ხუთშაბათი, 19.06.2025, 06:13
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » იანვარი » 15 » ფრანგი ექსპერტი ქართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების შესახებ საუბრობს
05:12
ფრანგი ექსპერტი ქართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების შესახებ საუბრობს
ფრანგი ექსპერტი შიდა უსაფრთხოების საკითხებში, სტეფან კერე ფრანგულ გამოცემას Atlantico-ს საფრანგეთში ქართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების შესახებ ესაუბრა.
კერძოდ, ექსპერტი შეეხო სპეცოპერაციასაც, რომლის დროსაც ფრანგულმა ჟანდარმერიამ ლომოჟსა და პარიზში 21 ქართველი "კანონიერი ქურდი" დააკავა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში ქართველი კრიმინალების წინააღმდეგ ევროპის მასშტაბებით არაერთი სპეცოპერაცია ჩატარდა. კერძოდ, 2009 წლის აპრილში ლოზანასა და ციურიხში 26 ადამიანი იყო დაკავებული; 2009 წლის მაისსში ჟენევაში 45 ადამიანი დააკავეს; 2009 წლის ნოემბერში ფრიბურში (შვეიცარია) 8 ადამიანი დააკავეს; 2010 წლის იანვარში 23 ადამიანი იყო დაკავებული კოტ-დ'არმორის დეპარტამენტში (საფრანგეთი); სპეცოპერაცია Java-ს ფარგლებში, რომელიც 2010 წლის მარტში ჩატარდა, 24 ადამიანი იყო დაკავებული ესპანეთში; 17 - გერმანიაში, 11 - შვეიცარიაში, 3 - საფრანგეთში; 2011 წლის თებერვალში 12 ადამიანი იყო დაკავებული კანში; 2011 წლის მარტში 5 ადამიანი დააკავეს ანესიში; 2011 წლის ნოემბერში 23 ადამიანი - პარიზის რეგიონში, 8 ადამიანი კი - ესპანეთში; იმავე თვეს 5 ადამიანი რომში იყო დაკავებული; 2012 წლის თებერვალში 6 ადამიანი საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში დააკავეს; 2012 წლის ივნისში 21 ადამიანი ლიმოჟის რეგიონში აიყვანეს; 2012 წლის ნოემბერში 16 ადამიანი - ვენაში; 2012 წლის ნოემბერში 11 ადამიანი სენ-ბრიეში აიყვანეს; 2012 წლის დეკემბერში 9 ადამიანი კი პარიზის რეგიონში დააკავეს.

მისივე თქმით, 2000 წლიდან ქართული მაფიის ბაზად ესპანეთი იქცა. ესპანეთიდან ახდენენ ქართელი კრიმინალები თავიანთი საქმიანობის კოორდინირებას ევროპის მასშტაბით, ნაქურდალის შემსყიდველების ფუნქცია კი სომეხ კრიმინალებს აკისრიათ.

მომზადებულია Atlantico-ს მიხედვით.

წყარო/Source: http://geo.ambebi.ge/samartali/69374-frangi-eqsperti-qarthuli-kriminaluri-samyaros-tsarmomadgenlebis-shesakheb-saubrobs.html#ixzz2I29Uvizy
ნანახია: 1007 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 841 2 3 4 5 6 »
0  
1 ეფემია   (15.01.2013 05:14) [Материал]
2000 წლიდან ქართული მაფიის ბაზად ესპანეთი იქცა. ესპანეთიდან ახდენენ ქართელი კრიმინალები თავიანთი საქმიანობის კოორდინირებას ევროპის მასშტაბით, ნაქურდალის შემსყიდველების ფუნქცია კი სომეხ კრიმინალებს აკისრიათ.

როგორც ჩანს სომეხი და ქართველი კრიმინალები კარგად ნახულობენს საერთო ენას. ერთი იპარავს,მეორე ნაქურდალს ასაღებს. ჰმ...

0  
2 ფეფე   (15.01.2013 05:49) [Материал]
ამსო, გღვიძავს? ხომ კარგად ხარ?

0  
3 ფეფე   (15.01.2013 05:56) [Материал]
2850 თაკო (დღეს 00:29) [Материал]
მიხო ბიბლიაშიც სწერია რომ ღმერთმა 6 სახის მახინჯი ადამიანი შექმნა. ერთ-ერთი ესენი არიან. ამათი ტვინის ერთი ნაწილი, რომელსაც ჰიპოთალმუსი ქვია და ძირითადად სიამოვნებას განაგებს, ჩვეულებრივ ადამიანებზე 2-ჯერ პატარა აქვთ....


თაკო გამარჯობა. სად წერია ეგ ბიბლიაში ხომ არ იცი? მე არ წამიკითხავს ბიბლია და მსგავსიც არაფერი გამიგია. თუ შეგიძლია იქნებ მიმითითო რომელ ნაწილში წერია ეგ.მოგვიანებით ვნხავ. smile

0  
4 ფეფე   (15.01.2013 06:01) [Материал]

0  
5 ფეფე   (15.01.2013 06:04) [Материал]

0  
6 ფეფე   (15.01.2013 06:05) [Материал]

0  
7 ფეფე   (15.01.2013 06:08) [Материал]

0  
8 ფეფე   (15.01.2013 06:12) [Материал]

0  
9 ფეფე   (15.01.2013 06:18) [Материал]
პროკურატურას გამოქვეყნებული ვიდეომასალით ადამიანის უფლებები არ დაურღვევია


მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშილი აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გუშინ გავცელებული ფარული ვიდეოჩანაწერები ადამიანის უფლებებს არ არღვევს. მისი განმარტებით, დარღვევა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი იქნებოდა პიროვნების იდენტიფიცირება.

„თუ იდენტიფიცირება შესაძლებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ მასალა არ იყო ისე მომზადებული, რომ ინდივიდუალური ნიშნები არ გამოჩენილიყო, მაგრამ მე მივიჩნევ, რომ იდენტიფიცერება შეუძლებელია. მასალის გამოქვეყნებით კანონი არ ირღვევა. საზოგადოების გაღიზიანება ბუნებრივია, მაგრამ იმის გამო, რომ უარყოფით ემოციას აღძრავს, ეს არ უნდა დავმალოთ“,- აცხადებს კბილაშვილი.

კბილაშვილის თქმით, ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს კონკრეტული მიზანი, მართვის სტილი, მაგრამ ამ შემთხვევაში მიზნის მისაღწევად გამოყენებული იყო ისეთი საქმიანობა, რომელიც შეუთავსებელია ზნეობრიობასთან და ეს კადრები ადასტურებს, რომ სახელმწიფო ორგანოები მიზნად ისახავდნენ პოლიტიკური ლოიალობის მიღწევის მიზნით, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ცნობადი სახეების მიმართ გამოეყენებინათ შანტაჟი.

მთავარი პროკურორის განცხადებით, ჩანაწერების ნაწილი შესაძლოა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას ჰქონდეს.

მისივე განცხადებით, პროკურატურა აღარ აპირებს მსგავსი ვიდეომასალების გამოქვეყნებას. კბილაშვილის თქმით, რადგან არ ხდება პირთა იდენტიფიცირება არ აქვს მნიშვნელობა 10 ვიდეო იქნება გავრცელებული თუ 3.

პროკურორის ინფორმაციით, მეგის ქარდავას ამ ფაქტებთან დაკავშირებით დამატებითი ბრალი წარედგინება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ გაავრცელა სექსუალური შანტაჟის კადრები. მათი ცნობით, მეგის ქარდავას დავალებით, ხდებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებზე კომპრომანტების მოძიება.

0  
10 ფეფე   (15.01.2013 06:20) [Материал]
ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ირაკლი თოფურიძე გარდაიცვალა

მუხროვანის ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ირაკლი თოფურიძე დღეს დილით გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ განუცხადა.

"დღეს გარდაიცვალა პოლიტპატიმარი ირაკლი თოფურიძე, რომელიც 13 იანვარს გათავისუფლდა. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ფაქტობრივად, მიცვალებული გამოიყვანეს, იმდენად არაადამიანურ პირობებში უწევდა იქ ყოფნა", - განაცხადა კაკაბაძემ.

მისივე შეფასებით, ციხეებში აქამდე არსებულ ვითარებაზე პასუხი უპირველესად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უნდა აგოს, რადგან ვერ მოახერხა, ყოფილიყო ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი.
13 იანვარს პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მქონე 190 პირი ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე გათავისუფლდა.

0  
11 ფეფე   (15.01.2013 06:21) [Материал]
ჰმ... ამდენი სისაძაგლის მოსმენის და წაკითხვის შემდეგ, რასაც ყოფილი ხელისუფლება ჩადიოდა, კომენტარსაც ვეღარ ვაკეთებ. არ ვიცი რა...

0  
12 ფეფე   (15.01.2013 06:23) [Материал]

0  
13 ფეფე   (15.01.2013 06:51) [Материал]


ვარდან სედრაქიანი - ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი სომხეთის საშინაო საქმეებში ჩარევა იქნება


სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ექსპერტი მითოლოგიურ პოეზიაში, ვარდან სედრაქიანი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მის ქვეყანაში ვიზიტი სომხეთის საშინაო საქმეებში ჩარევა იქნება. ამის შესახებ სომხური სააგენტო "პანორამა ამ" იუწყება.
"სომხეთში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სომხეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევა იქნება", - განაცხადა პრესკონფერენციაზე პრეზიდენტობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, თუმცა იქვე დასძენს, რომ "ამ დროისთვის საქართველოსა და სომხეთს შორის არ დგას ისეთი პრობლემა, რომელიც სწრაფ მოგვარებას ითხოვს".
სედრაქიანი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ასევე აპირებს საფუძველი ჩაუყაროს რუსეთ-სომხეთ-ირანის ალიანსის შექმნას, რომლის ცენტრიც სომხეთი იქნება.
სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები 18 თებერვალსაა დაგეგმილი.

0  
14 ფეფე   (15.01.2013 06:55) [Материал]
ეს ნახე რა... მითოლოგიაში ჩარჩენილი სედრაქიანი როგორ ატრიალებს ენას. იოცნებე, რომ ირანის და რუსეთის ცენტრი სომხეთი გახდეს. biggrin

ბოლო დროის საკუთარი გამოცდილებიდან ვხვდები, რომ სომხებთან მეგობრული ურთიერთობა ადვილი არ არის. სამწუხაროდ მართლაც გვმტრობენ.

0  
15 ფეფე   (15.01.2013 06:56) [Материал]
ეხლა გავედი. დროებით გემშვიდობებით. tongue tongue tongue

1-15 16-30 31-45 46-60 61-75 76-84
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025