
თელავის რაიონის სოფელ კისისხევში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედა ირინა შიუკაშვილი ამბობს, რომ სტიქიამ მის საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, თუმცა თხოვნის მიუხედავად სოფლის საკრებულოში დახმარებაზე უარი უთხრეს.
"4 შვილი მყავს, ჭერი მე არ მაქვს და ნორმალური სახლი. ყოველ ღამეს მე და ჩემი შვილები შიშით ვიძინებთ და ვიღვიძებთ, რომ ჭერი თავზე არ დაგვეცეს. ჩვენს მდგომარეობაში არავინ შედის. სოფლის გამგებელმა დახმარებაზე უარი მითხრა. ისიც კი არ ვიცი, ეს ორი ტომარა ფქვილი, რომ გამითავდება შვილებს რა ვაჭამო. მშივრები ვრჩებით", - განაცხადა ირმა შიუკაშვილმა.