ოთხშაბათი, 18.06.2025, 11:21
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » მაისი » 26
წინასწარმეტყველება საქართველოზე
გაიოზ მამალაძე

ბერძენი ბერის, კირილე ლავრიოტისის წინასწარმეტყველება საქართველოზე   

ქართული სასულიერო ლიტერატურიდან ვიცით, რომ საქართველოს შესახებ არაერთი წინასწარმეტყველება არსებობს.

უცხოელებსაც გაცხადებიათ საქართველოს მისიის შესახებ. რუსულ და ბერძნულ საეკლესიო წრეებში საქართველოსადმი ეჭვიც კი წარმოშობილა ამის გამო, რასაც ნამდვილად ვერ დაარქმევს კაცი საღმრთო შურს, ეს უფრო შოვინიზმის გამოვლინებაა. მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მარტო რუსთველის ფრესკის გადაფხეკის ფაქტის გახსენებაც კმარა.         

მიუხედავად ამისა, როგორც რუსი, ასევე ბერძენი ნამდვილი წმიდა მამები მუდამ აფასებდნენ ქართული ეკლესიის როლს აღმოსავლეთის ქრისტიანობაში, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ აღმოსავლეთის ეკლესია აღმოსავლეთის ქრისტიანობაში.

დიდი რუსი წმიდანის, სერაფიმე საროველის თქმით, მრავალი ერი აღიხოცება პირისაგან მიწისა, მაგრამ ივერია, ვითარცა ღვთისმშობლის წილხვდომილი, იარსებებს ქვეყნის დასასრულამდე.  

საქართველოს მომავლისადმი პროფეტული ოპტიმიზმით გამსჭვალულ სასულიერო პირთაგან აღსანიშნავია ბერძენი ბერი კირილე ლავრიოტისი.

  მამა კირილეს მთელი სიცოცხლე მიუძღვნია იოანეს გამოცხადების განმარტებისათვის. თავისი შრომებით იგი სრულიად განსხვავდება აპოკალიფსის სხვა ეგზეგეზეტებისაგან. ყველაზე მეტად, რაც ჩვენთვის საინტერესოა, ბერ კირილეს იოანეს გამოცხადებაში შეუმჩნევია წინასწარმეტყველება საქართველოზე, როგორც ერთადერთ ქვეყანაზე, რომლის ხალხი, - პატრიარქისა (გამოცხადებისეული „ფილადელფიის ეკლესიის ეპისკოპოსი") და აღდგენილი სამეფო ტახტის ხელმწიფის („ღვთის რჩეული გლახაკი მეფის") ხელძღვანელობით, - შექმნის მართლმადიდებლურ იმპერიას - „წმიდათა ათასწლოვანი მეფობის იერუსალიმს".

Просмотров: 1975 | Добавил: კობა | Дата: 26.05.2013 | Комментарии (22)

მინი-ჩეთი
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025