For.geს
ინფორმაციით, ესენი არიან: ელგუჩა გურჩიანი, რომელსაც 24-წლიანი პატიმრობა
ჰქონდა მისჯილი, თუმცა ციხე 2 წლის შემდეგ დატოვა და იოსებ სორდია,
რომელსაც პატიმრობის ვადა 2015 წელს ეწურებოდა. გურჩიანის გვარი 2010 წელს
გახსნილ ნარკოკარტელის საქმეშიც ფიგურირებს. შეწყალების კომისიის
თავმჯდომარემ არ იცის, საიდან მოხვდნენ სორდია და გურჩიანი შესაწყალებლთა
სიაში. ელენე თევდორაძე ამბობს, რომ კომისიას არცერთ მათგანზე რეკომენდაცია
არ გაუცია.
მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად თენგიზ გუნავა წარადგინა მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად თენგიზ გუნავა წარადგინა 10/01/13 15:53 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად თენგიზ გუნავა წარადგინა. როგორც პრეზიდენტმა ზუგდიდში, საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, თენგიზ გუნავა არის ადამიანი, რომლის დროსაც სამეგრელოში კრიმინალთან ბრძოლის საქმეში სრული წესრიგი დამყარდა.
"ამოიძირკვა ნარკოტიკები, წვრილმანი ქურდობები, ყაჩაღობები სხვა დანაშაული, კონტრაბანდა. მე მას ასევე ვიცნობ როგორც 2008 წლის ომის ერთ-ერთ მთავარ გმირს. მახსოვს მის მიერ ჩატარებული ოპერაციები. მან გადაარჩინა უძვირფასესი ტექნიკა, წაართვა რუსებს სამხედრო ოპერაციაში ორი საზღვაო კატარღა, აუფეთქა ოკუპანტებს უძვირფასესი საჰაერო დანადგარები, რომელიც გაქონდათ როგორც სამხედრო ნადავლი. ეს იყო ძალიან რთული და თავზეხელაღებული სამხედრო ოპერაცია. მან გადაარჩინა ჩვენი სხვა კატარღები ფოთში. როცა რუსები ჩემს დასაკავებლად გამოემართნენ ფოთში, ის თავისი მცირე შენაერთით გადაეღობა და დიდი რუსული შენაერთი ჰყავდა დაკავებული, ვიდრე არ დავამთავრე გამოსვლა. ისინი ეუბნებოდნენ, რომ გაივლიდნენ, თენგიზ გუნავა კი პასუხობდა - გაიარეთ, მაგრამ იქნება სროლები და შეტაკება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან პრეზიდენტმა გუნავასთვის სამართალდამცველ უწყებებთან შექმნილ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება. "იმ ქვეყანაში, სადაც მთავრობა უშვებს რუსეთის ჯაშუშებს, შკრილნიკოვს და გევორქიანს, როგორც პოლიტიკურ პატიმრებს და გმირებს, რა თქმა უნდა, ნამდვილ სამხედრო გმირს აქვს პრობლემები. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი წუთით ქედი უნდა მოვიხაროთ და შევეგუოთ ამას. ჩვენ გვინდა, საქართველომ გააგრძელოს აღმშენებლობა, გუბერნატორმა ითანამშრომლოს ყველა ადგილობრივ და ცენტრალურ ორგანოსთან. მისი ფუნქცია არ არის კონფრონტაცია, მაგრამ მან უნდა დაიცვას საქართველოს მონაპოვრები და უზრუნველყოს განვითარების გაგრძელება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მთავარი პროკურატურა თენგიზ გუნავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მთავარი პროკურატურა თენგიზ გუნავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 10/01/13 19:46 საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თენგიზ გუნავას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების წინასწარი გამოძიება დაასრულა და საქმეებს თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვისთვის აგზავნის. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "ივერონი" უცვლელად გთავაზობთ. "თენგიზ გუნავას მიმართ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე ეპიზოდზე აღიძრა: თენგიზ გუნავა მუშობდა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას. 2012 წლის 31 მარტს, ზუგდიდში, რკინიგზის სადგურზე საკუთარ მძღოლს შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ამოიღო, სიტუაციის დაძაბვის გამო მასთნ მყოფი სვანეთის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი ბაკურ გულუა შეეცადა თ. გუნავასთვის წაერთმია იარაღი და თან კ. იზორიას დაუძახა ადგილი დაეტოვებინა. ამ დროს თ. გუნავამ გაისროლა და ბაკურ გულუა დაიჭრა მარცხენა ფეხის არეში. ხოლო შემთხვევის ადგილიდან საკმაოდ დაშორებულ კახაბერ იზორიას დამიზნებითი ესროლა და მას მარჯვენა ფეხის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი დაზიანება. კ. იზორიამ მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აღნიშნული ქმედებით თენგიზ გუნავამ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და 120-ე მუხლით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობისას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით თ. გუნავამ გადაწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიეღო ავტომობილის საწვავის ტალონები და აღნიშნული გზით დიდი ოდენობით საწვავი მიეთვისებინა. მან 2012 წლის 11 აგვისტოს, მის დაქვემდებარებაში მყოფ, საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციის სამსახურის უფროს ზაზა ჩოხელს დაავალა საქართველოს შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიეღო 3000 ლიტრი ბენზინი "პრემიუმი"-ს საწვავის ტალონები და გადაეცა მისთვის. ზ. ჩოხელმა იმავე დღესვე გასავლის ზედდებულით მიიღო 3000 ლიტრი ბენზინი "პრემიუმი"- ს საწვავის ტალონები, საერთო ღირებულებით 6750 ლარი და გადასცა თ. გუნავას. გუნავამ მიიღო რა მითითებული 6750 ლარად ღირებული ბენზინის ტალონები, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ გამოიყენა სამსახურებრივი დანიშულებისამებრ, არ გასცა დადგენილი წესით - ჩამოწერა და დიდი ოდენობის საწვავი მიითვისა, რითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული ქმედებით თენგიზ გუნავამ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით.
მანვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობის პერიოდში, კვლავ გადაწყვიტა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიეღო დიდი ოდენობით ფულადი თანხა და მიეთვისებინა. 2012 წლის აგვისტოში მან საქართველოს შს მინისტრის მოადგილეს, ნიკოლოზ ძიმცეიშვილს მოსთხოვა მასზე გაეცათ დიდი ოდენობით - 49500 ლარი. ხსენებული ოდენობის თანხის თ. გუნავაზე გაცემა ნ. ძიმცეიშვილმა დაავალა საქართველოს შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს მიხეილ ამირანაშვილს. თ. გუნავამ აგვისტოს შუა რიცხვებში ფულის აღება და მისთვის გადაცემა დაავალა მის ხელქვეითს, საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციის სამსახურის უფროს ზაზა ჩოხელს. ამ უკანასკნელმა შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან, მიიღო რა 49500 ლარი, მაშინვე სრულად გადასცა თ. გუნავას. აღნიშნული თანხის მოთხოვნა თ. გუნავამ ოფიციალურად გააფორმა მოგვიანებით, რისთვისაც 2012 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს შს მინისტრის მოადგილის, ნ. ძიმცეიშვილის სახელზე შეადგინა პატაკი ფარული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებიდან 49500 ლარის გამოყოფაზე. აღნიშნული თანხის მიღება თ. გუნავას მიერ დადასტურდა 2012 წლის 1 სექტემბრის სალაროს გასავლის ორდერით. მითითებული თანხა თ. გუნავას მიერ გამოყენებული არ ყოფილა სამსახურებრივი საჭიროებისათვის, მან გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული ზემოთ აღნიშნული დიდი ოდენობის თანხა - 49 500 ლარი მიითვისა, რითაც სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი მითითებული 49 500 ლარის თანხის სახით. აღნიშნული ქმედებით თ. გუნავამ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 333 -ე მუხლის პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ" პუნქტებით და მე-3 ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
შეხედეთ ახლა! პრეზოს მიერ წარდგენილ თენგიზ გუნავას რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი!
ჩემ დროს, კომპარტიის რიგებში რომ გიღებდნენ, ან საზღვარგარეთ წასვლისაა, რეკომენდაციებს ვინც გაძლევდა, დანაშაულის ჩადენისას, შენთან ერთად ისჯებოდა.... ჰო და, დავსაჯოთ ახლა პრეზოც