარ გადასცემენ. იდრიზ ნუმაშვილის თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე იკავებენ თავს ქისტები საუბრისგან. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მთავარი ტრადიციის შესრულება მოხდება და ცხედრები დაიკრძალება, ყველა ხმას ამოიღებს და უკვე შემდეგ მოითხოვენ იმ კითხვებზე პასუხს, რის გამოც მოხდა ახალგაზრდების გარდაცვალება. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული რამდენიმე ე.წ. "ბოევიკი" პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდაა. ამასთან, შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, სალომე მახარაძემ აღნიშნულ ინფორმაციას სრული აბსურდი უწოდა. შს სამინისტრომ გუშინვე ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული 11 ადამიანიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ე.წ. „დივერსანტების“ ასლან მარგოშვილის, ბაჰაუდი ალდამოვის და ბაჰაუდი ბაღაკაშვილის ფოტოები მოიპოვა. გადამოწმებული ინფორმაციით, ცხედრები ერთ–ერთი გარდაცვლილის ახლობელმა ამოიცნო.
ნაციონალების ბოროტ ზრახვედს შეეწირნენ ეს ახალგაზრდები. ქისტებს ეყოფათ ალბათ გონიერება და უბრალო ქართველებს არ აზღვევინებენ მიშას ხელისუფლების ამ ცოდვას
რუსეთმა "საქართველოს სიმშვიდისთვის" "კავკასია 2012"-ის გეოგრაფიული ფართობი შეზღუდა 14:33 02-09-2012 "კავკასია 2012"-ს ჩეჩნეთის ტერიტორია გამოეთიშა. "იზვესტიას" ცნობით, 17-23 სექტემბრამდე პერიოდში დაგეგმილი სამხედრო წვრთნებისთვის შერჩეული სტრატეგიული საწვრთნელი პოლიგონების სიიდან ჩეჩნეთში განლაგებული სასწავლო კომპლექსები ამოიღეს. როგორც გამოცემა იუწყება, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და სომხეთში არსებული სამხედრო ბაზების პოლიგონების გამოყენებაზეც უარი განაცხადა. სამხედროების განმარტებით, გეოგრაფიული შეზღუდვები საქართველოს სიმშვიდისთვის დაწესდა. "გადავწყვიტეთ, კავკასიაში დაძაბულობისთვის ზედმეტი საფუძვლები არ შევქმნათ, ამიტომ საქართველოსთან ახლოს სასწავლო საბრძოლო მოქმედებების წარმართვაზე უარი ვთქვით", - აცხადებს გამოცემასთან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი. ჩეჩნეთის მოსაზღვრე რესპუბლიკებში კი წვრთნები გეგმის შესაბამისად, აგვისტოს დასაწყისიდან მიმდინარეობს. სწავლებაში სახმელეთო ქვეითი ჯარის გარდა მონაწილეობენ შავი ზღვის, ბალტიისა და ჩრდილოეთის ფლოტების დანაყოფები, კასპიის ფლოტილიის გემები და თვითმფრინავები.