მთავარი » 2012»აგვისტო»3 » საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გარდაცვლილი იპოვეს
10:08
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გარდაცვლილი იპოვეს
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გოგა გომიაშვილი დილით საკუთარ
სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" გომიაშვილების ოჯახის ახლობელზე დაყრდნობით
ავრცელებს ინფორმაციას. არსებული ინფორმაციით, გოგა გომიაშვილმა თავი
მოიკლა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გომიაშვილი სალომე ზურაბიშვილის
მინისტრობის დროს მუშაობდა. მან თანამდებობა 2005 წლის მაისში დატოვა და
ბიზნესსექტორში გადავიდა.