ოთხშაბათი, 18.06.2025, 19:09
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » მაისი » 5 » რა არის ზეციური ცეცხლი – ფოკუსი მორწმუნეთათვის, თუ ღვთაებრივი მინიშნება?
11:20
რა არის ზეციური ცეცხლი – ფოკუსი მორწმუნეთათვის, თუ ღვთაებრივი მინიშნება?
რა არის ზეციური ცეცხლი – ფოკუსი მორწმუნეთათვის, თუ ღვთაებრივი მინიშნება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას რუსი ფიზიკოსი შეეცადა. ატომური ენერგიის ინსტიტუტის მეცნიერმა შესძლო დაესკვნა, რომ ღვთიური ცეცხლი მართლაც ზებუნებრივი წარმომავლობისაა.

იონური სისტემების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ანდრეი ვოლკოვმა მოახერხა ჩაეტარებინა ექსპერიმენტი მაცხოვრის საფლავის ტაძარში.. ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა ეკლესიის და მეცნიერების ისტორიაში.

ექსპერიმენტი განხორციელდა აღდგომის დღესასწაულზე.. ზეციური ცეცხლის გადმოსვლის დროს, ტაძარში დამონტაჟებულმა ხელსაწყოებმა დააფიქსირეს ელექტრომაგნიტური რადიაციის დიდი ნაკადის გამოსხივება.

ფიზიკა-მათემატიკის დოქტორს – ანდრეი ვოლკოვს ყოველთვის აინტერესებდა ზეციური ცეცხლის გარდამოსვლის – თვითაალების ფენომენი, რომელიც მაცხოვრის საფლავის ტაძარში ხდება ყოველ აღდგომის დღესასწაულზე… ცეცხლი თავად ჩნდება, პირველ წუთებში არც კი წვავს. ვოლკოვს გაუჩნდა ვარაუდი, რომ ეს ცეცხლი პლაზმური ხასიათის იყო. და ამ ვარაუდით დაიბადა იდეა,ცეცხლის გარდამოსვლის დროს, ეკლესიაში განესაზღვრათ ელექტრომაგნიტური რადიაცია.

-მე ვხვდებოდი, რომ ადვილი არ იქნებოდა წმინდა ადგილას აპარატურით შესვლა – ყვება ანდრეი ვოლკოვი – მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მე მქონდა დიდი იმედი და მე გამიმართლა…

გარდამოსვლა

მეცნიერმა დაამონტაჟა ხელსაწყოები, რათა მომხდარიყო ღვთაებრივი ცეცხლის დროს ელექტრომაგნიტური ველების ურთიერთქმედების დაფიქსირება და გაანალიზება..
მაგრამ, თუკი არ მოხდებოდა ელექტრომაგნიტური ველის აწევა, ესე იგი ამდენი ხნის მანძილზე მორწმუნენი მხოლოდ ფოკუსს ელოდნენ..

ვოლკოვი აკვირდებოდა, თუ როგორ შედიოდა განმოსილი იერუსალიმის პატრიარქი, სანთლების კონით ხელში, მაცხოვრის საფლავის კელიაში… მორწმუნეები საოცრებას ელოდნენ.. გადმოცემის თანახმად თუკი არ გარდამოევლინებოდა ზეციური ცეცხლი, ეს იქნებოდა ნიშანი სამყაროს აღსასრულის. იმის შესახებ, რომ "სასწაული" მოხდა, ტაძარში მყოფთაგან ყველაზე ადრე ვოლკოვმა გაიგო: მისმა აპარატურამ დააფიქსირა ელექტრო ველის მკვეთრი აწევა…

- ეკლესიაში ელექტრომაგნიტურ ველზე ექვსსაათიანი დაკვირვების შემდეგ მოწყობილობამ ელ. ველის ორჯერ გაზრდა ზუსტად ცეცხლის გარდამოვლინების მომენტში დააფიქსირა – ამბობს მეცნიერი – ახლა უკვე ნათელია, რომ ღვთიური ცეცხლი არაა ადამიანური წარმოშობის. ეს არც სიცრუეა, არც მისტიფიკაცია : ცეცხლის მატერიალური "კვალის” ნახვაც კი შეიძლება…

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს ამოუხსნელი ენერგიის ზრდა მივიჩნიოთ ღვთის გზავნილად, ანდრეიმ უპასუხა :
ეს არის ღვთაებრივის მატერიალიზაცია, სხვა სახელს ამ მოვლენას ვერ დაარქმევ. ღვთის ნააზრევს ჩვენ ვერ ჩავწერთ ფორმულებით, მაგრამ უფალი ამ საოცრებით ყოველ წელს გვაძლევს მინიშნებას. ♥
ნანახია: 981 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 311 2 3 »
0  
1 ლონდა   (05.05.2013 11:21) [Материал]
ქრისტე აღსდგა!! გილოცავთ ჩემო კაგებო, აღდგომის მადლი გფარავდეთ თქვენ და მთლიანად საქართველოს :*

0  
2 თაკო   (05.05.2013 13:12) [Материал]
ჭეშმარიტად აღსდგა!
რა საინტერესო სტატიაა. ღმერთი ახდენს ღვთაებრივის მატერიალიზაციას და ღვთიური ცეცხლი მატერიალურ ცეცხლად იქცევა. ასევე მატერიალური ადამიანის გარდაცვალების დროს სული ტოვებს მატერიალურ სხეულს და მისი ცოდვების შესაბამისად არამატერიალურ არსებად იქცევა.

0  
3 ლერა   (05.05.2013 14:26) [Материал]
ქრისტე აღსდგა!

ღმერთი ფარავდეს თქვენს ოჯახებს smile smile

0  
4 დიანა   (05.05.2013 18:10) [Материал]
ქრისტე აღსდგა!
ჭეშმარიტად აღსდგა!
ყველას გილოცავთ.მრავალს დაესწარით ბედნიერი,ჯანმრთელი,გახარებული,ბარაქიანი გამთლიანებულ საქართველოში

0  
5 ბიბი   (07.05.2013 11:18) [Материал]
რა საოცრებაა?! ამ ხნის მანძილზე ყოველ დღე და დღეში რამოდენიმეჯერ ვამოწმებდი საიტს, თემა ხომ არ შეუცვლიათ მეთქი და დღეს აღმოვაჩინე, რომ 5-ში ლონდას დაუდვია ახალი თემა... surprised

როგორც ჩანს, აღარც საიტს უნდა ჩემთან კონტაქტი... sad

ქვედა თემაში უკვე მოგილოცეთ ყველაფერი, აქაც გილოცავთ! აღდგომის და წმინდა გიორგის მადლი და ძალი გფარავდეთ!

+2  
6 დიანა   (07.05.2013 11:54) [Материал]
შემოვედი და მინდა რაღაც დავპოსტო,მაგრამ რა?????…….
აღარაფერი მაქვს სათქმელი sad
დავიარებით მე და ბიბიკო,ვითარცა ბერი უდაბნოსა შინა და ჩვენივე თავს ველაპარაკებით tongue
გული მაინც არ მიძლებს,რომ არ შემოვიხედო.ხან მიხო მხვდება,ხან კობა,მაგრამ მისალმებასაც არა აქვს აზრი.მაინც არავინ გიპასუხებს angry

+1  
7 ბიბი   (07.05.2013 12:38) [Материал]
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 1
ბიბი

მოვბრუნდი დიანა, მაგრამ რა?... tongue wacko biggrin

აბსოლუტურად გეთანხმები! smile

0  
8 ბიბი   (07.05.2013 18:42) [Материал]


http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=ABdKTF9JTbM#!

0  
9 ბიბი   (07.05.2013 18:46) [Материал]


http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=vJDrt8Dg6f8

0  
10 ბიბი   (07.05.2013 18:46) [Материал]


http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=aOGpoSTLNOk

0  
11 ბიბი   (07.05.2013 18:47) [Материал]


http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=KmjkVnslYl0

0  
12 ბიბი   (07.05.2013 18:56) [Материал]


http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=ixyIF0P7tFU#!

0  
13 ბიბი   (07.05.2013 19:04) [Материал]


http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=X4Rr2KQf3N0

0  
14 მიხო   (07.05.2013 22:24) [Материал]
სამწუხაროდ ეგრეა angry

0  
15 ბიბი   (08.05.2013 07:14) [Материал]
ჰო, ასეა, ასე და მერე ვისი ბრალია?! angry ამ ევროპელებმა, ხომ სულ აიღეს ხელი... sad აღარც აქ შემოდიან, აღარც ფაცეზე angry

გამარჯობათ! smile

1-15 16-30 31-31
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025