
სააკაშვილი ასევე ბრალს სდებს მის მტერს, რუსეთს, რომელიც 2008 წელს საქართველოსთან ომის დრო შეეცადა სააკაშვილის მთავრობა დაემხო და თბილისის დასავლეთთან კიდევ უფრო დაახლოება არ დაეშვა.
"ამ გაზაფხულზე რუსეთმა 2 მილიონი აშშ დოლარი გამოაგზავნა საქართველოში, ეს მედიის მოსყიდვის, ტყუილების გავრცელებისა და არეულობის მოწყობის მცდელობა იყო", - თქვა მან.
შაბათის აქციები იყო ძალის ჩვენება მას შემდეგ რაც ივანიშვილმა მსგავსი ფართომასშტაბიანი აქციები ბოლო თვეების განმავლობაში მოაწყო.
სააკაშვილს ქუთაისში თან ახლდა თავისი ჰოლანდიელი მეუღლე სანდრა რულოვსი, რომელიც სიტყვით გამოვიდა და აქცენტი მმართველი პარტიის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ პროგრამაზე გააკეთა.
"თქვენი მომღიმარი სახეების უკან ჯერ კიდევ მრავალი პრობლემაა; ჩვენ დიდი ნაბიჯებით წინ მივიწევთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტია საჭირო, და ეჭვ გარეშეა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ", - თქვა რულოვსმა გამართული ქართულით.
ორივემ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოცნებამ", პირობა დადო, რომ შეამცირებს უმუშევრობას, გაუმკლავდება სიღარიბეს, გააუმჯობესებს სოციალურ პირობებს და სოფლის მეორნეობას გაღარიბებულ კავკასიის ქვეყანაში.
სააკაშვილის აქციების მიზანი იყო ივანიშვილი მოსკოვის მარიონეტად გამოეყვანა, რადგან მან თავისი დაახლოებით $6.4 მილიარდიანი ქონება რუსეთში დააგროვა.
ივანიშვილი ამას უარყოფს, და ამტკიცებს, რომ ის მმართველი პარტიის საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანების სწრაფვას იზიარებს.
გაზრდილი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, სააკაშვილმა ხალხს დაპირება მისცა, რომ 1991 წლის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს ყველაზე სამართლიანი არჩევნები იქნება; თუმცა, ივანიშვილი ბრალს სდებს მთავრობას, რომ მმართველი პარტიის გასაძლიერებლად სახელმწიფო ძალაუფლებას იყენებს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების უმეტესობამ უჩვენა, რომ სააკაშვილის პარტიას ოპოზიციაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს.
მეთიუ კოლინი