ხუთშაბათი, 19.06.2025, 09:21
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 30 » თამაზ ბაკურიძე - პატიმრების წამებასთან დაკავშირებით დაკავებული პირები კომფორტულ პირობებში იმყოფებიან
05:41
თამაზ ბაკურიძე - პატიმრების წამებასთან დაკავშირებით დაკავებული პირები კომფორტულ პირობებში იმყოფებიან

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, ციხეში წამების ფაქტებთან დაკავშირებით დაკავებული სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები ბათუმის ნახევრად ღია ტიპის სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულებაში არიან მოთავსებულები.
ბაკურიძის განმარტებით, პირის მიმართ საბოლოო სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე მისი კოლონიაში გადაყვანა დაუშვებელია.

"ვიდრე მოქალაქეს სასამართლო მსჯავრს არ გამოუტანს, ის საპყრობილეს ტიპის დაწესებულებაში უნდა იყოს. ჩემი ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ ციხეში წამების ფაქტებთან დაკავშირებით დაკავებული სასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომლები ღია ტიპის ნახევრად დახურულ ზონაში გადაიყვანეს, სადაც მათ გარეთ ყოფნისა და სეირნობის შესაძლებლობა ყოველდღიურად ექნებათ, სახელმწიფომ მათ განსაკუთრებული კომფორტული პირობები შეუქმნა. როგორც ჩემი წყარო იტყობინება, იმაზე უკეთესი პირობები, ვიდრე გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულ პირებს ჰქონდათ", - აღნიშნა თამაზ ბაკურიძემ.

ბაკურიძე სასჯელაღსრულების მინისტრის, გიორგი ტუღუშისგან აღნიშნულ საქმეზე დაპატიმრებული პირების დახურული ტიპის დაწესებულებაში 16:00 საათამდე გადაყვანას ითხოვს.

"თუ აღნიშნული პირები მათვის კანონით განსაზღვრულ დახურული ტიპის დაწესებულებაში ანუ საპყრობილეში არ იქნებიან გადაყვანილები, საზოგადოებას ვპირდები, დავასახელებ იმ პირებს, რომლებმაც გასცეს განკარგულება და მათი მე-10 დაწესებულებაში გადაყვანის და კომფორტული გარემოს შექმნის პასუხისმგებლობა აიღეს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ, რაც ციხეებში ხდებოდა, ხელისუფლების პოლიტიკური ნება იყო, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაა დამკვეთი და ყველა იმ უკანონობის შემსრულებელი და მფარველი, რაც იქ ხდება", - აღნიშნა თამაზ ბაკურიძემ.

წყარო/Source: http://geo.ambebi.ge/politika/62227-thamaz-bakuridze-patimrebis-tsamebasthan-dakavshirebith-dakavebuli-pirebi-komfortul-pirobebshi-imyofebian.html#ixzz27wcPBagN
ნანახია: 803 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025