ოთხშაბათი, 18.06.2025, 12:45
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 11 » საქართველოს ნაკრები დღეს ესპანეთს დაუპირისპირდება
09:50
საქართველოს ნაკრები დღეს ესპანეთს დაუპირისპირდება
საქართველოს ნაკრები დღეს ესპანეთს დაუპირისპირდება საქართველოს ეროვნული ნაკრები, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში დღეს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა "დინამო არენაზე" 21:30 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას განცხადებით, გუნდში ერთადერთი პრობლემა ჯანო ანანიძის ავადმყოფობაა, რომელიც მოედანზე საწყისი წუთებიდან გასვლას ვერ შეძლებს.
ამასთან, როგორც ქეცბაიამ გუშინდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქართველ ხალხს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთონ.
"ესპანეთი დღეს საუკეთესო გუნდია და, რა თქმა უნდა, ადვილი თამაში არ იქნება. ვიცით, რომ ძნელი თამაში გვექნება, თუმცა ვიცით, რომ თუ ჩვენ დავდგებით ერთად, ვეცდებით კარგი შედეგი მივიღოთ. ჩვენთვის მისაღები შედეგი კი არწაგებაა", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
მისივე თქმით, გუნდი ფსიქოლოგიურად სრულიად მზად არის. "ბიჭებს ვუთხარი, რომ გამოვიდნენ და მოიხსნან ყველა კომპლექსი. დასაფასებელი გუნდია ესპანეთი, მაგრამ ზედმეტად დაფასება არც ერთი მეტოქის არ ვარგა. ესპანეთთან თამაში ძალიან დიდი სტიმულია ახალგაზრდებისთვის, რადგან ამ თამაშს მთელი მსოფლიო უყურებს და თუ ისინი თავს კარგად წარმოაჩენენ, სამომავლოდ უკეთ კლუბში შეეძლებათ თამაში", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვისენტე დელ ბოსკეს განცხადებით კი, საქართველო სერიოზული მეტოქეა და ესპანელი ფეხბურთელები დღევანდელი მატჩისთვის საკმაოდ მოტივირებულები არიან.
ამასთან, როგორც ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა იკერ კასილიასმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოსთან თამაშისთვის ნაკრები ძალიან მოტივირებულია.
"ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა წარმატებით დავასრულოთ. ძალიან საინტერესო თამაში გამოვა. მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და აქ გამარჯვება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად. ჩვენ სამ ქულას ვგეგმავთ", - განაცხადა იკერ კასილიასმა.
მისივე თქმით, ესპანელები ქართველი ფეხბურთელებიდან სამ ფეხბურთელს გამოყოფენ.
"ეს არის ლორია, ანანიძე და ოქრიაშვილი. ჩვენ ვნახეთ მათი თამაში და მათ გამოვარჩევდით", - აღნიშნა კასილიასმა.
ნანახია: 1049 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 9
0  
1 ლონდა   (11.09.2012 09:55) [Материал]
რა დრო დადგა. სოციალურ ქსელებში თხოვნაა გავრცელებული, რომ ხალხმა ესპანეთს კი არა, საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივროს smile

0  
2 ეფემია   (11.09.2012 09:55) [Материал]
წარმატებებს ვუსურვებ ქართველებს.

0  
3 ეფემია   (11.09.2012 09:56) [Материал]
აბა... შენ ეგა თქვი... sad

0  
4 ლონდა   (11.09.2012 09:57) [Материал]
ნაციონალებს ხალხი ჩამოყავს 5 ნომრიანი მაისურებით და თამაშზე უნდა დაასწრონ smile

0  
5 ლონდა   (11.09.2012 10:00) [Материал]
მოვალ მალე ყავას გავიკეთებ

0  
6 ეფემია   (11.09.2012 10:03) [Материал]
ივანიშვილის თქმის არ იყვეს, მიიღოს ხალხმა ეს მოკლევადიანი "საჩუქრები" მთავრობისგან და ხმა ღირსეულს მისცეს...

თუმცა მე ასე არ მოვიქცეოდი...

0  
7 ვერელი   (11.09.2012 10:25) [Материал]
ნატავი 10:0 არ წავაგებდეთ smile

0  
8 ვერელი   (11.09.2012 10:26) [Материал]
რამაზუკა რამაზია , კუტუ ბიჭი კამაზივით ლამაზია biggrin biggrin biggrin

0  
9 ლერა   (11.09.2012 13:41) [Материал]
გამარჯობათ ხალხნო და ჯამაათნო!

თუ ვინმემ იცით სად შეიძლება ფეხბურთს ვუყურო ლინკი მომეცით რაააააა smile

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025