ოთხშაბათი, 18.06.2025, 12:14
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 5 » საპრეზიდენტო პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“ ამოქმედდა
06:11
საპრეზიდენტო პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“ ამოქმედდა

„ჰოლივუდს სადა აქვს ეგეთი ღიმილი, თქვენ რომ გაქვთ, რას ლაპარაკობთ. არ გაიგონ, თორემ ჩამოცვივდებიან და წაგიყვანენ ყველას და სადა გვყვავს ჩვენ ჰოლივუდში გადასაგზავნი ქალბატონები", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პროგრამის „ღიმილიანი საქართველოს" პრეზენტაციაზე.

„ძაან ლამაზი ქალბატონები გვყავს აქ, განსაკუთრებით გურიაში, მაგრამ როცა ადამიანს ეს პრობლემა უჩნდება, მერე აღარც ღიმილი აღარ უხარია. რაც მთავარია, სამსახურში მისვლა აღარ უხარია, საქმის კეთება აღარ უხარია, გარეთ გამოსვლა აღარ უხარია, ბევრი ფაქტორი ჩნდება. მერე მთელი ორგანიზმი ავადდება, ამიტომ ეს არ არის უბრალოდ კბილები და ჩვენი ახირება და ყველაზე ძვირი არის ეს, ყველაზე მიუწვდომელი არის ეს, იმიტომ რომ სამედიცინო დაზღვევა ფარავს სხვა დაავადებებს, მაგრამ ეს არის სოციალურად ძაან მძიმე ომი. ეს არ იყო ჩემი აკვიატება, ეს პროგრამა, რომ დამთავრდეს დასჭირდება ერთი 2 წელი მაინც. ჩვენ უნდა დავამატოთ ავტობუსები და ასე სოფელ–სოფელ წავყვეთ. დავიწყებთ რა თქმა უნდა სოფლებიდან, მაგრამ დიდ ქალაქებში მათ შორის თბილისში, გარეუბნებში, იქ სადაც არის ადგილზე პოლიკლინიკები ბევრი, იქ უნდა მივიყვანოთ პოლიკლინიკები. სადაც არ არის, განსაკუთრებით სოფლებში, სადაც ხალხს უბრალოდ ფული არა აქვს, რომ კბილის ექიმთან მივიდეს, ეგ არის პრობლემა. სოფლებში რატომ გვინდა ეს ავტობუსები, იმიტომ, რომ არ არის კარგი სტომატოლოგიური ცენტრები ბევრგან. თითოეულ ადამიანთან რომ მივიდეთ, ნახოს ამის შედეგი. ჩვენი ამოცანაა ეხლა, ჯერ ერთი სხვა თუ არაფერი ეს განავითარებს ისე სტომატოლოგიას ადგილზე, რომ მერე ხალხისთვის უფრო ადვილი იქნება ამ ყველაფრით სარგებლობა. ამიტომ პირველი სახელმწიფო ინვესტიცია ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის რომ ყველა ოჯახს მიუწვდებოდეს ხელი კბილის ექიმზე", – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი პროგრამის „ღიმილიანი საქართველო" განხორციელების ინიციატივით 2011 წლის დეკემბერში გამოვიდა. პროგრამა ქვეყნის მასშტაბით ხანდაზმულებისთვის სტომატოლოგიურ მომსახურებას ითვალისწინებს.

„ჩვენ ვამზადებთ დანტისტებს, გამოვყოფთ თანხებს. გავაკეთოთ საპრეზიდენტო პროგრამა, დავარქვათ „ღიმილიანი საქართველო", დავიწყოთ ამ სასადილოში მყოფი ადამიანებისგან, მერე გადავიდეთ სოფლებში და საქართველოში ყველა ხანდაზმულ ადამიანს გავუწიოთ სტომატოლოგიური მომსახურება. დავუპლომბოთ, ჩავუსვათ, გავუპრიალოთ ყველას კბილები, რომ კარგ ხასიათზე იყვნენ და სულ იღიმებოდნენ. როცა ადამიანს კბილებთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, მუშაობის ხალისი ეკარგება, ღიმილის ხალისი ეკარგება, და საერთოდ, ცხოვრებაზე სხვა წარმოდგენა აქვს", –  განაცხადა მაშინ სააკაშვილმა.

2012 წლის 16 მარტს, პრეზიდენტმა წნორში, ახალი სამედიცინო ცენტრის დათვალიერების შემდეგ განაცხადა, რომ ახალი პროგრამა „ღიმილიანი საქართველო" 10-15 მილიონი დაჯდება.




ნანახია: 799 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 2
0  
1 არალე   (05.09.2012 06:25) [Материал]
ვაიმე, როგორ დაგვცინის ეს უნამუსო
ამას ჩაუმტვრევდეს ერთი ვინმე კბილებს angry angry

0  
2 კატო   (05.09.2012 20:51) [Материал]
ფუ რა საზიზღარი სიცილი აქვს angry angry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025