თბილისი 15:47 - 18.05.13 "ჯი-ეიჩ-ენი"
17 მაისს თბილისში,
რუსთაველის გამზირზე
მომხდარ ინციდენტზე "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრა.
ხათუნა ლაგაზიძე: გუშინდელი
დღის
დაგეგმვა,
განხორციელება და შესრულება, როგორც სტრატეგიულად, ასევე ტაქტიკურად, ეს
იყო წინა ხელისუფლების პროვოკაცია,
რომელიც მიმართული
იყო უპირველეს
ყოვლისა, საქართველოს
სახელმწიფოს წინააღმდეგ,
საქართველოს უსაფრთხოების
წინააღმდეგ და დაგისაბუთებთ, რატომ...
ამ პროვოკაციის
მიზანი გახლდათ
პირველი ის, რომ დასავლეთის
გავლენა შემცირდეს
მაქსიმალურად საქართველოში
და საქართველოს
მოსახლეობის უდიდესმა
ნაწილმა ზურგი აქციოს დასავლეთს,
რადგან ბოლო პერიოდში ძალიან საეჭვოდ ხდება საქართველოს საზოგადოებისთვის
სრულიად მიუღებელი ღირებულებების გათანაბრება დასავლეთის კულტურის
ნაწილთან, ანუ იმ ღირებულებების, რომელიც თანამედროვე საქართველოს
საზოგადოებისთვის სრულიად
მიუღებელია და აპრიორი აგრესიას
იწვევს და ამ ღირებულებების გაიგივებას ახდენენ დასავლეთთან.
მეორე და უმნიშვნელოვანი მიზანი,
რაც ჰქონდა გუშნდელ დღეს, ეს გახლდათ
საქართველოს მორალიზება,
მასში ისედაც ჩაბუდებული უსამართლობის
განცდის გამო და სამართლიანობის ვერადავერ აღდგენის გამო გამოწვეული
აგრესიის
და ამ აგრესიის აკუმულირება;
მესამე მიზეზი - ბოლო თვეების განმავლობაში
ძალიან თვალსაჩინოდ
იკვეთება ნაციონალურ
ქმედებებში, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს უმართავი
ქაოსის შექმნას.
და მეოთხე მიზანი და ყველაზე მძიმე მიზანი, როგორი მძიმე მოსასმენიც
უნდა იყოს, როგორმე მსგავსი
ტიპის აქციებზე
მოხდეს ადამიანის
მსხვერპლად შეწირვის
პრეცენდენტი, რათა ახალ ხელისუფლებას
გაასვრევინონ ხელები სისხლში. ეს არის აბსოლუტურად
მიზანმიმართული პროვოკაცია
და საქართველოს
ეკლესიის იმიჯის შერყევა. მე ვთხოვდი საქართველოს
ხელისუფლების შესაბამის
ორგანოებს, გამოიძიოს
დაწვრილებით არა მხოლოდ უშუალო მონაწილეების ამ პროვოკაციისა, არამედ ვინ
იყო ავტორი და დამგეგმავი ამ პროვოკაციის, მათ შორის ისინი, ვინც შემდეგ
გამოთქვამდნენ და ცდილობდნენ უკვე კომენტარი გაეკეთებინათ
კიდევ უფრო მეტი აგრესიის
შესატანად. გარდა ამისა, გამოიძიონ
ხომ არ იყო ყველაზე
აქტიური ამ პროცესებში ეკლესიის
ის ნაწილი,
რომელიც მე ბოდიშს მოვითხოვ,
მაგრამ სამღვდელო
პირისთვის ძალიან შეუფერებელი ფორმით უკმევდა გუნდრუკს
მიხეილ სააკაშვილს.
ჩვენ ამას ვუყურებდით განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ვგულისხმობ
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნებს. ეს ყველაფერი არის ერთიანი ჯაჭვის რგოლი, გასაგებია
ადამიანის უფლებების
დაცვა და ამაზე არავინ დაობს, გასაგებია
გამოხატოს თავისუფლება,
და ბუნებრივია
ამისთვის ყველაფერი
უნდა გააკეთოს
როგორც საზოგადოებამ,
ასევე ხელისუფლებამ,
ამიტომ ვითხოვ ხელისუფლების შესაბამისმა
ორგანოებმა ეს გამოიძიოს. არა როგორც მხოლოდ უფლებების დარღვევის
მიზნით, არამედ როგორც მიზანმიმართული პროვოკაცია ქვეყნის უსაფრთხოების
და სტაბილურობის
დარღვევის მიზნით.