ხუთშაბათი, 19.06.2025, 06:08
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » იანვარი » 4 » სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
12:08
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

18:09 04-01-2013
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი არ შეუცვალა , - ამის შესახებ "ქართული პარტიის" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 
პარტიის ცნობით, პროკურატურამ დღეს სასამართლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ფულის გათეთრების ეპიზოდზე მიმდინარე საქმეზე, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის წინადადებით მიმართა.
"მოსამართლემ პროკურატურის კანონიერი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა. ამ კონკრეტული ბრალდებით მას პატიმრობის ორთვიანი ვადა 7 იანვარს ეწურება. მანამდე, 31 დეკემბერს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ოქრუაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების ერთი თვით გაგრძელების მოთხოვნით მიმართა, მაგრამ რადგან დაკავების ოქმი არ იქნა წარმოდგენილი, მოსამართლემ დაკავების ვადის გამოთვლა ვერ შეძლო და პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა", - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
"ქართული პარტიის" პრესსამსახურის ცნობითვე, ამავე საქმეზე ბრალდებული პირები შეყვანილი არიან პარლამენტის მიერ დამტკიცებულ პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიაში და ამინისტიის კანონის ამოქმედებისთანავე მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწდება.
ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებულ სხვა ეპიზოდებზე სასამართლო პროცესები 9, 10 და 11 იანვარს არის ჩანიშნული.

ნანახია: 730 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 1
0  
1 ბიბი   (04.01.2013 18:17) [Материал]
ვერ გავიგე, თუ 7 იანვარს ეწურება პატიმრობის ვადა, ე.ი ან უნდა გაათავისუფლონ ან მიუსაჯონ, რაღად უნდოდათ გაგრძელება?

31 დეკემბერს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ოქრუაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების ერთი თვით გაგრძელების მოთხოვნით მიმართა, მაგრამ რადგან დაკავების ოქმი არ იქნა წარმოდგენილი, მოსამართლემ დაკავების ვადის გამოთვლა ვერ შეძლო და პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა", რატომ ვერ წარადგინა, არ აქვთ? აბა როგორ დააკავეს?
... რა ხდება, ასეთი საშიში დამნაშავეა, რომ გირაოთი გამოშვებას ვერ ენდობიან?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025