ოთხშაბათი, 18.06.2025, 20:49
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 17 » ფულადმა ჯილდოებმა ოლიმპიელებამდე ვერ მიაღწია
10:44
ფულადმა ჯილდოებმა ოლიმპიელებამდე ვერ მიაღწია

ცოტა ხნის წინ გორში ოლიმპიური ჩემპიონის, ერთადერთი ქართველი ოქროსმედალოსნის - ლაშა შავდათუაშვილის ოჯახმა დიდი წვეულება გამართა. სტუმრებს შორის იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, რომლისგანაც იქ შეკრებილთ გამარჯვებულთა ქება-დიდების მოსმენა კი ესიამოვნათ, მაგრამ ისიც აინტერესებდათ, მათთვის რა რაოდენობის ფულადი პრემიის გადაცემას აპირებს სახელმწიფო. ვარძელაშვილმა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ხალხის ცნობისმოყვარეობა და როგორც ამბობენ, განსხვავებული სასმისით ხელში, განაცხადა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი 100 000 ლარს მიიღებს, ვერცხლის მედალოსანს 250 000 ლარი ერგება, ოქროს მედალოსნისთვის დადგენილი პრიზის ოდენობას კი ვერ გაგიმხელთ, სანამ პრიზებს ჩემპიონებს არ გადავცემთო.

იმ დღეს არავინ შეიმჩნია, მაგრამ ვარძელაშვილის დაპირებამ ეჭვი გააჩინა - ხელისუფლება ფეხს ითრევს და ფულადი ჯილდოს გაცემა არ უნდა, ან უნდა, მაგრამ იმდენი ფული არ აქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანიას მოაკლოს და ჩემპიონებს გადასცეს. ხელისუფლება პრიზებს გასცემს, მაგრამ, ალბათ, ფულს ეტაპობრივად გადაიხდის, ან არჩევნების დასრულების შემდეგ სტიქიით დაზარალებული კახელების საკომპენსაციო თანხის მსგავსად, ამ ფულსაც ბიძინა ივანიშვილს გადაახდევინებენო.

”კვირის პალიტრა” შეეცადა, სპორტსმენებისგან მიეღო ინფორმაცია, მაგრამ ისინი საუბარს თავს არიდებენ. ამბობენ, რომ ფული ჯერ არ აუღიათ და არც ის იციან, მათთვის რა თანხის გადაცემას აპირებს ხელისუფლება.

ოლიმპიელების ფულადი დაჯილდოების თემა თავიდანვე მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. ჯერ იყო და, ინფორმაცია გავრცელდა, სახელმწიფო ოლიმპიური ჩემპიონების დასაჩუქრებას მსოფლიოში ყველაზე დიდი საპრიზო თანხით აპირებს - ოქროს მედალოსანს 1 200 000 ლარი გადაეცემაო, რაც კატეგორიულად უარყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ. ”ვადასტურებთ, რომ ლონდონის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპში გასული ინდივიდუალური და გუნდური სახეობის სპორტსმენებისთვის სახელმწიფოს ნამდვილად აქვს გათვალისწინებული წამახალისებელი ფულადი ჯილდოები, თუმცა ამ ჯილდოს კონკრეტული ოდენობა თითოეული სპორტსმენისთვის განისაზღვრება მიღწეული შედეგებით და მედლების საერთო რაოდენობით. შესაბამისად, 2012 წლის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპში გასული თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული წამახალისებელი ფულადი ჯილდოს ოდენობა ცნობილი გახდება მხოლოდ და მხოლოდ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ჯერ კიდევ ოლიმპიადის მიმდინარეობის დროს გავრცელდა.

იხილეთ ვრცლად


ნანახია: 1112 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 6001 2 3 ... 39 40 »
0  
1 ლონდა   (17.09.2012 10:50) [Материал]
კიდევ სამი საქართველოს მოქალაქე ლოპოტის სპეცოპერაციის მსხვერპლებს შორის

საინტერესო ამბებია, გრძელი სტატიაა და ლინკს დავდებ:

http://www.netgazeti.ge/GE/105/News/12847/

0  
2 ლონდა   (17.09.2012 10:52) [Материал]

0  
3 ლონდა   (17.09.2012 10:53) [Материал]

0  
4 ლონდა   (17.09.2012 10:54) [Материал]

0  
5 ლონდა   (17.09.2012 10:56) [Материал]
კომერსანტი" - ახმედ ჩატაევმა ქართველი სამართალდამცველები მოატყუა
13:39 17-09-2012
ახმედ ჩატაევი ლოპოტას ხეობაში მყოფ ე.წ. ბოევიკებთან მოსალაპარაკებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეუშვა , თუმცა საბოლოოდ მან ქართველი სამართალდამცავები მოატყუა. – ამის შესახებ რუსული გამოცემა "კომერსანტი" წერს.
გაზეთის ინფორმაციით, ჩატაევი გამოცდილი მებრძოლი, იყო. მან ჩეჩნეთის ომში მარჯვენა ხელი დაკარგა და ის თბილისში ლეგალურად ცხოვრობდა.
როგორც გამოცემა წერს, ქართულმა მხარემ სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა, მომლაპარაკებლად ისეთი ავტორიტეტული ფიგურა გამოეყენებინა, როგორიც ჩატაევი იყო.
"ახმედ ჩატაევმა ქართველი სამართალდამცავები მოატყუა. მან არ დაიწყო ბოევიკებთან მოლაპარაკება, რომ ისინი ქართულ პოლიციას ჩაბარებოდნენ და პირიქით, მოუწოდა მათ ბრძოლაში ჩაბმულიყვნენ. ყოველ შემთხვევაში ასეთ კვალიფიკაციას აძლევს ქართული მხარე ჩატაევის ქმედებას. მათი ინფორმაციით, ჩატაევს უკვე შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა", _წერს გამოცემა.
"კომერსანტის" ცნობით, ახმედ ჩატაევს იცნობდნენ, როგორც "ახმედ ცალხელას". ის რუსეთის ხამართალდამცევის მიერ 2003 წლიდან იძებნებოდა. ამ წლების განმავლობაში ჩატაევი არაერთ ქვეყანაში დაიჭირეს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის გამო, თუმა ყველა შემთხვევაში რუსეთში ექსტრადაციას გადაურჩა.
გამოცემის ინფორმაციით, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რუსეთს ჩატაევის ექსტრადაციის მოთხოვნით ქართული მხარისთვის არ მიუმართავს, თუმცა სურილის შემთხვევაში მოსკოვს ამის გაკეთება შვეიცარიის საელჩოს გავლით მოუწევს, რადგან ქვეყანას შორის არ არსებობს დიპლომატიური კავშირი.


0  
6 ლონდა   (17.09.2012 11:06) [Материал]
ნინა წკრიალაშვილი: თუ ნაციონალები ვერ გაიმარჯვებენ, თავს მოვიკლავ

- დავიწყოთ იქიდან, რომ მომწონს იმ გუნდის მიმართულება და იდეები, რომელსაც მხარს ვუჭერ. იმიტომაც ვარ სახელმწიფო სამსახურში, მაგრამ რომც არ ვიყო, მაინც "ნაციონალებს" დავუჭერდი მხარს. ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, რა გაკეთდა და კეთდება. ქვეყანა აშენდა ბოლო წლების განმავლობაში და ზოგი სახლის აშენებას ვერ ამთავრებს ამ დროში. როგორც მოქალაქე, მომღერალი და ამომრჩეველი ღიად გამოვხატავ ჩემს სიმპათიას. თუკი ეს ძალა არ გაიმარჯვებს, ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ მინდა. არც ის მინდა, რომ აქ ჩემმა შვილმა იცხოვროს. არ მინდა, სიბნელეში ვიყო, თუმცა აქ უშუქობას არ ვგულისხმობ. ამას ვერ გადავიტან და თავს მოვიკლავ!..

0  
7 თაკო   (17.09.2012 11:09) [Материал]
ნეტავ მართლა მოიკლას თავი, საქართველოს ერთი ბოზით ნაკლები ეყოლება angry

0  
8 ლონდა   (17.09.2012 11:11) [Материал]

0  
9 თაკო   (17.09.2012 11:12) [Материал]
ღმერთმა არ ქნას ამ არჩევნებზე ნაცებმა გაიმარჯონ. ამ ყველაფრის მერე ისინი ადამიანების უკვე ცოცხლად დამარხვასაც დაიწყებენ. angry

0  
10 ლონდა   (17.09.2012 11:12) [Материал]
მერე საფლავს ღირსების ორდერი უნდა დავადოთ და დავაწეროთ

დაგადო მიხომ biggrin

0  
11 თაკო   (17.09.2012 11:14) [Материал]
გეთანხმები ლონდა. ქართველები მანამ არ ვისწავლით რომ სხვისი ჭირი ჩვენი ჭირიცაა და სხვისი უბედურება მართლა არ გვეტკინება, მანამდე ამ დღეში ვიქნებით. sad

0  
12 ლონდა   (17.09.2012 11:15) [Материал]
ქალი სპეცოპერაციის დროს დაღუპული ოთხი ჩეჩენის შეურაცხყოფაზე ჰყვება:

"დედა იყო ერთის ჩამოსული. შვილი საფლავში აჩვენეს, თურმე ოთხივე ცხედარი ერთმანეთის ზემოდან ეყარა, ვის თავი სად ჰქონდა და ვის ფეხები. ამ ქალმა თავისი შვილი მარტოკა კბილით იცნო, ისე იყო ცხედარი დასახიჩრებული. თხოვა ცხედარი მომეცითო და არ მისცეს. წესიერად მაინც დამამარხვინეთო და - არა. დედის თვალწინ თურმე ტრაქტორით მიაყარეს ერთმანეთზე დაყრილ ცხედრებს მიწა".

0  
13 თაკო   (17.09.2012 11:19) [Материал]
რამდენ ცოდვებს აკეთებენ არც ადამიანის ეშინიათ და არც ღმერთის. angry მეც ვიცნობ რამდენიმე ეგეთი ცოდვიანს, მიშას ვითომ სამართალდამცავ სისტემას რომ ეკუთვნიან. 26 მაისის მერე 4000 ლარი პრემიები აიღეს და ჭკუაზე არ იყვნენ. კიდეც ვკითხე ადამიანები ხართ თუ ცხოველებითქო? იმათგან 2 დამემუქრა შენ აქ ვეღარასოდეს ჩამოხვალო. biggrin biggrin

0  
14 თაკო   (17.09.2012 11:20) [Материал]
ბაბუ რა ჩუმად ხარ რაშია საქმე? შვილიშვილის მონატრება დეპრესიაში ხომ არ გადაგივიდა? biggrin biggrin

0  
15 ლონდა   (17.09.2012 11:23) [Материал]
გუშინ 10 საათზე უკვე მეძინა, აქ კიდევ რა ამბებში ყოფილან biggrin

ბიბიმ ლონდა შალვასთან არისო biggrin ეეხ ვინ მომცა მაგის ბედი, ის კი არა დაბლოკილი ვარ მწარედ მაგასთან biggrin

ქაჯუ შე ძველო :*

არა რაა სავაშას 4 დღეში როგორ დაამთავრეთ ერთი რაააა.. მე ჯერ 50-ე სერიაზე ვარ გაჩერებული და ვიზოგავ biggrin

1-15 16-30 31-45 ... 571-585 586-600
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025