ოთხშაბათი, 18.06.2025, 14:09
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » მაისი » 31
ბაჩო ახალაიამ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა და ადვოკატების მომსახურებაზე უარი განაცხადა
 თბილისი 14:01 - 31.05.13 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა833  ზომა:
თავდაცვის და შს ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა და ადვოკატების მომსახურებაზე უარი განაცხადა. ბრალდებულმა მოსამართლე ტენდენციურობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესებზე სრულყოფილი დაცვის შესაძლებლობა არ ეძლევა.

ახალაიას გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოსამართლის გადაწყვეტილება, როცა მან არ დააკმაყოფილა ახალაიას ადვოკატის შუამდგომლობა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით.

მოსამართლემ ახალაიას პროტესტის შემდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ მას სახაზინო ადვოკატი დაიცავს.

,,მოსამართლის უკანონო ქმედებები გახდა იმის წინაპირობა, რომ ბრალდებულმა განაცხადა, რომ სურდა პროცესი დაეტოვებინა და აღარ მიეღო მონაწილეობა იმ მასკარადში რაც აქ ხდებოდა", _განაცხადა ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

 

Просмотров: 1039 | Добавил: კობა | Дата: 31.05.2013 | Комментарии (49)

კახა კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩს სილვიო ბერლუსკონი დაესწრება
 თბილისი 10:01 - 31.05.13 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა965  ზომა:
მილანის საფეხბურთო კლუბის ყოფილი მცველის, საქართველოს ვიცე-პრემიერის კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილებისადმი მიძღვნილ მატჩს, მილანის პრეზიდენტი, იტალიის ექსპრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მატჩს ასევე დაესწრებიან დიპლომატები და სხვადასხვა ქვეყნების მინისტრები, საქართველოს მთავრობის წევრები.

მატჩში მონაწილეობას მიღებენ მილანისა და მსოფლიო ფეხბურთის ვასკვლავები ვალერიო ფიორი და სებასტიანო როსი, როკე ჟუნიორი, პაოლო მალდინი, მასიმო ოდო, დარიო შიმიჩი, ჯანლუკა ძამბროტა, ჯუზეპე პანკარო და ჯუზეპე ფავალი, იბრაჰიმ ბა, მატიე ფლამინი,ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, რუი კოშტა, მასიმო ამბროზინი, ფედერიკო ჯუნტი, ანჯელო კარბონე, ანდრეი შევჩენკო, ფილიპო ინძაგი, კრისტიან ვიერი და ალბერტო ჯილარდინო.

საფეხბურთო მატჩი „მილანსა" და „კახას მეგობრებს" შორის დინამო არენაზე გაიმართება.

კახა კალაძის გაცილების მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

Просмотров: 866 | Добавил: კობა | Дата: 31.05.2013 | Комментарии (18)

მინი-ჩეთი
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025