ხუთშაბათი, 19.06.2025, 11:54
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » აგვისტო » 28 » უნდა დამთავრდეს სიცრუეზე, სიყალბეზე, ფასადურობაზე აგებული პოლიტიკა
06:19
უნდა დამთავრდეს სიცრუეზე, სიყალბეზე, ფასადურობაზე აგებული პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი - უნდა დამთავრდეს სიცრუეზე, სიყალბეზე, ფასადურობაზე აგებული პოლიტიკა 2003 წლიდან დღემდე ხელისუფლებას კრედიტის სახით 6 მილიარდი აქვს აღებული, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტყიბულის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა .
მისი თქმით, აქედან მაქსიმუმ, 4 მილიარდი დოლარი დაიხარჯა სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე. ივანიშვილის განცხადებით, აშენდა დაახლოებით, 17 იუსტიციის სახლი, ქუთაისის პარლამენტი, პრეზიდენტის სასახლე, გაკეთდა რამდენიმე გზა. როგორც "ქართული ოცნების" ლიდერი აცხადებს, ეს დანახარჯები 4 მილიარდზე მეტი ვერ იქნებოდა და აინტერესებს, სად წავიდა დანარჩენი 2 მილიარდი.
ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიერ აღებულმა ახალმა კრედიტებმა საქართველოს საგარეო ვალი 2-ჯერ გაზარდა, რაც მოსახლეობის გადასახდელია. 
"რას გვამადლიან, ჩვენს მიერ ჩვენი გასასტუმრებელი ფულით აშენებულ გზებს გვამადლიან? რაიონების შიდა გზები ბევრი აშენდა, მაგრამ საეჭვოა, რომ ეს თანხებიც მიზნობრივად არის გახარჯული", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ის დაპირდა მოსახლეობას, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, აღდგება სამართლიანობა ქვეყანაში.
"ამას სჭირდება ნება და მე ეს ნება გამაჩნია. ათასობით ჩვენი მოქალაქე გამოკეტილია ციხეებში უსამართლოდ", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიზნესი ზეწოლისგან გათავისუფლდება, რაც საინვესტიციო გარემოს გააუმჯობესებს. ივანიშვილის განცხადებით, სირცხვილია, როცა ქართველი დედები საზღვარგარეთ მცირე ანაზღაურების ფასად დაბალკვალიფიციურ სამუშაოს ასრულებენ. 
"ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, დღეს საქართველოში სოციალური დახმარება ძირითადი შემოსავლის წყაროა და კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დასაქმება პროფესიის მიხედვით მოხდება. მისივე განცხადებით, დღეს საქართველოში პენსია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ყველაზე დაბალია.
"ევროპასთან შედარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, ჩვენ პირველი ვართ ევროპაში ბავშვების სიკვდილიანობით და არა იმით, რითაც სააკაშვილი ყელყელაობს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 
მისივე თქმით უნდა დამთავრდეს სიცრუეზე, სიყალბეზე და ფასადურობაზე დაფუძნებული პოლიტიკა. ივანიშვილის განცხადებით, სააკაშვილი ბევრს საუბრობს, რომ კორუფცია აღმოიფხვრა, თუმცა საქართველოში ელიტარული კორუფცია მძვინვარებს.
"ვერავინ გაბედავს კორუფციაში ჩაერთოს ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. დღეს ერთი ჯგუფი იყოფს საქართველოს მთელ შემოსავალს. ბობოქრობს და მძვინვარებს დღეს ელიტური კორუფცია", - განაცხადა ივანიშვილმა.
ნანახია: 817 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 2
0  
1 არალე   (28.08.2012 07:17) [Материал]
როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, არც ერთი დანაშაული, არც ერთი არამიზნობრივად დახარჯული თეთრი, არც ერთ უნანაშაულო ადამიანის ტანჯვა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.

სააკაშვილი თან შევარდნაძის ჩაის სვამდა, თან გაჰკიოდა, ნულოვანი ტოლერანტობაო angry
ახლა ნახავენ ნულოვან ტოლერანტობას angry

0  
2 ბიბი   (28.08.2012 09:13) [Материал]
რამდენი დახარჯეს და რამდენი გააფორმეს, ამაზე საჯაროობა არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ჩემნაირი მოკვდავი ადამიანთათვის ხელმისაწვდომი არაა angry მაგრამ იმას ხომ ვხედავთ, როგორი ხარისხით არის გაკეთებული! angry

ახალი ხელისუფლების პერიოდში, ეს უნდა იქნეს გამოძიებული და ყველა, ვისაც კი 1 თეთრიც კი აქვს არამიზნობრივად დახარჯული, 5-მაგად უნდა გადაახდევინონ angry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აგვისტო 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025