ხუთშაბათი, 19.06.2025, 01:50
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 28 » შეძლებს საქართველო ჩვენს გაოცებას 2012 წლის ოქტომბერში?
03:03
შეძლებს საქართველო ჩვენს გაოცებას 2012 წლის ოქტომბერში?

ლინკოლნ მიტჩელი

აშშ-ს პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანია თავის ბოლო, ორ ფინალურ თვეში შევიდა და პრეზიდენტ ბარაქ ობამას პატარა უპირატესობა აქვს. ის იმედოვნებს, რომ რესპუბლიკელი კანდიდატი მიტ რომნი უეცრად არ გადაიქცევა სულის ჩამდგმელ კანდიდატად; ეკონომიკა არ მიაყენებს ახალ დარტყმას; და არ გამოჩნდება საგარეო პოლიტიკურ სცენაზე რაიმე ისეთი, რაც მის ადმინისტრაციას პრობლემას შეუქმნის.

1 ოქტომბერს დაგეგმილმა ქართულმა არჩევნება მას ზუსტად ასეთი პრობლემა შეიძლება შეუქმნას, ისეთი, როგორიც ობამას არსჭირდება და არ უნდა.
ქართული არჩევნები ცხარედ საკამათო რბოლაა,  სადაც მმართველი პატია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც აკონტროლებს თითქმის მთელ საქართველოს, ერთპარტიულ ქვეყანას, მისდევს პოლიტიკური და მედიის  რეპრესიების გზას, რაც არაეთიკურია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის.  ენმ-მა შეიძლება გაიმარჯვოს 1 ოქტომბრის არჩევნებში, მაგრამ მის გამარჯვებას, ალბათ, საყოველთაო და ალბათ სწორი რეაქცია შეხვდება – ქართველი ხალხი ჩათვლის, რომ არჩევნები მოპარული იყო პოლიტიკური კლიმატისა და იმის გამო, რომ კამპანიის პერიოდში საბაზისო თავისუფლებანი არ არსებობდა.

ძნელი წარმოსადგენი არ არის მოვლენათ ასეთი განვითარება – მათი ხმების მოპარვით განრისხებული ქართველი ხალხი, დემონსტრაციებში და სხვა სახის აქციებში ჩაერთვება და მოითხოვს მათი პრობლემების გადაწყვეტას.  ნებისმიერ ქვეყანაში ამგვარად განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება პრობლემები შეუქმნას ამერიკის პრეზიდენტს, რომელიც მეორე ვადით ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობს, მაგრამ ეს კიდევ უფრო პრობელმატური იქნება საქართველოს შემთხვევაში. საქართველო აშშ-ს ახლო მოკავშირეა და ძალიან არის დამოკიდებული უცხოურ, ყველაზე მეტად კი ამერიკულ დახმარებაზე. გარდა ამის, მიუხედავად იმისა, რომ მისი რეჟიმი სულ უფრო ავტორიტარული ხდება, საქართველოს აშშ-ში  ისე ხატავენ, როგორც დემოკრატიის ბასტიონს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად თავისუფალ რეგიონში, რასაც, საუკუთესო შემთხვევაში, შეიძლება, მოხლოდ უზარმაზარი გაზვიადებაა.

უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას, აგზავნის ჯარს ერაყსა და ავღანეთში. ამ უკანასკნელში საქართველოს მესამე ყველაზე იდიდ კონტინგენტი ჰყავს. ეს დახმარება ავთანეთში  ის მთავარი მიზეზი, რის გამოც აშშ შედარებით დუმს სააკაშვილისა და მისი მთავრობის  ავტორიტარიტარულ ექსცესებზე.

ის ფაქტი, რომ ასობით ათასმა ადამიანმა შეიძლება გააპროტესტოს არჩევნების ფალსიფიკაცია იმ ავტორიტარული ლიდერის მიერ, რომელსაც აშშ მტკიცედ უჭერს მხარს და ეს მოხდება ამერიკულ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ალბათ, არ იქნება სასიამოვნო ობამას ადმინისტრაციისთვის, რადგან ის ცდილობს თავიდან აიცილოს ნებისმიერი წინასაარჩევნო დრამა. გაყალბებული არჩევნები საქართველოში და შემდგომი პროტესტი, თუ გავითვალისწინებით ოპოზიციური ბლოკის "ქართული ოცნების” მიერ  ჩატარებული წინასაარჩევნო ღონისძიებებს, შეიძლება უზარმაზარი აღმოჩნდეს და ადმინისტრაციას არც თუ ისე ბევრი კარგი არჩევანი დაუტოვოს.

თუ ადმინისტრაცია იმ მომენტში არ ჩაერევა, დემონსტრაციები, ალბათ გაგრძელდება, მათ ექნება კრიტიკული ტონი დასავლეთისა და ამერიკის უმოქმედობაზე და იმაზე, რომ ადმინისტრაციამ უჩუმრად ნება დართო სააკაშვილის საარჩევნო თაღლითობას. ეს არ იქნება კარგი და ამომრჩეველს იმას გაახსენებს, თუ როგორ არ მოისურვა ადმინისტრაციამ გადაედგა დროული და მტკიცე ნაბიჯები მშვიდობიანი დემონსტრანტების მხარდასაჭერად ეგვიპტესა და სხვაგან ჩრდილოეთ აფრიკაში, 2011 წლის დასაწყისში. ხანგრძლივი დემონსტრაციები საქართველოში შეიძლება ქვეყნის დესტაბილიზაციამდე მივიდეს და აშშ-ს უსაფრთხოებას რეგიონში უშუალო საფრთხე შეუქმნას, რადგან კონფლიქტები ქვეყნებს შიგნით და ქვეყნებს შორის აქ უკვე ძალიან რეალური გახდება.

პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის მცდელობა არჩევნების შემდეგ  ობამას ადმინისტრაციისთავის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში პრეზიდენტი შეიძლება მოწყვლადი გახდეს რესპუბლიკური პარტიებისა და რომნისთვის, რადგან ისინი მას საკვანძო პარტნიორების ღალატში დასდებენ ბრალს. სააკაშვილი მემარჯვენეებისთვის კვალივნდებურად საყვარელია.  მიუხედავად ბოლო წლების მტკიცებულებებისა, ის მათთვის მაინც რადიკალურ რეფორმატორად აიღქმება. თუ ობამა სააკაშვილს ამერიკული არჩევნების წინ გაემიჯნება, რომნი, ალბათ, გააორმაგებს ობამას კრიტიკას და იტყვის, რომ ის არ უჭერს მხარს ამერიკის მეგობრებს.

შესაძლოა ქართულმა არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს და აშშ-სთვის ახალი ამბავი არ შექმნას, მაგრამ ეს სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ჯარიმები, დევნა და ოპოზიციისათვის კამპანიის  აღკვეთის ძალისხმევა კიდევ უფრო ხშირი ხდება საქართველოში. ამიტომ ობამას ადმინისტრაცია ოქტომბერში საქართველოდან ყველა შესაძლო სიურპრიზს უნდა ელოდეს. ერთი წლის წინ ამერიკას ბევრად უფრო მეტის გაკეთება შეეძლო იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნები უკეთ ჩატარებულიყო. ეს შესაძლებლობა ძალიან დიდი სისწრაფით იკლებს, მაგრა მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში ამერიკამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რათა უკეთესობისთვის ცოტაოდენი მაინც მოახერხოს.

ახლა ქართული არჩევნები  ამერიკული კამპანიისგან მოშორებულ უმნიშვნელო მოვლენას ჰგავს. მაგრამ თუ ობამას უნდა, რომ ეს ასე დარჩეს, მან ახლავე უნდა იმოქმედოს.

ორიგინალი

ნანახია: 1203 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 781 2 3 4 5 6 »
0  
1 ეფემია   (28.09.2012 03:07) [Материал]


ბიძინა, მოდი დროზე. გადაგვღალა ამ გიჟმა სააკაშვილმა.

0  
2 ფეფე   (28.09.2012 03:36) [Материал]
Swored amerikam dagvasva tavze eg nabijvari. Ar gadagvayoles am avganets...

0  
3 ფეფე   (28.09.2012 03:41) [Материал]
Obama xom susti presidenti agmochnda rogorc sagareo ise sashinao politikshi, magram es respublikelebi sul mtlad idiotebi arian. Romneym rom gaimarjvos albat saakashvili saertod agar ipiqrebs wasvlas.

0  
4 ფეფე   (28.09.2012 09:59) [Материал]
ამ წუთებში ლიბერთი ბანკის სათაო ოფისს ცეცხლი უკიდია !

0  
5 ფეფე   (28.09.2012 10:12) [Материал]
მჯერა, არ მჯერა, ვიცი!

1. მე მჯერა, რომ “ქართულ ოცნებას” უამრავი წევრი ყავს, რომლებიც ვიღაცების გადაბირებას ცდილობენ. არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას მაინცდამაინც თავის ძმისშვილს დაავალებდა. ვიცი, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა კანონით დასჯადი ქმედებაა, ისევე როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და მოქალაქის დაშინება.

2. მჯერა, რომ გოგა ხაინდრავა საფრანგეთში ყოფნისას “ქურდ” მეგობარს მოინახულებდა. არ მჯერა, რომ საფრანგეთის ჟანდარმერია ოფიციალურ წერილში “მხედრიონს” ახსენებდა. ვიცი, რომ ბავშვობის მეგობარი იმიჯზე არ იცვლება და ისიც ვიცი, რომ დღევანდელი კულტურის მინისტრი ჯაბა იოსელიანის მარჯვენა ხელი იყო.

3. მჯერა, რომ ტელეკომპანია “იმედი” საქართველოს ხელისუფლებას ნერვებს უშლიდა, რომ ისინი ბადრი პატარკაციშვილს პირად მტრად თვლიდნენ, მაგრამ არ მჯერა, რომ პრობლემა ტელევიზიაში იყო და არა თავად ხელისუფლებაში. ვიცი, რომ ბადრი და ზურაბ ჟვანია მეგობრობდნენ და დღეს ორივე გარდაცვლილია.

4. მჯერა, რომ გუბაზ სანიკიძეს შეეძლო ქურდის ციხიდან დახსნაზე გარჯილიყო, შესაძლოა ალბინოსობის შესახებ ამაზრზენი “სამედიცინო” დასკვნებიც ჰქონოდა, ფულის შოვნისა და მილიონერობის სურვილიც (ამაზე ბევრი ჩვენგანიც ოცნებობს), მაგრამ არ მჯერა, რომ თავის ქვეყანას ფული ურჩევნია, არ მგონია ასე იყოს აღზრდილი, თანაც ვიცი, რომ მშოვნელი აქამდეც იშოვიდა.

5. მჯერა, რომ ეკა ბესელია შეიძლება ქუცნაშვილს დასცინოდეს, არ მჯერა, რომ ზაქრო იგივეს არ კადრულობს, ვიცი, რომ ჩემთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

6. მჯერა, რომ ხუხაშვილს შეიძლება რესპუბლიკელებთან დაპირისპირება მოსვლოდა, ზურაბ აბაშიძის თბილისის საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშვნა ნდომებოდა. არ მჯერა, რომ ამის გამო ალასანია გაუნაწყენდა და არც იმისი მჯერა, რომ რესპუბლიკელებს ქანთარიაზე და ჯაჭვლიანზე სუსტი მაჟორიტარობის კანდიდატები ჰყავდათ. ვიცი, რომ ამის გამო “ქართული ოცნება” ბევრ ხმას დაკარგავს.

7. მჯერა, რომ შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილი ხიდაშელს ვერ იტანს, რომ მისთვის საქმეების ჩაბარებას შეცდომად თვლის. არ მჯერა, რომ ადამიანი წინადადებაში ხუთჯერ იგინება. ვიცი, რომ თუ ჩანაწერი რეალურია, დიდი ბოდიში აქვს მოსახდელი.

0  
6 თაკო   (28.09.2012 10:12) [Материал]
ფეფე ობამა არაა სუსტი პრეზიდენტი. უბრალოდ ეს საზიზღარი რესპუბლიკელები ცდილობენ ყველგან, ყველანირი მეთოდებით დაბლოკონ. ობამას არც ავრანეთის ომი არ უნდა მაგრამ ასე მალე ყველაფერზე უარს ვერ იტყოდა, მოკლავდნენ. სწორედ ობამა იყო ერაყიდან ჯარი რომ გამოიყვანა და ყოველწლიურად ავღანეთიდანაც გამოყავს ამერიკელი სამხედროები. ობამამ, ჩვენი გიჟისგან განსხვავებით, ხალხის სიყვარული მოიპოვა. როცა ობამა პირველად მოვიდა არც ერთმა ებრაელმა ხმა არ მისცა, ეხლა კი ყველა იმას გაიძახის სხვა ვინ უნდა იყოს თუ არა ობამაო.
ჩვენი ჯარისკაცების ყოფნას ავღანეთში ამერიკას ნუ აბრალებ, ეს სააკიანს უნდა მოკითხო. ნატოს მისიებში, ყველაზე დაბალი ზვანიის ამერიკელი ჯარისკაცი ან ნებისმიერი მოსამსახურე პირი (შოფერი , მზარეული და ა.შ.) იღებს 4500$ როცა ამერიკის მოქალაქე არაა და მარტო გრინ კარტა აქვს. ვინც მოქალაქეა იმათი მინიმალური ხელფასი 7000$. ამის გარდა აქვთ ყველანაირი დახმარება მთლიან ოჯახებზე, უფასო ჯანდაცვა, სწავლა განათლება, ყველანაირი დაზღვევა, სამუშაოზე მიღებისას უპირატესობა. ღმერთმა დაიფაროს და თუ ვინმე იღუპება იმათ ოჯახებს უხდიან ერთჯერად კომპენსაციას 100 000$, მიცვალებულს სახელმწიფო მარხავს და ოჯახის ყველა წევრს ენიშნება პენსია. შეღავათებს და პენსიას უნიშნავენ გერლფრენდებს და ბოიფრენდებსაც კი თუ ჯარში წასვლამდე 1 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ.
ნატოს ყველა ქვეყანას თითქმის ერთნაირი პირობები აქვთ ჯარისკაცებისთვის. ქართველ ჯარისკაცებს კი რა აქვთ? 500$ ხელფასი და თუ მოკვდებიან 10 000 ლარი კომპენსაცია. დანარჩენ თანხებს ნაცები ითვისებენ. იმიტომაა ჩვენ ბიჭებს ძალდატანებით და დაშინებით ნახირივით რომ ერეკებია იმ ავღანეთში. ნაცებს სასაკლაოზე რაც ბევრი ჯარისკაცი ეყოლებათ მით მეტი ფული დარჩებათ.

0  
7 ფეფე   (28.09.2012 10:12) [Материал]
მჯერა, რომ მიუხედავად მრავალჯერ ნანახი ჯაშუშური სერიალებისა, ეს აუდიო-ჩანაწერები ვიღაცის არჩევანზე იმოქმედებს. არ მჯერა, რომ ამ უკანონობის ჩადენის გამო ვინმე დაისჯება, მაგრამ ვიცი, რომ ოპოზიციაში აშკარა პროგრესია, რადგან მათი სიტყვებიდან რუსული ტანკები ვერაფრით გამოძერწეს.

8. მჯერა, რომ შეიძლება ირაკლი ალასანია ივანიშვილის რაღაც მოთხოვნებს არაადეკვატურად მიიჩნევს. არ მჯერა, რომ აუდიო-ჩანაწერში მისი ხმა ისმის და ვიცი, რომ უშიშროებაში ნამუშევარი კაცი ასეთ უცენზურო სატელეფონო ზარს არ განახორციელებდა, მით უმეტეს, როცა საერთოდ არ ახასიათებს “ემოციური” გამოხტომები.

9. მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი ეჭვიანი კაცია (მილიარდერი სხვანაირი ვერ იქნება), რომ კოალიციის ბევრ წევრს ვერ ენდობა. არ მჯერა, რომ აუდიო-ჩანაწერები მისი გაკეთებულია, რადგან ამისი არც საჭიროება ექნებოდა და არც საშუალება. ვიცი, რომ (უკანონო) ფარული მოსმენა-მიყურადება კანონით ისჯება და არა ტელე-სიუჟეტებით.

10. მჯერა, რომ ივანიშვილის პირად დაცვაში შესაძლოა წესიერი ხალხი მუშაობდეს, არ მჯერა, რომ ერთ-ერთი მათგანის “აღსარება” წესიერების შედეგი იყო და არა ზეწოლის. ვიცი, რომ გავრცელებული ვიდეო-მიმართვა ზუსტად იმ კედლის ფონზე იყო გადაღებული, რომლის ფერიც ძალიან გავრცელებულია ახლად გარემონტებულ პოლიციის შენობებში. ვიცი, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში მოპოვებული საიდუმლო მასალების განსაჯაროების უფლება არ აქვთ, თუ ის არ შეიცავს სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და ეჭვმიტანილის პირად ცხოვრებას ეხება. ასევე სამართალდამცავებს არ აქვთ უფლება კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევების გარდა ფარული მოსმენა-მიყურადება აწარმოონ პირის მიმართ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დიპლომატიური ან დეპუტატის იმუნიტეტი იცავს. დღეს გამოქვეყნებული აუდიო-ჩანაწერების გმირების უმრავლესობა კი (რამდენადაც კანონი მახსოვს) როგორც დეპუტატობის კანდიდატი, სწორედ ამგვარი იმუნიტეტით სარგებლობს. შესაბამისად მთავრობა ამ მასალებს საკუთარი სახელით ვერ გამოაქვეყნებდა, ამიტომ სხვისთვის უნდა შეეტენა საკუთარი ნამოქმედარი. მეტი დამაჯერებლობისათვის ბიძინას დაცვა არჩია.

0  
8 ფეფე   (28.09.2012 10:13) [Материал]
11. მჯერა, რომ მიუხედავად მრავალჯერ ნანახი ჯაშუშური სერიალებისა, ეს აუდიო-ჩანაწერები ვიღაცის არჩევანზე იმოქმედებს. არ მჯერა, რომ ამ უკანონობის ჩადენის გამო ვინმე დაისჯება, მაგრამ ვიცი, რომ ოპოზიციაში აშკარა პროგრესია, რადგან მათი სიტყვებიდან რუსული ტანკები ვერაფრით გამოძერწეს.

დაბოლოს: მჯერა, რომ ოდესმე პიარადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპს პატივს ვცემთ, სხვის საძინებლებს ყურს მოვაცილებთ და ჩვენს დეკლარირებულ სიტყვას მეტ ფასს დავადებთ, ვიდრე ფარულად ჩაწერილს. პატიმრების დადასტურებული წამების პასუხად, საეჭვო აუდიო-ჩანაწერებს არ მივიღებთ და ყოველ არჩევნებს სამოქალაქო ომის წინაპირობად არ ვაქცევთ. მაგრამ არ მჯერა, რომ ამას მალე მივაღწევთ, რადგან ვიცი, ებრაელების ეგვპტიდან ისრაელში დაბრუნებას ორმოცი წელი დასჭირდა, ამიტომ მოთმინებით მოგვიწევს აღჭურვა, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც მივაღწიოთ აღთქმულ მიწამდე...

0  
9 ფეფე   (28.09.2012 10:26) [Материал]

0  
10 ფეფე   (28.09.2012 10:28) [Материал]
გამარჯობა თიკო. რამდენი შეღავათები ჰქონიათ ამერიკის ჯარში მომსახურეებისთვის. ჩვენს საწვალ ჯარისკაცებს კიდევ რა მიზერული ხელფასები აქვთ.

არა რააა...
რომელ ერთზე უნდა გაბრაზდე უკვე აღარ ვიცი.

0  
11 ფეფე   (28.09.2012 10:30) [Материал]
სააკაშვილი ჩვენ ყველას იდიოტებად გვთვლის. ისე გვატყუებს, რომ პატარა ბავშვებს ვერ მოატყუებენ მაგ ამბებით.

ესე იგი გვეუბნება, თქვენ დებილები ხართ და მე რასაც მინდა იმას ვიტყვი და იმას გავაკეთებო. ეგრე გააგრძელოს და ნახავს რას მიიღებს ბოლოს.

0  
12 ფეფე   (28.09.2012 10:33) [Материал]

0  
13 ფეფე   (28.09.2012 10:36) [Материал]
"ეგენი ხმარობენ კაცებს და ვინ უნდა გააკეთოს ბაღანა?!" - ბათუმელი ქალის რეპლიკა პატრულს
http://geo.palitratv.ge/....is-repl ika-patruls.html

+1  
14 თაკო   (28.09.2012 10:37) [Материал]
ამრიკელ ჯარისკაცებს მარტო სწავლაში იცი რამდენს უხდიან? ვინც ნიჭიერია ნებისმიერს შეუძლია კოლუმბიის და ჰარვარდის უნივერსიტეტების უფასოდ დამთავრება. ჩვენმა ბიჭებმა ამდენი თანხა შეიძლება მთელი სიცოცხლე ვერ იშოვონ. იმ საწყლებს ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სწავლასაც კი არ უფინანსებენ. angry

0  
15 თაკო   (28.09.2012 10:43) [Материал]
biggrin biggrin მაგარი ქალია, ცოცხიც რომ მოუმარჯვებია, გამზადებულა უკვე ნაცების გასახვეტად. biggrin biggrin

1-15 16-30 31-45 46-60 61-75 76-78
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025