მთავარი » 2012»სექტემბერი»3 » შსს - სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის 2 საქართველოს მოქალაქეა, 5 კი - რუსეთის
09:14
შსს - სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის 2 საქართველოს მოქალაქეა, 5 კი - რუსეთის
ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად
ლიკვიდირებულ პირთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს შს სამინისტროში დღეს გაკეთდა. როგორც
სამინისტროში აცხადებენ, ლიკვიდირებული პირების ვინაობა საქართველოს შსს-მ
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე დაასახელა. შს
სამინისტროს ინფორმაციით, 11 ლიკვიდირებული პირიდან იდენტიფიცირებულია 7
ცხედარი, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა – 1990 წელს დაბადებული ასლან
მარგოშვილი და 1986 წელს დაბადებული ბაჰაუდინ ქავთარაშვილი. დანარჩენი
5 პირი კი, არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან.
მათგან ერთ-ერთი - ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი დაბადებულია გროზნოში 1986 წლის 10
თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში. დანარჩენი
იდენტიფიცირებულები კი არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები – 1968 წელს,
ჩეჩნეთში დაბადებული დუკვახა დოშუევი, ასევე ჩეჩნეთში, 1991 წელს
დაბადებული სალამ ზაურბეკოვი, ინგუშეთში 1989 წელს დაბადებული ხაშიევ
ჯაბრაილი და გროზნოში 1981 წელს დაბადებული მუსა ადუევი. ამასთან, 1-ელ
სექტემბერს შს სამინისტროში კატეგორიულად უარყოფდნენ, რომ სპეცოპერაციის
დროს ლიკვიდერებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ.
ესეც ახალი ვერსია! რაღაც ვერ აქვს საზოგადოებათან ურთიერთობის სამსახური წესრიგში, რას მიედმოედებიან გაიხლართნენ საკუთარ ტყუილებში ხვალ-ზეგ ახალ მონაცემებს მოგვაწვდიან ალბათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული განცხადება, რომელსაც თან ვიდეო ფაილი ახლდა და რომლის ავტორი, მინისტრის მოადგილე, შოთა ხიზანიშვილი იყო, ვებ გვერდიდან გაქრა.
სამი დღის, ხიზანიშვილი ამბობდა, რომ ლოპოტაში ჩატარებული სპეცოპერაციის რიგი საკითხები ძიების პროცესშია. დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მიერ ლიკვიდირებული 11 (თერთმეტი) ადამიანიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე. თუმცა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული, იტაცებს ადამიანებს, აყავს მძევლები, არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს კლავს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებს - ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს რეაქცია მათ მიმართ იქნება ისეთი, როგორიც იყო და მომავალშიც თუ ანალოგიურ ფაქტს ექნება ადგილი, საქართველოს ხელისუფლება ანალოგიურად იმოქმედებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი".
შეგახსენებთ, რომ შსს-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ადასტურებენ, რომ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულებიდან, 2 საქართველოს მოქალაქე იყო.
მოკლედ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ოპერაცია ხელისუფლებისტვის მარცხით დამთავრდა.. ბევრი რამ ისე ნაჩქარევად იყო გაკეთებული, რომ კითხვის ნიშნებს უამრავს ვინ დაეძებს, ისეთი ფაქტებიც ხმაურდება, რაც ამათტვის მაგარი წამგებიანია..
იმედია , ნახევრად მაინც გაიგებს მოსახლეობა, თუ რა მოხდა სინამდვილეში