ოთხშაბათი, 18.06.2025, 23:46
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » იანვარი » 8 » შალვა რამიშვილი საყვარელ ქალბატონთან ერთად გამოჩნდა
02:42
შალვა რამიშვილი საყვარელ ქალბატონთან ერთად გამოჩნდა
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი და შოუმენი შალვა რამიშვილი ცოლს გაშორდა. თეა აბაშმაძე და შალვა რამიშვილი ერთად ბევრი წელი ცხოვრობდნენ და სამი შვილიც ჰყავთ. თეასა და შალვას დაშორება საზოგადოების ნაწილმა ნეგატიურად შეაფასა და ზოგიერთმა ლამის პირად ტრაგედიად აღიქვა. ნაწილს არ სჯეროდა, ზოგიც კი შალვას თეას მიტოვებაში ადანაშაულებდა. ფაქტია, რომ შალვას ციხეში ყოფნისას მეუღლე ელოდებოდა და მისი გამოშვების თხოვნით, ერთხელ ღია ეთერში ნინო ბურჯანაძესაც მიმართა. რამიშვილი-აბაშმაძის ოჯახი დაინგრა, მაგრამ, როგორც ამბობენ, წყვილი დღემდე მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს. თეა ბერა ივანიშვილის ტელევიზიაში მუშაობს და როგორც ამბობენ, სულაც არ ჰგავს მიტოვებულ და დეპრესიულ ქალს. 

რაც შეეხება შალვას, მკითხველს კარგად ახსოვს, შოუმენმა "ფეისბუქზე" საჯაროდ აღიარა, რომ ანსამბლ "სუხიშვილების" მენეჯერი ხატია ეკიზაშვილი უყვარდა, თუმცა ინტერვიუში ამ თემაზე ლაპარაკი არ ისურვა. იქვე დაადასტურა, რომ მეუღლეს დაშორდა. შალვასა და ხატიას ხშირად ხედავენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. როგორც ჩანს, გრძნობების დამალვას აღარ აპირებენ. დიდი ხანია, რაც სოციალური ქსელი პირადი ცხოვრების აფიშირების შესანიშნავ საშუალებად იქცა. მას შემდეგ, რაც წყვილის თავზე ჭორების მთელმა კასკადმა გადაიარა, მათ გვერდზე საერთო ფოტოც გამოჩნდა. სურათზე მესამე გვანცა გორდეზიანია, "შალვა რამიშვილის დილის" პროდიუსერი. შალვა საყვარელ ქალბატონს აღარ მალავს და შესაძლოა, მალე ტელეწამყვანი მეორედ დაოჯახდეს.


ნანახია: 1255 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 451 2 3 »
0  
1 ბიბი   (08.01.2013 09:13) [Материал]
გამარჯობათ!
ახლა მოდაშია, გაშორდებიან, მაგრამ მეგობრებად რჩებიან... სწორია, რა უნდა ქნან, აბა ხომ არ იჩხუბებენ? biggrin ბავშვებისთვისაც ასე ჯობია, მანამ სანამ მშობლები არ დაქორწინდებიან ხელმეორედ, მერე კი უკვე იმაზეა დამოკიდებული, მამინაცვალი ან დედინაცვალი და ბავშვები , როგორ მიიღებენ ერთმანეთს...

ბავშვები ძნელად იტანენ მშობლების დაშორებას, განსაკუთრებით თინეიჯერების ასაკში sad ხშირად ესაა მიზეზი, ქუჩური ცხოვრების დაწყებისა, თავისი მძიმე შედეგებით... sad

0  
2 ბიბი   (08.01.2013 09:23) [Материал]
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 0
მომხმარებელი: 1
ბიბი
მეც გავედი, დღეს მოგვიანებით შემოვალ... smile

0  
3 არალე_   (08.01.2013 09:40) [Материал]
საწყენია, როცა ოჯახი ინგრევა, თუმცა, რას გაუგებ სიყვარულს wink

თეა კი საკმაოდ ძლიერი ქალი ჩანს და არ იმჩევს, თორემ მის გულში ალბათ ქარიშხალი ტრალებს

0  
4 ბიბი   (08.01.2013 09:50) [Материал]
„ციხის სკანდალის“ გამოსაძიებლად პროკურატურას ვადა გაუხანგრძლივდა
„ციხის სკანდალის“ გამოსაძიებლად პროკურატურას ვადა გაუხანგრძლივდა
08/01/13 14:35
"ციხის სკანდალთან" დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად მთავარ პროკურატურას სასამართლომ დამატებით თვენახევარი მისცა. ამის შესახებ "ივერონს" საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ცოტნე ტყებუჩავამ განუცხადა.

მისი თქმით, როგორც სასამართლოს განჩინებიდან ირკვევა, საქმეზე დაიკითხა ირმა ინაშვილი, რომელმაც პროკურატურას გლდანის #8-ე საპყრობილეში 2012 წლის 24 აგვისტოს ეპიზდთან დაკავშირებით ვლადიმერ ბედუკაძის მიერ მოპოვებული მეხსიერების ბარათი გადასცა და პროკურატურას მისთვის ექსპერტიზის ჩასატარებლად დრო სჭირდება.

"წინა სასამართლო სხდომის გადადება მხოლოდ მე და ბედუკაძის ადვოკატმა გავაპროტესტეთ, თუმცა უშედეგოდ. პროცესი 8 იანვრისთვის იყო ჩანიშნული და 22 თებერვლისთვის გადადეს. წინა სასამართლო სხდომა 11 საათისთვის არის ჩანიშნული", - განუცხადა "ივერონს" ადვოკატმა.

მისივე თქმით, დამატებითი დროის განმავლობაში არ არის გამორიცხული დაკავებულებს ბრალი გადაუკვალიფიცირდეთ, რადგან საქმეში იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის გვარის ამოტივტივებამ, სურათი რადიკალურად შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, "ციხის სკანდალი" იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ჭაკუამ დაგეგმეს. აღნიშნულის მიზეზი, პროკურატურის ინფორმაციით, ვლადიმერ ბედუკაძის მიერ პატიმრების წამების ამსახველი კადრების ქვეყნიდან გატანა, ევროპელი უფლებადამცველებისთვის გადაცემა და მოსალოდნელი განსაჯაროება გახდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა, რის შემდეგაც თანამდებობიდან გადააყენეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა. თანამდებობები დატოვეს ხათუნა კალმახელიძემ და ბაჩო ახალაიამ. პატიმრების წამების ამსახველი კადრების საშუალებით იდენტიფიცირებული სხვადასხვა თანამდებობის 12 პირი კი დააკავეს, მათ შორის დავით ჭაკუას პირველი მოადგილე გაგა მკურნალიძე.

0  
5 ბიბი   (08.01.2013 09:55) [Материал]
გეთანხმები, არალე, მაგრამ როცა ქმარი ტოვებს ცოლს, მე მაინც მგონია, რომ ცოლია დამნაშავე.... იქნებ, სწორედ ეს მოჩვენებითი სიამაყე გახდა მიზეზი ოჯახის დანგრევის? რა ვიცი, მართლა რას გაუგებ სიყვარულს და ოჯახს?... ოჯახის ბურჯი, მაინც ქალია, მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ კაცი ამბიციური და გაუწონასწორებელი არ უნდა იყოს, ასევე ქალიც, იდიალური არაფერია, იდილია შენ უნდა შექმნა ოჯახში, ქმარმაც და ცოლმაც! smile

0  
სალამი

0  
7 ბიბი   (08.01.2013 09:55) [Материал]
გამარჯობათ სტარ და არალე! smile

0  
8 ბიბი   (08.01.2013 09:57) [Материал]
თენგიზ კიტოვანი: „საქართველო ორჯერ გადარჩა“
თენგიზ კიტოვანი: „საქართველო ორჯერ გადარჩა“
06/01/13 14:12
დღეს 21 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სამშობლოდან განდევნეს. 21 წლის წინანდელ მოვლენებზე "ივერონს" მათი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი თენგიზ კიტოვანი ესაუბრა, რომელიც რუსეთში მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ დროებით საქართველოში დაბრუნდა.

"1992 წელს საქართველო გადარჩა. ზვიადი ძალიან კარგი პიროვნება იყო, მაგრამ მის უახლოეს გარემოცვასა და მეუღლეს ქვეყანა დაღუპვამდე მიჰყავდათ. ყველა ტერიტორიული კონფლიქტი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიას ახსოვს, ზვიად გამსახურდიას რეჟიმის დროს დაიწყო. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები საქართველოს პოლიტიკისთვის დამღუპველი იყო. სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთის 1/3-ც, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს დაკარგა, მაშინ - ზვიად გამსახურდიას დროს იკარგებოდა, რომ არ წასულიყო საპრეზიდენტო მმართველობიდან, - ასე შევაფასებდი მე" – განუცხადა "ივერონს"თენგიზ კიტოვანმა.

მისივე აზრით, საქართველო გარდაუვალ ომს ორჯერ გადარჩა.

"ერთხელ ეს 1992 წელს მოხდა, როდესაც ზვიად გამსახურდიას გზა მივეცით, საქართველოდან მშვიდობიანად წასულიყო. ჩემი კონფლიქტი პრეზიდენტთან მის მიერ ჩვენი სამშვიდობო ჯარის გაუქმების შემდეგ დაიწყო. ჩვენს მიერ კონფლიქტურ რეგიონებში სამშვიდობო ჯარი იქნა შეყვანილი, რომელიც შემდეგ გამსახურდიამ ერთი ხელის მოსმით გააუქმა. მოსკოვში იმ დროს პუტჩი მოხდა, გამსახურდიაც პუტჩს დაემორჩილა და საკუთარი ქვეყნის ჯარები გააუქმა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი დაპირისპირება" - განაცხადა კიტოვანმა.

0  
9 ბიბი   (08.01.2013 09:57) [Материал]
მეორედ კი, მისი აზრით, "საქართველო ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა, რომელმაც ქვეყანა სააკაშვილის 8-წლიანი მმართველობით გამოწვეული დაღუპვისგან იხსნა".

"2008 წლის ომის დროს, 12 აგვისტოს მოსკოვში თურქეთის პრემიერი და სხვადასხვა ქვეყნების ძალოვანი მინისტრები იყვნენ ჩამოსულები, რომლებიც რუსეთს ყარსის ხელშეკრულების გაუქმებას სთხოვდნენ. საქართველო იდგა საშიშროების წინაშე, აჭარაც დაკარგულიყო. სააკაშვილის სულელურმა პოლიტიკამ საქართველო უკიდურესად მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანა ვერ გადარჩებოდა" - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ 1991 წლის 22 დეკემბერს, დილის 8-ის ნახევრიდან საქართველოს დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და ოპოზიციის მომხრეთა შორის შეიარაღებული შეტაკება დაიწყო, რომელიც 1992 წლის 6 იანვარს ქვეყნიდან გამსახურდიას განდევნით დასრულდა.

თბილისის ომმა, რომელიც 15 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, არაოფიციალური მონაცემებით, 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საარტილერიო სროლების შედეგად დაინგრა და გადაიწვა ქალაქის ცენტრში მდებარე პარლამენტის, თბილისის კლასიკური გიმნაზიის, სასტუმრო "თბილისის", მხატვრის სახლისა და სხვა შენობები.

მას შემდეგ, რაც გამსახურდიამ საქართველო დატოვა, ქვეყნის მართვა საკუთარ თავზე აიღო სამხედრო საბჭომ, რომლის შემადგენლობაშიც ექს-პრემიერი თენგიზ სიგუა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი და შეიარაღებული ფორმირება "მხედრიონის" მეთაური ჯაბა იოსელიანი შევიდნენ.

0  
10 ბიბი   (08.01.2013 09:58) [Материал]
შიდა დაპირისპირებაში გამარჯვებულებმა 1992 წლის 7 მარტს საქართველოში სსრკ-ის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი ედუარდ შევარდნაძე ჩამოიყვანეს. მან მომხდარ სამოქალაქო ომს "შეიარაღებული აჯანყება" უწოდა და აეროპორტში მადლობა გადაუხადა ინტელიგენციას, რომელიც, მისი შეფასებით, "იარაღით ხელში იცავდა დემოკრატიას". 10 მარტს შევარდნაძე სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

ეროვნულ გვარდიასა და სამხედრო საბჭოს ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირებები გაგრძელდა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამხედრო საბჭომ და "მხედრიონმა" დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი სამეგრელოში სადამსჯელო ექსპედიციები განახორციელეს.

ქვეყნის ბედი რუსეთმა გადაწყვიტა. როცა სასწორი ზვიად გამსახურდიას მომხრეებისკენ გადაიხარა და ისინი დასავლეთ საქართველოდან თბილისისკენ დაიძრნენ, ედუარდ შევარდნაძემ დახმარება სწორედ მოსკოვს სთხოვა. ფოთში გადმოსხმული რუსული არმიისა და საზღვაო ფლოტის ნაწილები ედუარდ ბალტინის მეთაურობით სასწრაფოდ ჩაებნენ ქართველების წინააღმდეგ ომში, რომელიც საბოლოოდ რუსეთის არმიისა და სამხედრო საბჭოს გამარჯვებით დასრულდა.

0  
11 ბიბი   (08.01.2013 10:00) [Материал]
angry angry angry angry
არასდროს არ მომწონდა, უფრო მეტიც, ვერ ვიტან თენგიზ კიტოვანს!!! angry მისი ირონიული გამოსვლები ახლაც მახსოვს!
მე მას, საქართველოს მოღალატედ აღვიქვამ და ვერავინ გადამარწმუნებს ამაში! ეს კაცი, ჯაბა იოსელიანზე უარესია!!!!

0  
12 ბიბი   (08.01.2013 10:03) [Материал]
http://www.iveroni.com.ge/analiti....g=ka-GE
აქაა ეს სტატია და ნახეთ კომენტარებში ხალხის აზრი angry

0  
13 ბიბი   (08.01.2013 10:04) [Материал]
საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ვითარება შეიცვალა
საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ვითარება შეიცვალა
08/01/13 17:11
საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ვითარება შეიცვალა. როგორც "ივერონს" აფხაზეთის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აუწყეს, ამიერიდან რუსი მესაზღვრეები სპეციალური საბუთის მქონე პირებს, საზღვარზე ყოველგვარი ბაჟის გარეშე უშვებენ.
ადგილობრივი მაცხოვრებლების განცხადებით, ისინი დადებითად შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან წინათ, როდესაც საზღვარზე აფხაზი მესაზღვრეები იყვნენ განთავსებულნი, ისინი საზღვრის გადაკვეთისთვის განუსაზღვრელ და ამასთან, არაფიქსირებული თანხის გადახდას ითხოვდნენ.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მართალია ეს ფაქტი მისასალმებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საბუთი გააჩნიათ, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ნეგატიურად შეხვდა მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც ასეთ საბუთს არ ფლობს, თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსებმა საზღვარზე გადასვლა ნებადართული გახადეს ქართული პასპორტების მქონე იმ პირებისთვის, ვისაც აფხაზეთის ადგილობრივი მოსახლისგან სპეციალური მოწვევა აქვს.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, "ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ნათესავებს ერთმანეთის ნახვის საშუალება ექნებათ".

0  
14 ბიბი   (08.01.2013 10:05) [Материал]
''ყვავს კაკალი გააგდებინეო'', მაგრამ რას ნიშნავს რუსებმა საზღვარზე გადასვლა ნებადართული გახადეს ქართული პასპორტების მქონე იმ პირებისთვის, ვისაც აფხაზეთის ადგილობრივი მოსახლისგან სპეციალური მოწვევა აქვს. არ მომწონს ეს რაღაც, ცუდი სუნი უდია ამას! angry

0  
15 ფეფე   (08.01.2013 10:07) [Материал]
გამარჯობა დიდგორს!!!

იმ ორი გოგოდან რომელი შალვას გულის ვარდი. ძალიან zაგრიანი თუ მეორე?

1-15 16-30 31-45
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025