ოთხშაბათი, 18.06.2025, 09:19
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » მაისი » 13
პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივი დაუყოვნებლივ განადგურდება
 თბილისი 21:07 - 12.05.13 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა172  ზომა:

შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივის დაუყოვნებლივ განადგურების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელიც წინა მთავრობის დროს, კუდ-ის მიერ არის გადაღებული, ინტერნეტსივრცეში მისმა პირველმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ ატვირთა, რომელიც დაკავებულია.

„მე მინდა, მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩემს თითოეულ კოლეგას - მე ვარ და მომავალშიც ვიქნები თითოეული მათგანის დამცველი, მაგრამ არავის და არასდროს უნდა ეპატიოს დანაშაულის ჩადენა, მით უმეტეს ამ ფორმით. ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს პროკურატურასთან შეთანხმებით მიღებულია გადაწყვეტილება, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, დაუყოვნებლივ განადგურდეს წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი პირადი ცხოვრების ამსახველი ბინძური არქივი", - განაცხადა ღარიბაშვილმა, თუმცა მან არ გამორიცხა, რომ ამ კადრების ასლები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააჩნდეთ.

Просмотров: 876 | Добавил: კობა | Дата: 12.05.2013 | Комментарии (79)

მინი-ჩეთი
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025